My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

სიახლეები

საქართველოში გლობალური სტარტაპფონდი იქმნება

გლობალური სტარტაპ ფონდი ქართველ სტარტაპერებს მრავალმილიონიან ინვესტიციასთან წვდომას გაუხსნის
საქართველოში გლობალური სტარტაპფონდი იქმნება
ფოტო: BTU
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„სილიკონ ველი თბილისის“ და ისრაელის „სილიკონ ვადის“ პარტნიორობის ფარგლებში, გლობალური სტარტაპ ფონდი ქართველ სტარტაპერებს მრავალმილიონიან ინვესტიციასთან წვდომას გაუხსნის.

ფონდის მიზანი საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირების პროცესის მხარდაჭერა, მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური სტარტაპების აღმოჩენა და მათი საერთაშორისო ბაზარზე კომერციალიზაციის ხელშეწყობაა.

„სილიკონ ველი თბილისი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნვერსიტეტს, IT-აკადემიას, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორს, ბიზნესაქსელერატორს, სკოლას, ტექნოლოგიების საკვირაო სკოლას, სპორტულ ინფრასტრუქტურას ერთ სივრცეში აერთიანებს.

რაც შეეხება ისრაელის „სილიკონ ვადის“, რომელიც ქართველ სტარტაპერებს დააფინანსებს, ეს არის მაღალტექნოლოგიური სივრცე ისრაელში, რომლის ფარგლებშიც არაერთი მაღალგანვითარებული ტექნოლოგიური კომპანია შეიქმნა. მას ადარებენ სილიკონ ველს კალიფორნიაში. „ვადი“ არაბული სიტყვაა და „ველს“ ნიშნავს. „სილიკონ ვადის“ დამსახურებით, ისრაელს მსოფლიო მასშტაბით სტარტაპქვეყნად მოიხსენიებენ.

პირველი ამერიკული კომპანია, რომელმაც შექმნა კვლევებისა და განვითარების ცენტრი ისრაელში, იყო „მოტორილა“. დღეს აქ ისეთი კომპანიები ატარებენ კვლევებს და საქმიანობენ, როგორებიცაა: Intel, IBM, Google, Facebook, Hewlett-Packard, Philips, Cisco Systems, Oracle Corporation, SAP, BMC Software, Microsoft, Motorola, CA და სხვ.

ამჯერად „სილიკონ ვადის“ ინვესტორები მრავალმილიონიან ინვესტიციას ქართველ სტარტაპერებს გამოუყოფენ.

ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორების მიერ, კაპიტალის ინვესტირება განხორციელდება ნებისმიერ ეტაპზე მყოფ სტარტაპში, რომელიც მუშაობს აქტუალური ტექტრენდების ინდუსტრიაში: ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მედია, ელექტრონული კომერცია, მობილური აპლიკაციები, ფინტექი, P2P-პლატფორმები, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, თამაშების ინდუსტრია, ნივთების ინტერნეტი IoT, ბლოკჩეინი. განიხილება აგრეთვე სხვა ინდუსტრიებში არსებული, გამორჩეული და ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებიც.

დარეგისტრირებული კანდიდატებიდან, მხოლოდ შერჩეული სტარტაპები შეხვდებიან „სილიკონ ვადის“ ე.წ. ენჯელ ინვესტორებს. პარტნიორობის ინდივიდუალური პირობები განხილული იქნება ყველა შერჩეულ კანდიდატთან.  

გლობალური სტარტაპფონდის მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც აგრეთვე განიხილავს შერჩეული სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებს, Dollar to Dollar Basis ინიციატივის ფარგლებში.

გლობალური სტარტაპფონდის მხარდამჭერია ისრაელის ტექჰაბი საქართველოში, რომელიც შერჩეულ სტარტაპებს უზრუნველყოფს დეველოპერებისა და ტექნოლოგიების მთავარი მენეჯერის სერვისებით 5 თვის განმავლობაში, აგრეთვე ფასდაკლებული სერვისებით ვებდიზაინის, სტრატეგიული კონსულტაციის, მარკეტინგული კონსულტაციის, ფინანსური და მენეჯერული კონსულტაციის, ლეგალური მხარდაჭერის მიმართულებებით, რაც ჯამში 30,000$-ის ღირებულებას შეადგენს.

სტარტაპერებისთვის მონაწილეობისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა 6 მაისია, ხოლო ფონდის პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ინვესტორები კი შეხვდებიან ფინალურ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს და მათთან სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრებენ. დღის ბოლოს გამოვლინდებიან გამარჯვებული სტარტაპები, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ.

More from Entrepreneur

Corene Summers helps clients advancing their health, careers and lives overall through reducing stress, tension and optimizing sleep.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur