My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

თვითგანვითარება

ის, რასაც სკოლაში არ ასწავლიან, ცხოვრებაში კი აუცილებელია

ცნობისმოყვარეობა ახალ იდეებს ბადებს
ის, რასაც სკოლაში არ ასწავლიან, ცხოვრებაში კი აუცილებელია
ფოტო: Pixabay
4 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გაიხსენეთ, რა ისწავლეთ სკოლაში ისეთი, რაც ცხოვრებაში დაგეხმარათ. რა თქმა უნდა, კითხვა, წერა, მათემატიკა და კიდევ, პრობლემების გადაჭრა და გუნდური მუშაობა. ძირითადი უნარ-ჩვევების გარდა, კიდევ ერთი ფუნდამენტური უნარიც არსებობს, რომლის განვითარებას სკოლაში დიდად არ უწყობენ ხელს, თუმცა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შესაძლოა თქვენი წარმატების გასაღებიც კი გახდეს.

ეს უნარი ან ზოგიერთის აზრით, თანდაყოლილი თვისება, ცნობისმოყვარეობაა მოვლენების ბოლომდე შესწავლისა და პასუხის ძიების პროცესი. ადამიანის ქცევის შემსწავლელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იგი სამსახურში ერთ-ერთი ყველაზე ფასეული ატრიბუტია. თუმცა, არც სკოლაში და არც სამსახურში მისი გაღვივება არ ხდება. ამ დროს ცნობისმოყვარეობა ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ სამუშაოს იმაზე უკეთ ასრულებთ, ვიდრე გგონიათ.

რატომ არ უწყობენ ხელს ცნობისმოყვარეობის გაღვივებას

„კომპანიის ხელმძღვანელების აზრით, ცნობისმოყვარეობა სამსახურში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა მის გამოვლენას ხელს არ უწყობენ. ფიქრობენ, რომ იმ თანამშრომლის მართვა, რომელიც საკუთარ ინტერესებს იკმაყოფილებს, ძნელი იქნება“, აცხადებს ფრანჩესკა ჯინო, ჰარვარდის ბიზნესსკოლის ადამიანის ქცევის მკვლევარი, „გარდა ამისა, ბევრი ხელმძღვანელი თანამშრომელს იდეის გამოსაკვლევად თავისუფალ დროს არ აძლევს, მხოლოდ სამუშაოს დროულად შესრულებას სთხოვს.

ჯინომ ამ საკითხის შესასწავლად სხვადასხვა კომპანიის 3 000-ზე მეტ თანამშრომელს ჩაუტარა გამოკითხვა. აღმოჩნდა, რომ მათგან სამსახურში გამუდმებული ინტერესი სხვადასხვა საკითხის მიმართ მხოლოდ 24%-ს ჰქონდა, 70% კი, მართალია თამამად სვამდა შეკითხვებს, მაგრამ მეტი შეკითხვის დასმის საშუალებას არ აძლევდნენ.

ცნობისმოყვარეობა ახალ იდეებს ბადებს

ადამიანებს ახლის გაგებისა და შემეცნების უნარი რომ არ ჰქონოდათ, არ იარსებებდა ის მიღწევები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

მართალია, ცნობისმოყვარეობას დაწესებულებებში დიდად არ იწონებენ, მაგრამ იგი თანამშრომლებს, ხელმძღვანელებსა და ბიზნესს დიდ შესაძლებლობებს აძლევს. მათგან ერთ-ერთი უდიდესი, რაღაც ახლის აღმოჩენაა.

დადგენილია, რომ ცნობისმოყვარეობის გაღვივება ადამიანის შემოქმედებით უნარებს ავითარებს, ეს კი ახალ იდეებს ბადებს და აღმოჩენებს უყრის საფუძველს, სამუშაო უნარებსაც ავითარებს და პრობლემების უკეთ გადაჭრას უწყობს ხელს.

ცნობისმოყვარეობა შრომის ნაყოფიერებას ზრდის

კვლევების მიხედვით, ცნობისმოყვარეობა სამსახურში შრომის ნაყოფიერებას კი არ ამცირებს, პირიქით მნიშვნელოვნად ზრდის. კომპანიის ხელმძღვანელებიც კი აღიარებენ, რომ თანამშრომლის შრომის ნაყოფიერება მაშინ იზრდება, როდესაც მას სამუშაო აინტერესებს და მისი ყველა დეტალის გარკვევას ცდილობს.

მსგავსი სტატია: თქვენი ანტრეპრენერული აზროვნების განვითარების 10 გზა

ცნობისმოყვარეობა ურთიერთობებს აუმჯობესებს

ურთიერთობებზე ცნობისმოყვარეობის გავლენის შესასწავლად ჰარვარდის უნივერსიტეტის ლიდერობის პროგრამის მონაწილეებს დააკვირდნენ. აღმასრულებელი დირექტორები რამდენიმე ჯგუფად დაყვეს და ზოგიერთს ისეთი დავალება მისცეს, რომელიც ცნობისმოყვარეობის გაღვივებას უწყობდა ხელს. შემდეგში აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფს საკონტროლოსთან შედარებით, ნებისმიერ საკითხში გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდა. მიზეზი ის იყო, რომ ისინი ერთმანეთს მეტ ინფორმაციას უზიარებდნენ და ერთმანეთსაც ყურადღებით უსმენდნენ. ამ ტიპის კომუნიკაცია უზომოდ მნიშვნელოვანია, რადგან მაღალანაზღაურებადი სამსახურის მოძებნის შანსებს ზრდის.  

ცნობისმოყვარეობა კონფლიქტების მოგვარებას უწყობს ხელს

როდესაც ადამიანი ცნობისმოყვარეა, მას მოვლენების დანახვა მხოლოდ საკუთარი კი არა, სხვა ადამიანების თვალითაც აინტერესებს. ამიტომ ცნობისმოყვარე ადამიანები, როგორც წესი, უკეთ მუშაობენ და სხვებთან ნაკლები კონფლიქტი აქვთ.

ცნობისმოყვარეობა უკეთეს შედეგამდე მიგიყვანთ

ცნობისმოყვარეობა სირთულეების გადალახვაში თანამშრომლებსაც ეხმარება და ხელმძღვანელებსაც. ორივეს აიძულებს, გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი იფიქრონ და მარტივად გადაჭრის ნაცვლად, პრობლემები შემოქმედებითად შეაფასონ.

იყავით ცნობისმოყვარე

თუ ცნობისმოყვარე ხართ და შეკითხვების დასმა გიყვართ, არ იფიქროთ, რომ საზოგადოება არაკომპეტენტურად მიგიჩნევთ. სინამდვილეში, შეკითხვების დასმა და პასუხის ყურადღებით მოსმენა, ცოდნის შეძენაშიც დაგეხმარებათ და თვალსაწიერსაც გაგიფართოვებთ.

გარდა ამისა, ცნობისმოყვარეობა თქვენში ლიდერულ თვისებებსაც გამოავლენს. თუ შეხვედრაზე წყნარად ზიხართ და მსჯელობაში არასოდეს იღებთ მონაწილეობას, ვერავინ შეგამჩნევთ. მაგრამ თუ სერიოზულ შეკითხვებს დასვამთ, ყველა მიხვდება, რომ საკითხი კარგად გაქვთ შესწავლილი. შედეგად, საზოგადოებას თქვენი აზრი ყოველთვის დააინტერესებს.

ზოგიერთ ადამიანს შეხვედრებზე გამოსვლის ეშინია და ყველანაირად არიდებს თავს. თუ ამ საკითხს სათანადო ყურადღებას მიაქცევთ და შიშს გადალახავთ, შეკითხვების დასმასაც თავისუფლად შეძლებთ და დროთა განმავლობაში დაწინაურებასაც მოახერხებთ.

მსგავსი სტატია: 7 რამ, რაც კომპანიის მართვაზე არმიამ მასწავლა

გააგრძელეთ სწავლა

ცოდნის გაღრმავებაზე განუწყვეტელი ზრუნვა ცნობისმოყვარეობის გაღვივებაში დაგეხმარებათ. კომპიუტერის ეკრანზე წარწერა გააკარით: „არ იფიქრო, რომ უკვე ყველაფერი იცი!“ და ის არ დაგავიწყდებათ.  ცნობისმოყვარეობას მთლიანად კლავს იმის შეგრძნება, რომ უკვე საკმარისად ბევრი იცით.

თვალსაწიერის გასაფართოებლად სხვადასხვა წყარო გამოიყენეთ, ნებისმიერ საკითხზე განსხვავებულ შეხედულებებს გაეცანით და სრული ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ ერთ წყაროს ან ერთ ვებგვერდს არ დაეყრდნოთ.

ნაცნობების წრე გაზარდეთ

ცნობისმოყვარე ადამიანები სამსახურში წარმატებას ნაწილობრივ იმის გამო აღწევენ, რომ ნაცნობების ფართო წრე ჰყავთ. თანამშრომლებს დაუახლოვდით, გაიგეთ, როგორ მუშაობენ ისინი და მათი გამოცდილების გათვალისწინებით საკუთარი სამუშაო უკეთ შეასრულეთ.

მცირე ცვლილებებით დაიწყეთ

ადამიანთა უმრავლესობას რაიმე ახლის დაწყება უჭირს და ამიტომ სჯობს მცირე ცვლილებებით დაიწყოთ. შეხვედრაზე 50 შეკითხვით მისვლა სულაც არ არის აუცილებელი. სხვადასხვა ღონისძიებას დაესწარით და მხოლოდ მაშინ დასვით რამდენიმე შეკითხვა, როდესაც თქვენთვის მოსახერხებელი იქნება. რაც მეტჯერ გააკეთებთ ამას, მით მეტ გამოცდილებას შეიძენთ და თავდაჯერებულიც გახდებით. აღმოაჩენთ, რომ ცნობისმოყვარეობის უნარი უკვე საკმარისად გაგიძლიერდათ და წინ მიიწევთ. აშკარად იგრძნობთ, რომ თქვენთვის შეკითხვების დასმა ბევრად მარტივია და კარიერაში წარმატების მიღწევისა და უკეთესი ანაზღაურების მიღების გზებზე დაფიქრებაც უკვე რეალური იქნება.

More from Entrepreneur

Jason's expertise and experience can help you with storytelling, motivation, and pitching your business to media.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur