My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

სტარტაპი

სანამ სტარტაპში ჩაყვინთავ...

სტარტაპის შენება და ანტრეპრენერობა არის მარათონი და არა სპრინტი.
სანამ სტარტაპში ჩაყვინთავ...
ფოტო: Entrepreneur Georgia
7 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

... ლიმონი.

ყვითელი, მჟავე ლიმონი!

ალბათ შენც, ისევე, როგორც მე ამ მომენტში, გრძნობ სიმჟავეს ენის ქვეშ. გრძნობ, როგორ გევსება პირის ღრუ ნერწყვით, თითქოს მჟავე ლიმონი ჩაწურე დიდ ჭიქაში და მომავალი სტარტაპის სადღეგრძელო დალიე.

დალევას რომ თავი გავანებოთ, შენ ლიმონის სურათიც კი არ დაგინახავს ამ წინადადების წაკითხვისას. მიუხედავად ამისა, შენმა ორგანიზმმა დაიწყო მზადება მოსალოდნელი დისკომფორტის შესარბილებლად. ყველაფერი ეს შენს ტვინში „მოიხარშა“ და ნეირონებმა თავის საქმე გააკეთეს. ახლა შენ მზად ხარ მჟავე ლიმონისთვის.

ანტრეპრენერობას და/ან სტარტაპის წამოწყებას (ან თუნდაც სტარტაპის გუნდში მუშაობას) რომ გადაწყვეტ, მსგავსი სამზადისი უნდა გაიარო იმისათვის, რომ წარმატების ისედაც ძალიან დაბალი შანსი კიდევ უფრო არ შეამცირო. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, 100-დან 92 სტარტაპი თავისი ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში ისე კვდება, რომ წარმატებამდე ვერ მიდის. ამიტომ, ამ გზაზე დადგომისას წარმატების შანსის გაზრდას მაქსიმალურად უნდა შეეცადო.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში (და საქართველოში ბოლო ათი წელია) მსოფლიოში ანტრეპრენერობა და სტარტაპების შექმნა ძალიან პრესტიჟულ და სასურველ კარიერულ ოფციად იქცა. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ თინეიჯერები სერიოზულად ოცნებობენ ანტრეპრენერობაზე (მიუხედავად იმისა, თუ რა უნარები, ცოდნა და გამოცდილება აქვთ). ეს ერთი მხრივ ძალიან კარგია: ანტრეპრენერის გზა ხომ საბოლოო ჯამში ფინანსურ დამოუკიდებლობას და თვითრეალიზებას გულისხმობს. თუმცა, მეორე მხრივ ამ ტენდენციას ერთი სახიფათო მეორე მხარე აქვს: მან შეიძლება მოიტანოს ბედნიერებასმოკლებული ცხოვრება და შენი ცხოვრების „გაფლანგული“ თხუთმეტი ან ოცი წელი.

გასული საუკუნის ბნელ ოთხმოცდაათიანებში „იურიდიულზე, ეკონომიკურზე ან სამედიცინოზე“ ჩაბარება; ორიათასიანებში „ბიზნეს ადმინისტრირებაზე“ ან „ჟურნალისტიკაზე“ სწავლა იყო გაფეტიშებული საქართველოში. მიუხედავად იმისა, მოსწონდათ თუ არა ახალგაზრდა ადამიანებს ეს პროფესიები, მაინც აბარებდნენ (იმ სოუსით, რომ „პრესტიჟული“ და „მოთხოვნადია“, ამიტომ „ცხოვრებაში არ დაიკარგები“). შედეგად კი, უმეტეს შემთხვევაში ვიღებდით საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო, ნაკლებად კომპეტენტურ იურისტებს, ეკონომისტებს, ექიმებს და მენეჯერებს. შემდეგ ის ადამიანები, ვინც დროზე ხვდებოდა, რომ „სხვაგან მოხვდა“, მალევე ცდილობდნენ ახალი პროფესიების ათვისებას და თუ უმართლებდათ, წარმატებულებიც ხდებოდნენ, თუმცა უმეტესობა ასე აგრძელებდა საქმიანობას იმ პროფესიაში, რომელიც არ აინტერესებდა.

სტარტაპში ასე ცხოვრება არ გამოდის. ანტრეპრენერის კარიერაც იმდენად დახუნძლულია სირთულეებით და ბრძოლით, რომ თუ ეს პროფესია მართლა არ გიყვარს, ან თუ „იმნაირი“ არ ხარ მართლა, რომ სხვანაირად არ შეგიძლია, ეს არჩევანი ადრე თუ გვიან დაგანგრევს. მოკლედ, ამ შესავალში ჩემი სათქმელი ისაა, რომ ყველა ადამიანი უნდა შეეცადოს და აკეთოს ის, რისიც სჯერა, რაც უყვარს და რის გარეშეც არ შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მაგარი ვერ გახდები. არადა, წარმატების ალბათობა, როგორც ზევით დავწერე, ამ სფეროში იმდენად დაბალია, რომ მხოლოდ ძალიან მაგრებს გამოსდით რამე.

მოკლედ, ამ მომენტამდე თუ ჯერ კიდევ კითხულობ და ანტრეპრენერობა არ გადაიფიქრე, დავამთავრებ გაფრთხილებებს და გადავალ პირდაპირ საქმეზე: მინდა, შემოგთავაზო რამდენიმე რჩევა, რომელიც ჩემი აზრით, დაგეხმარება მომავალი სირთულეების გადალახვაში და შენი სტარტაპის წარმატების შანსს გაზრდის. ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა რჩევა გამოცდილია, ეფუძნება ჩემს გამოცდილებას და ძალიან მეხმარება. დავიწყოთ.

1. შეამცირე წვა (burnrate): სტარტაპის შენება ბევრ დროს და ხშირად ფულს მოითხოვს. სამსახურიდან წამოსვლა და სტარტაპზე მთლიანად გადართვაც მალე მოგიწევს ალბათ. იმისათვის, რომ არ გაიჭედო, წინასწარვე სჯობს შეამცირო შენი ყოველთვიური მიმდინარე ხარჯები. შეეჩვიე ფულის დაზოგვას თითქმის ყველაფერში. ამისათვის უპირველესად უნდა გაიგო, რამდენს „წვავ“ თვეში და როგორ. დაჯექი და გააკეთე ცხრილი, რომელშიც ჩაწერ, ტიპურად თვეში რამდენი ფული რაში დახარჯე. გადახედე წინა რამდენიმე თვეს და მიხვდები, როგორი ტენდენციებია, რაში იხარჯება ფული. გადახედე ამ ხარჯების ცხრილს და დაფიქრდი, აქედან რომელი ხარჯი შეგეძლო, არ გაგეწია? მონიშნე ყველაფერი, რის გარეშეც „გაძლებდი“ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში. ყველაფერი დანარჩენი არის ის ხარჯები, რაც შენთვის აუცილებელია. ეს არის შენი „წვა“, ანუ monthly burn rate. შეეცადე, შემდეგი თვე მხოლოდ აუცილებელი ხარჯებით იცხოვრო და თვითონ ნახავ, რამდენად ნაკლები იქნება შენი „წვა“.

2. დაიწყე ვალების და ვალდებულებების მოშორება: ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სტარტაპერებისთვის არის ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სტრესი. სტრესის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი კი ვალები და ვალდებულებებია. შეეცადე, მაქსიმალურად მოიშორო ფინანსური ვალდებულებები. ეს მოგეხმარება ყოველთვიური წვის შემცირებაშიც და ბევრად თავისუფლად გაგრძნობინებს თავს შენი ექსპერიმენტების კეთებაში. თუკი რომელიღაც კრედიტი, განვადება ან სესხი გაქვს, შეეცადე, რაც შეიძლება მალე მოიშორო. თუ ვალდებულებებს სწრაფად ვერ იშორებ, დაგეგმე მათი მოშორება რაც შეიძლება მალე.

3. დამატებითი შემოსავალი: დაგეგმე ისეთი შემოსავლის გაჩენა, რომელიც ძალიან ცოტა დროს წაგართმევს და საკმარის ფულს მოიტანს, რომ გადარჩე (side hustle). დაფიქრდი, რა სახის უნარები და ცოდნა გაქვს? როგორ შეგიძლია ეს უნარები და ცოდნა გამოიყენო დამატებითი შემოსავლის გასაჩენად? შენი სტარტაპი მისი არსებობის პირველ ეტაპზე სავარაუდოდ ვერ შეგინახავს, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია დამატებითი შემოსავლის ფლობა. სასურველია, ეს დაიწყო ახლავე, სანამ სამსახური და სტაბილური შემოსავალი გაქვს.

4. „საწვავი შავი დღისთვის“: სანამ სტარტაპერის ან ანტრეპრენერის გზას დაადგები, დაიწყე ფულის შეგროვება. შეაგროვე იმდენი, რომ რამდენიმე თვის „საწვავი“ გქონდეს. ეს მოგიტანს სიმშვიდეს და აგარიდებს ძალიან ბევრ სტრესს. პირველ პუნქტში რომ შენი ყოველთვიური წვა განსაზღვრე, ხომ გახსოვს? ჰოდა ახლა აიღე ეს ციფრი, გადაამრავლე ექვსზე და მიიღებ ციფრს, რომელიც უნდა გედოს ცალკე ანგარიშზე, „შავი დღისთვის“.

5. ოჯახთან საუბარი: აუცილებლად დაელაპარაკე ოჯახის წევრებს და აუხსენი, რას აპირებ. ოჯახის მორალური და ზოგჯერ ფინანსური დახმარება აუცილებლად დაგჭირდება. ამიტომ მათ უნდა იცოდნენ „თამაშის წესები“. შენმა მშობლებმა, მეუღლემ, პარტნიორმა ან თუნდაც უახლოესმა მეგობრებმა უნდა იცოდნენ, რატომ დგამ ამ ნაბიჯს, რას აპირებ და რისი მიღწევა გინდა. ამ ადამიანებს უყვარხარ და ამიტომ, თუ მათ ესმით, რატომ აკეთებ ამას, გვერდში დაგიდგებიან.

6. ეს მარათონია: თავიდანვე გაიაზრე, რომ სტარტაპის შენება, ბიზნესის შექმნა და ანტრეპრენერობა არის მარათონი და არა სპრინტი. შეამზადე თავი იმისათვის, რომ გრძელვადიან ხედვაზე და მიზნებზე უნდა იყო ორიენტირებული. ნუ დაელოდები, რომ სამ თვეში მილიონერი გახდები. შესაძლოა, გგონია, რომ ეს ისედაც გასაგებია, მაგრამ თუ დაჯდები და კარგად გაიაზრებ, რისი იმედი გაქვს და როგორ უყურებ მომავალ რამდენიმე წელს, მიხვდები, რომ ცოტათი „დამიწება“ არ გაწყენს.

7. შეეჩვიე კომფორტის ზონის გარეთ ყოფნას: პერსონალური ზრდა და განვითარება მხოლოდ კომფორტის ზონის გარეთაა. ამიტომ შეეცადე, ახლავე შეეჩვიო და შეიყვარო კომფორტის ზონიდან გასვლა. მაგალითად, თუ საჯარო გამოსვლები არ გიყვარს ან სცენის შიში გაქვს, ზოგჯერ ადექი და რაც შეიძლება მეტი ხალხის წინაშე გამოდი. ყოველი გამოსვლის შემდეგ გაიაზრე, რა ისწავლე, როგორ გამოხვედი და რა რეაქციები ჰქონდა ხალხს. ეს სავარჯიშო ძალიან დაგეხმარება განვითარებაში. იგივე შეგიძლია მარტივი, ყოველდღიური ამოცანების შესრულების დროს გააკეთო. მაგალითად, თუ კბილებს მარჯვენა ხელით იხეხავ, ზოგჯერ ადექი და მარცხენათი სცადე. თავიდან ძალიან არაკომფორტული იქნება, მაგრამ ზუსტად ამ დროს ტვინი სწავლობს ადაპტირებას და ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებას.

8. ცვლილებების დროა: იმისათვის, რომ წარმატებული ანტრეპრენერი გახდე ან გლობალური სტარტაპი ააშენო, დიდი ნახტომისა და ცვლილების მოხდენა მოგიწევს საკუთარი განვითარების გზაზე. იმისათვის, რომ აქედანვე „გაავარჯიშო ეს ცვლილებების კუნთი“, დაიწყე პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებებით: დიდი ხანია, სიგარეტისთვის თავის განებება გინდა? გაანებე! წონის დაკლება გინდა და ვერა და ვერ დაადგი საშველი? დაიწყე დღეს. ცვლილებები ბევრნაირი შეიძლება იყოს − ვარცხნილობისა და ჩაცმის სტილის შეცვლიდან დაწყებული, საცხოვრებელი გარემოს დიზაინის შეცვლით დამთავრებული. როგორც ცნობილი ფილმის გმირი, Rocky Balboa იტყოდა: If you want to change things in a big way, you need to make big changes.

9. იცხოვრე სხვანაირად: როგორც უკვე ვთქვით, 100-დან 92 სტარტაპი კვდება და წარმატებამდე ვერ მიდის. ამიტომ, თუ გინდა 100-დან იმ რვაში შეხვიდე, ნუ ცხოვრობ ისე, როგორც დანარჩენი 92. ეს შეიძლება ნიშნავდეს თუნდაც მარტივ განსხვავებას: თუ მთელი ქვეყანა დილის რვა საათზე დგება, შენ შეეჩვიე დილის ექვსზე ადგომას და იცხოვრე აბსოლუტურად სხვა რეჟიმით. თუ დასაქმებული ადამიანები მთელი კვირა პარასკევს ელოდებიან დასასვენებლად, შენ ადექი და დასვენების დღე ოთხშაბათს მოიწყე ხოლმე. მოკლედ, შემოქმედებითად მიუდექი ამ ცვლილებებს და შენთვის სასარგებლოს თვითონ მიაგნებ.

10. ისწავლე სწავლა: იმისათვის, რომ რაიმე ინოვაციური შექმნა, ძალიან ბევრი ახალის სწავლა მოგიწევს. თანაც ისე, რომ ამ თემებში ექსპერტი გახდე. ამიტომ ახლავე დაიწყე ზრუნვა „სწავლის სწავლაზე“. დაუკვირდი საკუთარ თავს, გაიაზრე, როგორი ფორმითაა შენთვის ახალი ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტური გზა და ამ გზით შეეცადე, რაც შეიძლება მეტი ახალი ცოდნის მიღებას იმ თემაში, რომელშიც აპირებ ბიზნესის წამოწყებას. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტი ამ თემით დაინტერესებულ სხვა ადამიანებთან და ცოდნის გაზიარებაც.

11. მიხედე ჯანმრთელობას, ის დაგჭირდება: სტრესის დონეს ძალიან ამაღლებს ჯანმრთელობის სისუსტე და პრობლემები. ამიტომ, აქედანვე დაიწყე ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ეს შეიძლება ნიშნავდეს ვარჯიშის დაწყებას, წონის ნორმალიზებას, უკეთესად კვებას ან თუნდაც მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ნეგატიურ ადამიანებთან ნაკლები კონტაქტით. ასევე ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის ნორმალიზება. ღამეების მიყოლებით გათენება და სისტემატიურად ძილის დაკლება კარგს არაფერს მოიტანს. სამაგიეროდ, სტაბილურად გამოძინებამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეასრულოს შენს წარმატებაში.

12. ამას მხოლოდ ფულისთვის ნუ გააკეთებ: ყველამ იცის, რომ სტარტაპს შეუძლია მისი დამფუძნებელი მილიონერად ან მილიარდერად აქციოს, თუმცა თითქმის ყველა ცნობილი სტარტაპის დამფუძნებელი თანხმდება, რომ მათი მამოძრავებელი ძალა გამდიდრების სურვილი არ ყოფილა. ისედაც, რომ დაფიქრდე, გამდიდრების გაცილებით მარტივი და ნაკლებად შრომატევადი გზები არსებობს. ანტრეპრენერები და სტარტაპერები ამ კარიერას მიყვებიან იმიტომ, რომ ასეთები არიან, ეს გზა უყვართ და ამ საქმის კეთებით იღებენ სიამოვნებას. სულ ესაა.

13. დაბოლოს: კარგად გაიცანი საკუთარი თავი და გაარკვიე, ვინ ხარ და რატომ აკეთებ იმას, რასაც აკეთებ. აკეთე ის, რაც გიყვარს ან რის გარეშეც არ შეგიძლია და ნუ იქნები ანტრეპენერი იმიტომ, რომ ეს cool არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენც ისეთივე არაპროფესიონალი ექიმივით, იურისტივით, მენეჯერივით და ჟურნალისტივით არარეალიზებული და ცხოვრებით უკმაყოფილო ანტრეპრენერი იქნები რამდენიმე წელიწადში.

იმედია, ამ რჩევებიდან რომელიღაც მაინც გამოგადგება შენს გზაზე და ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ საკუთარი თავის შეცნობის, განვითარების, ზრდისა და წარმატების გზაზე. დიდი მადლობა, რომ ეს წერილი ბოლომდე წაიკითხე.

More from Entrepreneur

Jason's expertise and experience can help you with storytelling, motivation, and pitching your business to media.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur