თბილისი ვირტუალურ რეალობაში

თბილისის დათვალიერება უკვე VR-აპლიკაციის – Virtual Tbilisi-ის მეშვეობით ადგილზე ყოფნის გარეშეც შესაძლებელია
თბილისი ვირტუალურ რეალობაში
ფოტო: VREX
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისის დათვალიერება უკვე VR-აპლიკაციის – Virtual Tbilisi-ის მეშვეობით ადგილზე ყოფნის გარეშეც შესაძლებელია. აპლიკაცია თბილისის ტურიზმის ხელშეწყობის და პოპულარიზაციისათვის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ქართულმა კომპანია Vrex Immersive-მა შექმნა, რომელიც მომხმარებელს სრულიად ახალ გამოცდილებას და შეგრძნებებს ჰპირდება.

დედაქალაქის ვირტუალური გზით დასათვალიერებლად აპლიკაცია გვთავაზობს თბილისის 22 პოპულარული ტურისტული ლოკაციის 360-გრადუსიანი გამოსახულების მქონე 22 ვიდეორგოლს, თანდართული აუდიოგიდით. მისი მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ვირტუალურად მოინახულოს დედაქალაქის ტურისტულად აქტიური ადგილები და პარალელურად, აუდოგზით მოისმინოს მათი ისტორია. VIRTUAL TBILISI-ის მეშვეობით შესაძლებელია ისეთი VR-ტურისტული სერვისების მიღება, როგორიცაა ვირტუალური გასეირნება რიყის საბაგიროზე ნარიყალას ციხის მიმართულებით, ასვლა ფუნიკულიორზე მატარებლით, თბილისის STREET ART-ნიმუშების, ეთნოგრაფიული მუზეუმის, სხვადასხვა რეკრეაციული ზონის, კოლორიტული თბილისური ეზოებისა და სხვადასხვა ადგილის დათვალიერება. 

ქალაქისთვის აპლიკაციის მნიშვნელობასა და ციფრულ ტენდენციებზე Entrepreneur-ს კომპანია Vrex Immersive-ის თანადამფუძნებელი ნიკოლოზ გოგოჭური ესაუბრა:

„ჩვენ ვქმნით ტურისტულ პლატფორმას, სადაც ტურისტული პროდუქტების მთელი სპექტრია წარმოდგენილი და მის მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება, ვირტუალური რეალობის გამოყენებით შეარჩიონ მათთვის საინტერესო და მათი გემოვნების შესაბამისი ტურისტული პროდუქტი. ცნობილია, რომ ვირტუალური რეალობა დღეს არსებულთაგან ყველაზე შთამბეჭდავი მედიატექნოლოგიაა და დადასტურებულია მარკეტინგში მისი გამოყენების მაღალი ეფექტიანობა. მოცემული პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვფოკუსირდით თბილისზე და ვეცადეთ შეგვექმნა ისეთი აპლიკაცია, რომელიც თბილისს, როგორც მრავალფეროვან ტურისტულ ადგილს, მაქსიმალურად თვალსაჩინოდ წარმოაჩენს“.

აპლიკაცია მსურველებისთვის ხელმისაწვდომია Android Play Store და Oculus Go App Store პლატფორმებზე. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ აპლიკაცია თავისუფალ წვდომაშია და მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას თუ ფიზიკურ პირს. ყველას, ვისაც თბილისის როგორც ტურისტული ადგილის, პოპულარიზაცია სურს, ან რაიმე ინტერესი აქვს თბილისში ტურიზმთან დაკავშირებით“, – ამატებს ნიკოლოზ გოგოჭური.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur