თბილისი-ბათუმის მატარებელში ტურიზმის ჰაკათონი გაიმართება

თბილისი-ბათუმის მატარებელში ტურიზმის ჰაკათონი გაიმართება
ფოტო: Tbilisi Startup Bureau
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2018 წლის 27-29 სექტემბერს თბილისი ბათუმის მატარებლის ბორტზე ტურიზმის ჰაკათონი დაიწყება. Startup Express - ინოვაციური სამდღიანი  ბანაკი (bootcamp) აჭარაში, ჩაქვში გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებსა და რეზიდენტებს.

პროექტის მიზანია აღმოაჩინოს ახალგაზრდა ტალანტები, რომლებიც 48 საათის განმავლობაში საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის პრობლემებზე იმსჯელებენ და მათი გადაჭრის კრეატიულ გზებს წარმოადგენენ. 3 დღის განმავლობაში შერჩეული მონაწილეები იმუშავებენ იდეებზე, ბიზნეს მოდელებსა და პროტოტიპებზე ტურიზმის ექსპერტებთან და ამ დარგის გამოცდილ მეწარმეებთან ერთად.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, სამთავრობო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის, როგორც ბრენდის განვითარებასა და პოზიციონირებაზე საერთაშორისო ბაზარზე. ეს პროექტი კი ემსახურება ტურიზმის ინდუსტრიაში ახალი მეწარმეების აღმოჩენას და მათ ხელშეწყობას ბიზნეს საქმიანობაში.

ბანაკის სამუშაო ენაა ინგლისური.

განცხადებების მიღება უკვე დაიწყო! იხილეთ ბმული: https://forms.gle/ysMkBXMye5kRmRyr5 

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა ორშაბათი, 23 სექტემბერი (23:59).

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს მიერ და მხარდაჭერილია Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus-ის მიერ.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur