📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ქართველი ჯუნიორ ანტრეპრენერები გლობალური მასშტაბით, "ჯუნიორ" ანტერპრენერების რიცხვი მკვეთრად მზარდია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

Junior Entrepreneurs - ამ ტერმინით მოიხსენიებენ ანტრეპრენერებს, რომლებმაც თინეიჯერული ასაკიდან დაიწყეს სამომხმარებლო პრობლემების ინოვაციურად გადაჭრის მეთოდების ძიებაზე ზრუნვა. გლობალური მასშტაბით, „ჯუნიორ" ანტერპრენერების რიცხვი მკვეთრად მზარდია, რაც ამ თაობისთვის ხელმისაწვდომი ფართო საინფორმაციო ველის და მრავალმხრივ განვითარებული უნარებითაა განპირობებული. ის, რაც ამ მოზარდებს გამოარჩევს, არის პრობლემის სრულიად განსხვავებული აღქმა და ხედვა. და რაც ყველაზე მთავარია - კრეატიულობა.

მსოფლიო ტენდენციას ამ მხრივ არც საქართველო ჩამორჩება. წარმოგიდგენთ ქართველ მოზარდებს, ანტრეპრენერებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ.

გიორგი შეშაბერიძე, 11 წლის | საწარმო „დორა"

11 წლის გიორგიმ დამოუკიდებლად გადაწყვიტა გორში, საკუთარი ხელით დამზადებული „მამალოები" გასაყიდად მაღაზიებისთვის შეეთავაზებინა. მალევე, წამოწყებამ დიდი პოპულარობა მოიპოვა და დღეს საწარმო მარკეტებიდან შეკვეთას ვეღარ აუდის. დღეს ის საკუთარ შემოსავალს დამოუკიდებლად, საწარმო „დორას" საშუალებით გამოიმუშავებს და დიდი სამომავლო გეგმები აქვს.

გარდა მისი სამეწარმეო უნარებისა, გიორგ უკვე ავლენს სახელმწიფოებრივ აზროვნებას და მისი საწარმოს საქმიანობით ეხმიანება ქვეყნის აქტუალურ პრობლემებს. სწორედ ამიტომ, გიორგის „მამალოებში" ეტიკეტზე თქვენ ნახავთ წარწერას Stop Russia, რითაც ანტერპრენერი ქვეყანაში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებს. ამ მიმართულებით წარმოების გაზრდისთვის, გიორგი სახალხო დაფინანსების კამპანიასაც აწარმოებს, რომელშიც თქვენც შეგიძლიათ ჩაერთოთ. ნახეთ ჩვენი სტატია ბმულზე.

გიგი ანთაძე, 16 წლის | საწარმო „გიგის წვენები"

16 წლის გიგი ანთაძე თბილისში გარე ვაჭრობით იყო დაკავებული, შემდეგ კი საკუთარი ბიზნესი - „გიგის წვენები" წამოიწყო. გიგიმ საკუთარი ბიზნესი პარკ „მზიურში" გახსნა და აქტიურად გამოიყენა პროექტი CHECK IN GEORGIA-ს საწარმოს გაფართოებისთვის. მისი საფირმო წვენი გრეიფრუტის, ფორთოხლის და ბროწეულის წვენებთან ერთად, საიდუმლო ინგრედიენტსაც შეიცავს, რაც გიგის წვენებს სრულად განსხვავებულ არომატს აძლევს.

გიგი ძლიერი ადამიანის ნიმუშია. მან დაუმტკიცა საზოგადოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ყველაფერი შესაძლებელია, როცა გჯერა და ამისთვის მაქსიმუმს აკეთებ.

შეგვატყობინეთ მსგავსი ისტორიები. Entrepreneur-ის ვებპლატფორმა მზადაა მათ შესახებ მთელ საქართველოს ამცნოს, რაც ჩვენი ჯუნიორ ანტრეპრენერების ცნობადობას, სწორ პოზიციონირებას და განვითარებას შეუწყობს ხელს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან