სტარტაპიდან გლობალურ კომპანიამდე - ბიზნესის ზრდის 10 გზა

რჩევები კომპანიის მასშტაბების გაზრდაზე ადამიანებისგან, რომლებმაც ეს წარმატებით მოახერხეს
სტარტაპიდან გლობალურ კომპანიამდე - ბიზნესის ზრდის 10 გზა
ფოტო: AnandTech
7 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესის დაწყება ერთი საქმეა და მისი მასშტაბების გაზრდა, სულ სხვა. თქვენი კომპანიის გასაზრდელად ათ რჩევას The Oracles-ის წამყვანი ანტრეპრენერები და მრჩეველები გთავაზობენ, რომელმაც ეს თავად მოახერხეს.

1. შექმენით შეგრძნება, რომ გადადება არ შეიძლება

გრანტ კარდონე: ბიზნესის გასაზრდელად სამი რამ დაგჭირდებათ: პირველი − საიმედო და კვალიფიციური თანამშრომლები, რომლებსაც ზოგიერთ დავალებას გადააბარებთ. გაზრდას ვერასოდეს შეძლებთ, თუ ყველაფერი საკუთარი ხელით უნდა აკეთოთ. მეორე − საგულდაგულოდ შეარჩიეთ, რომელ ველზე უნდა აწარმოოთ ბრძოლები. თქვენი ლოგოსთვის იდეალური ფერის შერჩევაზე დღეებს ნუ დაკარგავთ − თქვენი ბრენდი ნებისმიერ შემთხვევაში განვითარდება. მთელი ყურადღება რაც შეიძლება ბევრი მომხმარებლის შეძენაზე გაამახვილეთ. რადგან მოცულობა და თანხა გჭირდებათ, „მსხვილ ნადირზე“ უნდა დაიწყოთ ნადირობა, „წვრილფეხობაზე“ არც კი დახარჯოთ დრო.

მესამე − შექმენით შეგრძნება, რომ ეს სასწრაფოა, გადადება არ შეიძლება. მოქმედებებისა და მიღწევების დრო ზუსტად განსაზღვრეთ. კომპანიების ერთ-ერთი დიდი შეცდომა ისაა, რომ სწრაფად არ მოქმედებენ. გახსოვდეთ, მარათონში იღებთ მონაწილეობას, მაგრამ დიდი დისტანცია არ გაქვთ დასაფარი. მცირე მანძილებით დაიწყეთ და ეს ყველაფერს მისცემს ბიძგს, მძლავრ იმპულსს შექმნის!

გრანტ კარდონე, ექსპერტი გაყიდვების სფეროში, რომელმაც $750 მილიონ დოლარად შეფასებული უძრავი ქონების იმპერია შექმნა; NYT-ის ბესტსელერის ავტორი.

2. კლიენტების პრობლემები მოაგვარეთ

მელანი პარკინსი: მომხმარებლისთვის რეალური ღირებულების შეთავაზებას მართლაც ყველაფერი შეუძლია და ამ ფაქტის მნიშვნელობა სათანადოდ უნდა შეაფასოთ. ბიზნესის წარმოებას ბევრად გაამარტივებს იმ რეალური პრობლემების გადაწყვეტა, რომლებიც ადამიანებს აღელვებთ.

ჩვენი გრაფიკული დიზაინის ვებგვერდი Canva ამის ნათელი მაგალითია. 2013 წელს დავიწყეთ და ამ პლატფორმას პირველივე თვეს 50 000 მომხმარებელი იყენებდა. ექვს წელიწადში კი ჩვენი აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ, რომლებმაც მილიარდზე მეტი დიზაინი შექმნეს, 190 ქვეყანაში 15 მილიონს მიაღწია.

მელანი პარკინსი, Canva-ს თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; კომპანიის ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატება.

3. თქვენს ავატარს ბევრი პროდუქტი მიჰყიდეთ

პაჩ ბეიკერი: ბევრი გირჩევთ, რომ დიდი ყურადღება ისეთ მიზნობრივ ბაზრებზე უნდა გაამახვილოთ, როგორიც ჯანმრთელობის დაცვა და უძრავი ქონებაა. ვერ დაგეთანხმებით. ინდუსტრიაზე კი არა, პროცესებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. ჩვენ ერთი სქემა შევიმუშავეთ, მომხმარებლისთვის ერთი და იგივე პროდუქტების სხვადასხვა ფასად შეთავაზება და ერთჯერადი მომსახურება ყოველთვიურის ნაცვლად. თქვენ სისტემისა და საკონტროლო სიის დადგენა უნდა შეძლოთ, რომელიც ეფექტურად მუშაობს. თუ ერთი ინდუსტრიისთვის გექნებათ სქემა, მის გამოყენებას მეორისთვისაც შეძლებთ, შემდეგ მასშტაბს გაზრდით. ჩვენი გუნდი ხშირად აკეთებს ამას და ამიტომ ამ სფეროში ექსპერტები არიან.

სწორედ ასე უნდა ისწავლოთ ერთი და იგივე პიროვნებისთვის ბევრი პროდუქტის მიყიდვა. კონკრეტული კლიენტის „ავატარისთვის“ მიყიდვაში თუ დაოსტატდებით, მისთვის სხვა შესაბამისი მომსახურების მიყიდვასაც შეძლებთ.

პაჩ ბეიკერი, Mobius Media Solutions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; აშშ-ის საზღვაო ფეხმავალთა კორპუსის ყოფილი წევრი. მისი მისიაა სამხედრო მოსამსახურეებს დაეხმაროს სამხედრო კარიერის დამთავრების შემდეგ, მიტოვებულად არ იგრძნონ თავი.

4. ოპერაციებზე, შეხედულებებსა და ლიდერობაზე გაამახვილეთ ყურადღება

ბრენდონ დოუსონი: უპირველესად, დაადგინეთ, რა არის შესაძლებლობის გამოყენების საუკეთესო გზა. შემდეგ გაზომვადი და სისტემური პროცესებიც დანერგეთ, რომელთა გამეორებას შემდგომშიც შეძლებთ. კარგად ჩაწვდით, რითი ხართ გამორჩეული მაკროდონეზე და მასშტაბი გაზარდეთ. ეს ნაბიჯები წარმატებული რომ იყოს, საუკეთესო გუნდი და კონცეფცია, ან პროდუქტი უნდა გქონდეთ.

შეაფასეთ, რამდენად დიდი და გავლენიანი უნდა გახადოთ თქვენი კომპანია და საკუთარ თავსა და სხვებსაც ზრდისკენ მხოლოდ ამის შემდეგ უბიძგეთ. რწმენა თქვენც მოგცემთ ძალას და თქვენს გუნდსაც, რომ უფრო გულდასმით და ჭკვიანურად იმუშაოთ. ის არის კატალიზატორი, რომელიც გიბიძგებთ იაზროვნოთ, აკეთოთ და უფრო მეტს მიაღწიოთ. რწმენა ააქტიურებს ადამიანს, რაც თავისთავად იწვევს რეალურ შედეგებს. რაც მეტი გწამთ, მეტს მიაღწევთ.

იმ საიდუმლოს სხვებისთვის გადაცემა, რომელიც ზრდის საშუალებას გაძლევთ, შესაძლოა ძნელი იყოს; ამიტომ, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი გუნდი ერთიანია და თავდადებული. თქვენს კომპანიაში პერსონალური ზრდისა და გამჭვირვალობის ატმოსფერო უნდა დაამკვიდროთ. გუნდის წევრების წარმატებები თქვენი კომპანიის წარმატებებად უნდა გახადოთ. ასწავლეთ მათ, როგორ შეიცვალონ შეხედულებები, რომლებიც პროგრესში უშლით ხელს და თქვენი მისია მათთან ერთად შეასრულოთ.

ბრენდონ დოუსონი, ანტრეპრენერი, Cardone Ventures-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; Audigy-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; პოდკასტის The B Dawson Show წამყვანი.

5. ისეთი ადამიანები შემოიკრიბეთ გარშემო, რომლებმაც ეს უკვე გააკეთეს

ჯონ სტეინბერგერი: ტექნოლოგიამ ყველაფერი შეცვალა − როგორც პერსონალი, რომელიც ოდესღაც უნდა დაგვექირავებინა, ისე ზრდის პროცესებისთვის აუცილებელი სიჩქარეები. მიუხედავად ამისა, ბიზნესის მასშტაბების გაზრდა 2019 წელს 50 წლის წინანდელისგან ფუნდამენტურად სრულიადაც არ განსხვავდება.

ჩემი საუკეთესო რჩევაა, გარშემო ისეთი ადამიანები შემოიკრიბოთ, რომლებსაც ეს უკვე აქვთ გაკეთებული. მათ ყველაფერი გავლილი ექნებათ, შეცდომებსაც დაუშვებდნენ და საზღაურსაც გადაიხდიდნენ. უპირველესად, მათ საზოგადოებაში მოსახვედრად გადახდა მოგიწევთ, მაგრამ მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც მთელი სიცოცხლე გრძელდება, ნამდვილად ძვირად ფასობს.

ჯონ სტეინბერგერი, NextGen Restoration-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; Driven Acquisition-ის დირექტორი, რომელიც ოჰაიოში მრავალბინიანი შენობების მფლობელია. დაუკავშირდით ჯოშს Facebook-ზე.

6. კომპანიაში სასიამოვნო ატმოსფერო შექმენით

პიტერ ერნანდესი: კომპანიაში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას დიდი ზრდის გამოწვევა შეუძლია. ნამდვილი ჯადოქრობა ხდება, როდესაც თითოეულს აქვს უფლება, საკუთარი დომენი იქონიოს. მიეცით თქვენს გუნდს საერთაშორისო დონეზე ექსპერიმენტების ჩატარების უფლება, ერთად იზეიმეთ ინოვაციები. პატივისცემისა და მეგობრობის განუმეორებელი ატმოსფერო მაშინ იქმნება კომპანიაში, როდესაც ლიდერები გუნდს სთხოვენ რჩევას და დახმარებას.

წარმატება ფიზიკურ და გონებრივ დაძაბულობას მოითხოვს, ემოციურ ინტელექტსა და შესაბამის ჩვევებს, რომელთა გამყარება მთელ ორგანიზაციაში ყოველდღიურად ხდება. ნათლად გამოკვეთეთ, რატომ არსებობს თქვენი ორგანიზაცია, შემდეგ ამ მიზნის მისაღწევად გაზომვადი ამოცანები დაისახეთ. ასე შეძლებთ თქვენს მიზანზე ყურადღების გამახვილებას. ყველას ერთიანი ხედვა რომ ჰქონდეს, ამ ყველაფერს რაც გინდათ ის დაარქვით − მანტრა იქნება ეს, შეძახილი, მოწოდება, მისალმება თუ საბრძოლო ყიჟინა.

პიტერ ერნანდესი, Douglas Elliman-ის დასავლეთ რეგიონის პრეზიდენტი; Teles Properties დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

7. დაეუფლეთ ტრაფიკსა და გაყიდვებს

რუდი მავერი: ორი კომპანიის ღირებულება შვიდნულიან ციფრამდე გავზარდე, ათობით კლიენტს კი, კომპანიების ცხრანულიან ციფრამდე გაზრდაში დავეხმარე. დღეს უკვე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი გაყიდვის არხებსა და ტრაფიკზეა დამოკიდებული. თქვენი ბიზნესი უმოკლეს ხანში განუზომლად გაიზრდება, თუ დიდი რაოდენობის პოტენციური კლიენტის მოზიდვას და შემდეგ მათ კონვერტირებას შეძლებთ გაყიდვებში.

თქვენს გუნდზე, მთავარ პროდუქტზე, მომსახურების ხარისხის გაზრდაზე, მომხმარებლის სერვისსა და შიდა სისტემებზე გაამახვილეთ ყურადღება. ამ ფუნდამენტური საფუძვლების შექმნის შემდეგ, გაცილებით რთულ ამოცანაზე უნდა გადახვიდეთ. მაგალითად, ხარჯების შემცირება, საშუალო შეკვეთის ღირებულებისა და კლიენტის სასიცოცხლო დროის ღირებულების გაუმჯობესება, და ავტომატიზაციის ოპტიმიზაცია. მეტი შეთავაზებები კლიენტებს და მეტის გაყიდვა ნაკლები ძალისხმევით.

რუდი მავერი, ROI Machines-ის და RudyMawer.com-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; Facebook-მარკეტინგისა და რეკლამების აგენტი, რომელმაც მულტიმილიონდოლარიანი ბიზნესი 26 წლისამ შექმნა.

8. წარმატების ფორმულა − ერთ მიზანზე კონცენტრირება, აღრიცხვიანობა და გამართული პროცესები

შარან შრივაცა: ჩემი უძრავი ქონების ბიზნესი, Teles Properties ხუთ წელიწადში უზომოდ გავზარდე და დუგლას ელიმანს მივყიდე. ამ ყველაფერზე მოგვიანებით დავფიქრდი და ჭკუის სასწავლებლად 37 გაკვეთილი გამოვყავი, რომელთაგან სამი უმნიშვნელოვანესია: ერთ მიზანზე კონცენტრირება, აღრიცხვიანობა და გამართული პროცესები. აი, ამას მოაქვს კარგი შედეგები. ეს მასშტაბების გაზრდის მთავარი ფორმულებია, რომლებსაც აღმასრულებელ დირექტორებს ვასწავლი.

ერთადერთ მიზანზე ყურადღების გამახვილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი, სასურველი მიზნის გარშემო სწორედ ეს კრავს თქვენს გუნდს. მის შესასრულებლად სხვა ყველაფერზე უარი უნდა თქვათ. დიდი მიზანი აღრიცხვიანობით დაიყვანეთ ყოველთვიურ, ყოველკვირეულ და ყოველდღიურ მიზნებამდე. შემდეგ თქვენი პროგრესი შეაფასეთ, რომ იმპულსი გქონდეთ. სისწრაფე, ფაციფუცი, მოსაწყენი და მძიმე შრომა თქვენზე მხოლოდ ცუდ გავლენას მოახდენს, დაგღლით და თავს მოგაბეზრებთ. მასშტაბებს სისტემები მართავენ, ამიტომ გამართული პროცესები ყოველთვის მოგიტანთ კარგ შედეგებს.

შარან შრივაცა, Kingston Lane-ის აღმასრულებელი დირექტორი და ცნობილი ანტრეპრენერების მენტორი; მან Teles Properties ხუთ წელიწადში ათჯერ − $3.4 მილიარდამდე გაზარდა.

9. ისეთი გზა მოძებნეთ, რომ ყველამ გაიმარჯვოს

კრეიგ ჰენდლი: ერთი კომპანიის კონკურენტები ვიყავით, ორივეს ცხელი ხაზის ბიზნესი გვქონდა და ერთი და იგივე მომხმარებლის მოზიდვას ვცდილობდით. მიუხედავად ამისა, ამ კომპანიისთვის ისე არ შეგვიხედავს, როგორც კონკურენტისთვის − მასში პარტნიორი დავინახეთ. მათ ინსტრუმენტები ჰქონდათ შედეგების მონიტორინგისა და შეფასებისთვის, ჩვენს პლატფორმას − არა, მაგრამ ჩვენი გაყიდვების მონაცემები მათზე უკეთესი იყო. ამიტომ შევთავაზეთ, თუ ბიზნესის გაზრდაში დაგვეხმარებოდნენ, მათ პლატფორმას გამოვიყენებდით და გადავიხდიდით. კონკურენციის ნაცვლად, ორივემ ერთად გადავწყვიტეთ, კლიენტების ინტერესები პირველ ადგილზე დაგვეყენებინა.

იმას ვაკეთებდით, რაც კლიენტისთვის იყო საუკეთესო, უკეთესად ვმუშაობდით და ჩვენს კლიენტებს აღრიცხვიანობის უკეთეს ინსტრუმენტებს ვთავაზობდით. შედეგად, ორივე კომპანიამ ერთად გაცილებით დიდი მოგება მიიღო, ვიდრე ცალ-ცალკე შევძლებდით − 6,994-პროცენტიანი ზრდა გვქონდა, ჩვენი აგენტების რიცხვი ასიდან ათასამდე გაიზარდა. გარდა ამისა, სწრაფად მზარდი 500 კომპანიის სიაში 27-ე ადგილზე აღმოვჩნდით. ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორისთვის უდიდესი მიღწევა იყო $3 მილიონიდან თითქმის $15 მილიონამდე ასვლა; ამასთან, ჩვენს კლიენტებს ლათინურ ამერიკულ ბაზარზე უპრეცედენტო წარმატების მიღწევაში დავეხმარეთ.

კრეიგ ჰენდლი, ListenTrust-ის დამფუძნებელი.

10. მასშტაბურად იაზროვნეთ

კერი შული: ისეთი გასაოცარი იდეა უნდა გქონდეთ, რომ თქვენი გუნდი მიიზიდოს და აღაფრთოვანოს, და საოცნებო მიზნების მიღწევაში დაგეხმაროთ. ამის შემდეგ განვითარება უნდა განაგრძოთ და კიდევ უფრო მასშტაბურად იაზროვნოთ. მთავარი ატმოსფეროა და ამიტომ ისეთი ატმოსფერო უნდა შექმნათ სამსახურში, სადაც ადამიანები ერთად იმხიარულებენ, ერთმანეთს დაუჭერენ მხარს, ერთად გაიზრდებიან და იქიდან წასვლა არავის მოუნდება.

თანამშრომლების დაქირავების ან გათავისუფლებისას გადამწყვეტი ფაქტორი თქვენი იდეის განხორციელება უნდა იყოს. დასაწყისისთვის, თანამშრომლები იმის გამო ამყავდა სამსახურში, რომ კომპანიას არსებობა გაეგრძელებინა. შემდეგ მივხვდი, რომ თუ ვადაზე ადრე დავიქირავებდი, შესაძლოა ყველა კონკურენტისთვისაც კი გამესწრო. ამის სწავლა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ამ გზაზე მძიმე გადაწყვეტილებების მიღებაც უნდა ისწავლოთ. გუნდის ზოგიერთი წევრი კომპანიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ კომპანიის ზრდასთან ერთად, სათანადოდ გაზრდას ვერ ახერხებს. მათ დიდხანს ნუ დაელოდებით.

კერი შული, Keri Shull Team-ის დამფუძნებელი, რომელმაც $2მილიარდზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება გაყიდა; HyperFast Agent-ის თანადამფუძნებელი, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია უძრავი ქონების სფეროში.

მსგავსი სტატია: ბიზნესში წარმატების მისაღწევად სტარტაპული აზროვნებაა საჭირო

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur