My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

ლიდერობა

რამდენიმე წესი, თუ როგორ გახდეთ იდეალური ლიდერი

რამდენიმე წესი, თუ როგორ გახდეთ იდეალური ლიდერი
ფოტო: Pixabay

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლიდერობა საკმაოდ რთული და გარკვეული უნარების, დამოკიდებულებების სინთეზით მიღებული სტატუსია.

ალბათ დაგვეთანხმებით, კარგ ლიდერად ჩამოყალიბებისთვის დისციპლინა, შრომა და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე განვითარებაა საჭირო. როგორც ამბობენ, კარგ ლიდერად არ იბადებიან, არამედ ყალიბდებიან. გთავაზობთ რამდენიმე მთავარ პრინციპს, რომლის დაცვა ყველა ლიდერისთვის სასარგებლო და აუცილებელიც კია.

მოუსმინეთ თქვენს გუნდს

ყოველთვის მოუსმინეთ თქვენი გუნდის წევრებსა და თანამშრომლებს. მაშინაც კი, თუ მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები თქვენთვის არცთუ მისაღებია.

მსგავსი სტატია: როგორ გავხდეთ უკეთესი ხელმძღვანელი

გახადეთ კომუნიკაცია ეფექტური და გამჭვირვალე

ეცადეთ, ყოველთვის გასაგებად ჩამოაყალიბოთ თქვენი მოლოდინი და გეგმები. სასურველია, თქვენმა გუნდმა ზუსტად იცოდეს, რას მოელით მათგან.

იყავით სამაგალითო

თქვენმა გუნდმა სწორედ თქვენი მაგალითით უნდა იხელმძღვანელოს. თანამშრომლები აუცილებლად დაგაკვირდებიან ქცევებზე, საქმისადმი მიდგომაზე, პასუხისმგებლობის გრძნობასა და შრომისმოყვარებაზე, და იცოდეთ, აუცილებლად მოგბაძავენ.

იყავით ემოციური

თუ თქვენს ბიზნესთან ემოციური ბმა არ გაქვთ, იცოდეთ, არასწორ გზას ადგახართ. შეუძლებელია კარგად და ხარისხიანად აკეთო საქმე, რომელთანაც გრძნობები, ვნება და აღმაფრენა არ გაკავშირებთ. დაფიქრდით ამაზე.

მსგავსი სტატია: 7 შეკითხვა, რომელიც ემოციური ინტელექტის განსაზღვრისთვის დაგეხმარებათ

იყავით თანმიმდევრული და ადეკვატური

დაე, თქვენმა გუნდის წევრებმა სწორად განსაზღვრონ წინასწარ ამა თუ იმ მოვლენაზე, ქმედებაზე თქვენი რეაქცია. თქვენი ადეკვატურობა მისცემს მათ საშუალებას, იქონიონ სწორი მოლოდინი და შესაბამისად იმოქმედონ.

მიიღეთ პრინციპული გადაწყვეტილებები

ნუ დატოვებთ საკითხებს დიდი ხნით გადაწყვეტილების გარეშე. შეეცადეთ, სწრაფად, ყველა რისკისა და პირობის გათვალისწინებით გააკეთოთ დასკვნები და რაც მთავარია, არასოდეს ინანოთ საკუთარი გადაწყვეტილებები.

იყოლიეთ მენტორები და მისაბაძი პიროვნებები

თქვენ გარშემო ყოველთვის არიან ადამიანები, რომელთა თვისებები, მიღწევები, მიდგომები აღფრთოვანებას იწვევს და გიჩნდებათ სურვილი მიბაძოთ, რაც ძალიანაც კარგია. ეცადეთ ახლოს იყოთ ასეთ პიროვნებებთან, გაიზიაროთ მათი კარგი გამოცდილება და ისწავლოთ მათ შეცდომებზე. ეს ერთიორად წაგწევთ წინ.

მსგავსი სტატია: მოდელი მენტორი

მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩაერიეთ

მიეცით თქვენს გუნდს მოქმედების თავისუფლება და გარკვეული გადაწყვეტილებების თავად მიღების საშუალება. უარი თქვით მიკრომენეჯმენტზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერიეთ საკითხის გადაწყვეტაში, როცა ამის აუცილებლობა რეალურად დადგება.

გააცნობიერეთ თქვენი ძლიერი მხარეები

ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი ძლიერი მხარეები. თუკი დავის გადაჭრა საუკეთესოდ გამოგდით, მაშინ ნუ დაელოდებით თქვენს თანამშრომლებს და საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის თავად იმოქმედეთ.

მსგავსი სტატია: 12 რამ, რასაც მხოლოდ შინაგანად ძლიერი ადამიანები აკეთებენ

სუსტი მხარეები

ყველა ადამიანს აქვს უნარები და თვისებები, რომლითაც უკმაყოფილოა. აღიარეთ საკუთარ თავთან თქვენი სუსტი მხარეები და სასწრაფოდ შეუდექით მათ გამოსწორებას, იმუშავეთ საკუთარ თავზე.

ყოველთვის აღიარეთ დაშვებული შეცდომები

ვის არ მოსვლია შეცდომა? ცხადია, გამონაკლისი არც თქვენ ხართ. ყოველთვის ეცადეთ, აღიაროთ საკუთარი შეცდომები და არასოდეს გადააბრალოთ ისინი სხვას. შეცდომაზე პასუხისმგებლობის აღება და მის გამოსასწორებლად ზრუნვა მხოლოდ პიროვნულად გაგზრდით და თანამშრომლების თვალშიც პატივისცემას შეგძენთ.

სიფრთხილით შეარჩიეთ პარტნიორები

მხოლოდ იმ ადამიანებთან გაიყავით საქმე, რომელთაც ენდობით და ვისზე დაყრდნობაც თავისუფლად შეგიძლიათ. შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა საწყის ეტაპზე ცივი გონებით პარტნიორის შერჩევა ერთ-ერთია, რაც სამომავლო შესაძლო შეცდომებისგან ნამდვილად დაგიცავთ.

მსგავსი სტატია: 10 საკითხი, რომელიც ბიზნესპარტნიორთან კონტრაქტზე ხელის მოწერამდე უნდა გაარკვიოთ

მუდმივად აფართოეთ სანაცნობო წრე

ყოველთვის ეცადეთ დაამყაროთ ახალი კონტაქტები, გაიცნოთ ადამიანები, რომელთა შორის შესაძლოა ძალიან კარგი პარტნიორი, თანამშრომელი, თანამოაზრე ან უბრალოდ იდეალური მრჩეველი იყოს. კონტაქტები უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის წარმატებაში.

მსგავსი სტატია: ურთიერთობების უკეთ დასამყარებლად ამ 5 უნარს უნდა დაეუფლოთ

აკონტროლეთ რეაქციები

ნუ იქნებით იმპულსური, ეცადეთ მშვიდად შეხვდეთ ნებისმიერ სასიამოვნო თუ უსიამოვნო სიახლეს ან მოვლენას. აჯობებს, კარგად გააანალიზოთ თითოეულის არსი, დადებითი და უარყოფითი მხარეები, და მხოლოდ შემდეგ იქონიოთ რეაქცია და გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები. ცხელ გულზე მიღებულ გადაწყვეტილებებს იშვიათად მოაქვს სარგებელი.

იხალისეთ

გუნდთან ერთად დროის გატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვენ ხომ ერთი ოჯახი ხართ და საქმის გარდა პიროვნული ურთიერთობები გაკავშირებთ. ამიტომ ხანდახან გვერდით გადადეთ ყველანაირი საქმე და ჭიქა ხარისხიანი ღვინის დასაგემოვნებლად ერთად წადით, ისიამოვნეთ, იცინეთ, იხალისეთ.

მსგავსი სტატია: ინდივიდუალური საფრენი აპარატის ქართველი გამომგონებელი

More from Entrepreneur

Corene Summers helps clients advancing their health, careers and lives overall through reducing stress, tension and optimizing sleep.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur