My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

ლიდერობა

გუნდის წახალისება - ლიდერისთვის აუცილებელი უნარი

მიეცით თანამშრომლებს ზრდა-განვითარებისა და სწავლის საშუალება
გუნდის წახალისება - ლიდერისთვის აუცილებელი უნარი
ფოტო: Pixabay
1 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამშრომლების წახალისებას ნებისმიერ კომპანიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამგვარ ქცევას მოტივაციის გაზრდისა და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში დიდი წვლილი შეაქვს. 

კომპანიის თანამშრომლების წახალისება იმ საქმიანობაშიც კი გამართლებულია, რომელიც სამსახურთან საერთოდ არ არის დაკავშირებული.

წარმოიდგინეთ, თქვენს თანამშრომელს პაკეტი რომ აჩუქოთ, რომლითაც საოცნებო ცეკვის − სალსას შესწავლას უფასოდ შეძლებს. ის ხომ იმას გაკეთებს, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ასე გულით უნდოდა.  შესაბამისად, ფიზიკურადაც გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს და ემოციურადაც. ეს განწყობა სამსახურშიც გამოყვება და ბედნიერების შეგრძნება საშუალებას მისცემს თავისი მოვალეობები უკეთ შეასრულოს. მისი დადებითი განწყობა მთლიანად თქვენთან და სამუშაოსთან იქნება დაკავშირებული. ისიც წარმოიდგინეთ, რამდენად მადლიერი იქნება თქვენი და როგორ დაფასებულად იგრძნობს თავს.  

მსგავსი სტატია: როგორ გავხდეთ უკეთესი ხელმძღვანელი

Google-ში თანამშრომელთა წახალისების შემდეგი პრაქტიკაა დამკვიდრებული: თანამშრომლებს დროის 20%-ის ინდივიდუალური საჭიროებისთვის მოხმარების უფლება აქვთ.  მართალია საკითხავია,  სინამდვილეში იყენებენ თუ არა ამ დროს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ამ შესაძლებლობის მიცემა და შემოქმედებითი ნიჭის მათივე სასარგებლოდ წახალისება უზომოდ მნიშვნელოვანია. კომპანიის კარი გამოაღეთ და თქვენს თანამშრომლებს გარეთ გასვლის და ხეტიალის საშუალება მიეცით − მათ მეტი უნდა ისწავლონ და შემოქმედებითი მიდგომა გამოავლინონ.  იცოდეთ, რომ თუ სასიამოვნო სამუშაო ადგილი ელოდებათ, უკან მალევე მობრუნდებიან.

მსგავსი სტატია: მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

More from Entrepreneur

Amina AlTai teaches entrepreneurs and intrapreneurs how to balance a thriving career, body and mind.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur