ემოციური ინტელექტი - ირაკლი ბაკურიძე

სრულყოფილი კომფორტის ზონის შექმნის ხელოვნება
ემოციური ინტელექტი - ირაკლი ბაკურიძე
ფოტო: Entrepreneur Georgia
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი ბაკურიძე
გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, დამფუძნებელი, დირექტორი

 

"უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ ემოციური ინტელექტი წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ალბათ ყველას გვყავს ნაცნობი, მეგობარი, რომელიც არის საოცრად განათლებული, ფლობს გაცილებით მეტ უნარსა და შესაძლებლობას, ვიდრე ისინი, ვინც წარმატებულები არიან, მაგრამ არ უმართლებს, არაფერი გამოსდის, წინ ვერ მიიწევს. ხშირად სამსახურის პოვნაც უჭირს, ადამიანებთან კავშირის დამყარებაც, პირადი ცხოვრების აწყობაც... არადა, ნაკითხიცაა, დიპლომებიც აქვს და IQ-ს მაღალი მაჩვენებელიც. მიზეზი დაბალემოციურ ინტელექტში უნდა ვეძებოთ. ემოციური ინტელექტის განვითარება, ემოციურად ინტელექტუალურ ადამიანად ქცევა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, როდესაც წარმატების მიღწევას, ნებისმიერი საქმის წამოწყებასა და დასრულებას გადავწყვეტთ.

ემოციური ინტელექტი ჩვენი უნარია, გავაანალიზოთ ემოციებისგან მიღებული ინფორმაცია და ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ იგი. ეს არის ემოციების მოსმენის, მათთვის სახელის დარქმევის, მათი გააზრების, მართვისა და სასიკეთოდ გამოყენების უნარი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. რა თქმა უნდა, მოზრდილ ასაკშიც შესაძლებელია ემოციური ინტელექტის განვითარება და ამისთვის სპეციალისტებიც კი არსებობენ, რომლებიც ემოციური ინტელექტის ამაღლებაში ატრენინგებენ ადამიანებს, მაგრამ მაინც მგონია, რომ უდიდესი როლი ეკისრება ჩვენს ბავშვობასა და ჩვენი მშობლების დამოკიდებულებას ბავშვური ემოციების მიმართ. მე, როგორც მამაკაცს, მიმაჩნია, რომ ჩემი და წინა თაობების მამაკაცთა უმრავლესობას, ემოციურ ინტელექტთან დაკავშირებით დიდი პრობლემა აქვს. ადრე ხომ მიღებული იყო ბიჭების ისე აღზრდა, რომ მათ მაქსიმალურად ჩაეხშოთ თავიანთი ემოციები. ვინ იცის, რამდენჯერ გვსმენია, რომ კაცს ტირილი არ ეკადრება, კაცს გულჩვილობა არ ეკადრება და ა.შ. მსგავსი სტერეოტიპული დამოკიდებულებები. როდესაც ადამიანი ამ შეძახილებით იზრდება, „დიდურ“ ცხოვრებაში, ბუნებრივია, უჭირს ემოციებისთვის სახელის დარქმევა, მათი მართვა და მათგან მიღებული გამოცდილების სასიკეთოდ გამოყენება. ასევე მგონია, რომ ბევრი კითხვა ადამიანს ემოციური ინტელექტის განვითარებაში ეხმარება, რადგან მხატვრული ლიტერატურის კითხვას, ბევრ სხვა დადებითთან ერთად, მოაქვს ემოციების მართვის ძალიან სასიკეთო უნარი და მრავალგვარი გამოცდილება, რომლისთვისაც რეალური ცხოვრება შეიძლება არც კი გეყოს ადამიანს.

საქმიანი ურთიერთობების დროს სხვადასხვა ემოციიდან ყველაზე დიდ მნიშვნელობას ემპათიას ვანიჭებ და მიმაჩნია, რომ ჩემ შემთხვევაში სწორედ ემპათიის, მაღალი თანაგანცდის წყალობაა კონტაქტის მოტანილი ყოველი კონტრაქტი. თუ შენ, როგორც მოლაპარაკების მხარეს, როგორც საქმიანი ურთიერთობის მაძიებელს, როგორც დამსაქმებელს, არ შეგიძლია გამოავლინო ემპათია მეორე მხარის მიმართ, დააყენო თავი მის ადგილას, წარმოიდგინო, როგორია მის ტყავში ყოფნა, ალბათ ძალიან გაგიჭირდება წარმატების მიღწევა. როგორც ჩემს ერთ უსაყვარლეს წიგნშია − „მოვა დრო, როცა ემპათია იქნება ის ემოცია, რომლითაც ადამიანებსა და ანდროიდებს ერთმანეთისგან გავარჩევთ. სხვა განმასხვავებელი ნიშანი მათ შორის არ იარსებებს“.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur