ახალი ქართული ოცნება – ბიზნესის დაწყება!

დროა, ახლებურად ვიოცნებოთ!
ახალი ქართული ოცნება – ბიზნესის დაწყება!
ფოტო: ალექსეი სეროვი
3 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დიდმა ამერიკულმა ოცნებამაც განიცადა ტრანსფორმაცია. არ ვგულისხმობ ფუნდამენტურ ღირებულებებს შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ადამიანთა თანასწორობის შესახებ, არამედ ოცნების იმ ნაწილს, რომელიც კარიერას და ბიზნესს ეხება.

ამერიკელებიც ოცნებობდნენ სტაბილურ სამსახურზე, ავტომობილზე, უზრუნველ პენსიაზე და ტკბილ სიბერეზე, თუმცა უკვე რამდენიმე ათეული წელია, ამერიკელები სხვა რამეზე ოცნებობენ.

მათი ოცნება შეიცვალა! მათ უმრავლესობას დღეს ერთადერთი ოცნება აქვს – დაიწყონ საკუთარი ბიზნესი და ამით სიამოვნება მიანიჭონ საკუთარ თავს იმ საქმის კეთებით, რაც ყველაზე მეტად უყვართ და რაც ყველაზე კარგად გამოსდით.

ამიტომაც არის ამერიკა ანტრეპრენერშიპის სამშობლო. ამიტომაც იბადებიან ამ ქვეყანაში ყველაზე გაბედული ანტრეპრენერები, რომელთა შორის კიდევ უფრო გაბედულებს არა მხოლოდ საკუთარი ქალაქის, ქვეყნის, მსოფლიოს, არამედ მთელი სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა განუზრახავთ!

დიახ! არსებულის უკეთესობისკენ შეცვლა, პრობლემებში შესაძლებლობების დანახვა და ამ პრობლემების საკუთარი ხელით გადაჭრაა მათი მთავარი ოცნება!  

და რაზე ოცნებობს ამ დროს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი?

არსებული პრობლემების სხვისი ხელით გადაჭრაზე... ანუ საოცნებო მთავრობაზე, რომელიც ჩვენ მაგივრად გადაჭრის პრობლემებს.  

ეს არის მთავარი სხვაობა ჩვენსა და ამერიკას შორის. ყველაფერი დანარჩენი აქედან გამომდინარეობს.

ნუთუ ვერ ვხვდებით, რომ რაც უნდა „კარგი მთავრობა“ გვყავდეს, მაინც ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს თავს, ოჯახს, ქვეყანას?

ნუთუ ვერ ვხვდებით, რომ ყველაზე მომხიბვლელი საარჩევნო დაპირება იდეალურადაც რომ შესრულდეს, მაინც ზღვაში წვეთი იქნება იმ პრობლემებთან შედარებით, რაც გვაქვს ყველა სფეროში და ეს ვერ მოიტანს რეალურ ცვლილებებს, თუ თავად არ ავიღეთ ხელში ინიციატივა?   

რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა გააკეთებს?

რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ სხვა დაგვასაქმებს?  

თუ გვინდა, ჩაკეტილ წრეზე სიარულს თავი დავაღწიოთ და რეალურად შევცვალოთ ქვეყანა, უნდა შევეშვათ ოცნებას „კარგ მთავრობაზე“ და ვიოცნებოთ საკუთარ საქმეზე, საკუთარ ბიზნესზე, რომელიც შვებას მოგვგვრის ჩვენც, ჩვენს ოჯახებსაც და ჩვენს ქვეყანასაც.

მეტიც - საერთოდ უნდა შევეშვათ ოცნებას და ჩვენი ოცნებები ჩვენს მიზნებად ვაქციოთ!

მიზნებად, რომელთა სისრულეში მოსაყვანად ყველაფერს გავაკეთებთ! ბევრს ვიშრომებთ, ბევრ შეცდომას დავუშვებთ, მაგრამ ვისწავლით და დასახულ მიზანს მაინც მივაღწევთ.

ამასობაში ამერიკაც და მთელი ცივილიზებული სამყაროც კიდევ უფრო წინ წავა და ჩვენ მაინც ძალიან გაგვიჭირდება მათ დავეწიოთ, მაგრამ იმ დონეს ხომ მაინც მივუახლოვდებით, რა დონეზეც, ჩვენთვის მართლაც რომ საოცნებო ქვეყნები, ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ იყვნენ?

ასეა! სამწუხაროდ, ჩვენ მინიმუმ ნახევარი საუკუნით ჩამოვრჩებით განვითარებულ მსოფლიოს და თუ დროზე არ შევწყვიტეთ ოცნება საოცნებო მთავრობაზე, დროზე არ ვაქციეთ ჩვენი ოცნებები ჩვენსავე მიზნებად და მათ მისაღწევად დროზე არ მივხედეთ საქმეს, ვერასოდეს დავაღწევთ თავს გაჭირვებას და სიღარიბეს, ვერასოდეს შევქმნით რაიმე ღირებულს.

დღეს ხომ ისე, როგორც არასდროს, ყველასათვის ყველაფერი შესაძლებელია. დღეს ხომ ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ბიზნესიდეებს გლობალური ზრდის პოტენციალი აქვთ, რის საშუალებასაც ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები იძლევა.

ასე რომ, წუწუნის, სხვისკენ ხელის გაშვერისა და ფუჭი ოცნების დრო აღარ არის!  

  • საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღების დროა!
  • ოცნებების მიზნებად გადაქცევის დროა!
  • მოძრაობის დროა!
  • შესაძლებლობების დანახვისა და გამოყენების დროა!
  • უკეთესი ცხოვრების დროა!
  • ბიზნესის დაწყების დროა!   

ახალი ქართული ოცნების დროა!     

 

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge   

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur