📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

10 შეცდომა, რომლებსაც მილიონერები არ იმეორებენ მარცხისა და შეცდომების წყალობით იმას ვსწავლობთ, რაც სკოლაში არ შეგვიძენია.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

მილიონების გამომუშავებას და წარმატებულ ცხოვრებას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როდესაც საკუთარ შეცდომებზე ისწავლით. დიახ, ეს ცნობილი ფრაზაა, გაცილებით მრავლისმთქმელი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

მთელი სიცოცხლის განმავლობაში უამრავ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ მათი აღიარება და მათ მაგალითზე სწავლა მაინც ძალიან ძნელია. ვინც დიდ წარმატებას აღწევს ცხოვრებაში, სხვებისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და მათ აღარასოდეს იმეორებს.

იხილეთ 10 გავრცელებული შეცდომა, რომლებსაც მილიონერები მეორედ იშვიათად უშვებენ, და ეს მათი წარმატებული ცხოვრების საწინდარია:

დარდი ადამიანებზე, რომლებსაც არ მოსწონხართ

თქვენი სულ მცირე წარმატებაც კი აუცილებლად ვინმეს შეშურდება, ან საერთოდ არ გაახარებს. ასეთ ადამიანებზე განაწყენება და ყველას გულის მოგებაზე ზრუნვა ნამდვილად არ ღირს. ცხოვრებაში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს და, სჯობს, ყურადღება მათზე გაამახვილოთ.

წარმატებულ ადამიანთა უმრავლესობა თავისი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ხვდება, რომ „მოძულეებზე" დარდი სრული უაზრობაა. ამ წუთიდან მათი დავიწყება და ყურადღების გადატანა იმ ადამიანებზე, რომლებზე ფიქრიც ნამდვილად ღირს, მათ შრომისუნარიანობასა და თავდაჯერებას ზრდის.

გარშემო მოძულეებიც გეყოლებათ და ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც არ მოსწონთ, რასაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აკეთებთ. თუმცა გაითვალისწინეთ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, თავიდან მათი უგულებელყოფა ალბათ რთული იქნება. მთავარია, გაიაზროთ: დარდსა და წუხილს აზრი არ აქვს, წარმატების მიღწევაში ვერც ერთი ვერ შეგიწყობთ ხელს.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ემოციების გავლენით

თუნდაც ერთი არასწორი გადაწყვეტილების მიღება ემოციების გავლენით ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ის შესაძლოა უკავშირდებოდეს სამსახურს, პარტნიორს ან ცხოვრების სხვა სფეროებს. ძლიერი ემოციების ქვეშ გონება გვებინდება და მართებულ და გონივრულ გადაწყვეტილებებს ვეღარ ვიღებთ, რაც სახიფათოც არის. წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღებისას უკან მიხედვა და ნათელი გონება აუცილებელია.

როდესაც საკუთარ თავთან მართალი ხარ

ძნელია, მთელ სამყაროზე გული არ აგიცრუვდეს ან პრობლემები სხვას არ გადააბრალო, როდესაც წარუმატებელ ეპიზოდებს ჭკუიდან გადაჰყავხარ. წარმატებულ ადამიანთა უმრავლესობა აცნობიერებს, რომ საკუთარ ქმედებებზე თვითონ უნდა აგოს პასუხი. სხვის დადანაშაულებას, თუნდაც ნაწილობრივ მართლაც იყოს დამნაშავე, აზრი არ აქვს. ბიზნესის დაწყებისას განსაკუთრებით რთულია მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

თითოეულ ქმედებაზე თვითონ უნდა აგოთ პასუხი. ეს წარმატებისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია, რომელიც თქვენი მანკიერებების დაძლევის საშუალებას მოგცემთ. ამით იმასაც შეძლებთ, რომ კრიტიკას მშვიდად შეხვდეთ, შეიცვალოთ და სხვებისთვის ფუნქციების გადანაწილებაც ისწავლოთ. როგორც ანტრეპრენერს, ამ მნიშვნელოვანი ჩვევის შეძენა აუცილებლად მოგიწევთ, და ეს მხოლოდ სასიკეთოდ წაგადგებათ.

ტყუილი

ტყუილი არანაირად არ არის გამართლებული, განსაკუთრებით, სტრესულ სიტუაციებში, როცა მან შეიძლება იმ წუთას სიხარული მოგიტანოთ, ან კონფლიქტები აგარიდოთ, მაგრამ მომავალში მაინც დამღუპველი აღმოჩნდება. არ დაივიწყოთ, ტყუილს ხომ „მოკლე ფეხები აქვს". მილიონერებისთვის ერთი ცუდი ტყუილიც სრულიად საკმარისია - მაშინვე ხვდებიან, რომ უსინდისოდ არ უნდა მოიქცნენ.

რასაკვირველია, არსებობენ წარმატებული ადამიანები, რომლებმაც სიმდიდრე უპატიოსნო გზებით მოიპოვეს და დიდი რისკის ქვეშ არიან. გარდა ამისა, ეს მორალური თვალსაზრისითაც მიუღებელია და ცუდ რეპუტაციას ქმნის, რაც ოდესმე აუცილებლად იჩენს თავს.

დარდი უკვალოდ დაკარგულ თანხებსა და ქონებაზე

დრო, ენერგია და ფული - ყველაფერი, რაც კი რამ ჩაიდო საქმეში, უკვალოდ გაქრა. ეს უკვე მოხდა და ახალი გადაწყვეტილებების მიღებისას ამაზე ფიქრსა და დარდს აზრი არ აქვს. ამ კონცეფციას მომავალ სპეციალისტებს ეკონომიკის ნებისმიერ პროგრამაში ასწავლიან, თუმცა უმეტესობას ამის გაკეთება იოლად არ შეუძლია.

წარმატებული ადამიანებისთვის უკვალოდ გამქრალი ქონების ერთხელ გამოტირება სრულიად კმარა, შემდეგ ისინი ამ შემთხვევაზე აღარ ფიქრობენ. მართალია, ადვილი არ არის, მაგრამ მას ისე უყურებენ, როგორც ცხოვრებისეულ გაკვეთილს.

იცოდეთ, დიდხანს ამაზე ფიქრი იმდენად მძიმეა, რომ შეიძლება თამაშგარე მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდეთ. დაკარგული ქონების საზომად გამოყენებაც შეცდომაა და მის მიხედვით მოგება/ზარალზე მსჯელობაც. ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად, ეს ისტორია საერთოდ უნდა დაივიწყოთ.

წვრილმანებზე დარდი

მილიონერებს ბევრი სადარდებელი აქვთ და ამიტომ ენერგიის დახარჯვა ცხოვრებისეულ წვრილმანებზე შესაძლოა დამატებით პრობლემად ექცეთ. ცხოვრებისთვის გვერდიდან შეხედვა ძალიან სასარგებლოა, რადგან ამგვარად მზერას იმ საკითხებს მივაპყრობთ, რომლებზეც ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ადამიანმა ბედნიერად იგრძნოს თავი.

ვერ პოულობ ამოსუნთქვისა და ენერგიის აღდგენის გზებს

არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ და წარმატებასაც აღწევენ, მაგრამ საკუთარი თავისთვის დრო არ ემეტებათ. მათ, ჩვეულებრივ, ემოციური „გადაწვის" სინდრომი იპყრობთ. ვინც ამოსუნთქვას ახერხებს, სტაბილური ცხოვრებისკენ გზას პოულობს. აუცილებელია მეტი ფიზიკური აქტივობა, ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, მედიტაცია ან ნებისმიერი სხვა საშუალება, რომ საჭიროებისას შეძლოთ ძალების აღდგენა.

არასოდეს იცვლი აზრს

სიჯიუტე პოზიტიური თვისებაც არის, თუმცა არა ყოველთვის. ხანდახან აზრები ერთი მიმართულებით მიგვაქანებენ, ჩვენ კი ცვლილებებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით.

ყველაზე წარმატებულმა ადამიანებმა კარგი გაკვეთილი მიიღეს იმ სიტუაციებიდან, როდესაც არასწორად და ჯიუტად მოიქცნენ. დღეს ისინი წინ მხოლოდ იმიტომ მიდიან, რომ შეუძლიათ თავიანთ წარმოდგენებსა და იდეებზე უარის თქმა ან მათი შეცვლა, რითაც აზროვნების უფრო მაღალ დონეებს აღწევენ.

არასოდეს ითხოვ დახმარებას

წარმატების მისაღწევად სხვებთან ერთად მუშაობა აუცილებლად მოგიწევთ. რთულია დახმარების თხოვნა, როდესაც ყველამ იცის, რომ მათზე გონიერი ხართ.

წარმატებულ ადამიანებს ყოველთვის გაცნობიერებული აქვთ, რომ გარკვეულ საკითხებში სხვები მათზე კომპეტენტურები არიან და შეუძლებელია ყველაფერის დამოუკიდებლად გაკეთება. ამგვარ მსჯელობას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს და ყოველდღიურად გაცილებით მაღალი შედეგების მიღწევას უწყობს ხელს.

არასოდეს მიდიხარ რისკზე

ადამიანები, რომლებსაც გარისკვის ეშინიათ და ბიზნესის განვითარებისთვის უსაფრთხო გზებს არჩევენ, მილიონების გამომუშავებას ვერ შეძლებენ. ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც აუცილებლად უნდა გარისკოთ, თუმცა ყველაფრის სასწორზე დადებაც არ ღირს.

წარმატებული ადამიანები შეცდომებით ფასდაუდებელ გამოცდილებას იძენენ. მათ ზუსტად იციან, როდის გაუშვეს ხელიდან შესაძლებლობები, რომლებიც დიდ მოგებას მოუტანდათ. საუკეთესოებმა ასეთი გაკვეთილებით ისწავლეს და ისინი სამომავლო წარმატების მისაღწევად გამოიყენეს. თქვენ კი შეგიძლიათ ჩვენი სტატიის დახმარებით გაიაზროთ, რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ, რომ თქვენი შრომა და საქმიანობა მაქსიმალურად ნაყოფიერი იყოს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება

ლიდერობა

ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებს

Amazon-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს დამწყებ ანტრეპრენერთათვის ოთხი მნიშვნელოვანი რჩევა აქვს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ