5 წიგნი თქვენი ფავორიტი ანტრეპრენერების საიდუმლოებებზე

ჩაუჯექით!
5 წიგნი თქვენი ფავორიტი ანტრეპრენერების საიდუმლოებებზე
ფოტო: Entrepreneur Georgia
3 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რა შეიძლება გვასწავლოს მსოფლიოს უდიდესი ანტრეპრენერების ცხოვრებაზე დაწერილი წიგნების წაკითხვამ? თუნდაც ის, რომ ხშირად გადამწყვეტი, როგორც წესი, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანია დეტალებია: მაგალითად, უორენ ბაფეტმა და ბილ გეიტსმა მჭიდრო ურთიერთობა სადილობისას მას შემდეგ დაამყარეს, რაც ორივემ განაცხადა, რომ ყურადღების გამახვილება იყო მთავარი ატრიბუტი, რომელმაც მათი წარმატება განაპირობა. ან ის ფაქტი, რომ Zappos-ის ლიდერმა, ტონი შეიმ თავისი ანტრეპრენერული ოსტატობა პიცის გაყიდვით დახვეწა კოლეჯში; ან ის, რომ ბარბარა კორკორანს მილიარდდოლარიანი ბიზნესის შექმნამდე 22 სამსახურში მოეცარა ხელი.

მსგავსი სტატია: თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

ვინც შთაგონების წყაროს ეძებს, ამ ხუთი წიგნის წაკითხვით გაარკვევს, რას ნიშნავს სინამდვილეში ანტრეპრენერული წარმატება და როგორ შეიძლება საუკეთესო პრინციპების საკუთარი ბიზნესისთვის მისადაგება.

1. „თოვლის გუნდა: უორენ ბაფეტი და ცხოვრების ბიზნესი“, ავტორი: ელის შროდერი

უორენ ბაფეტი მთელ მსოფლიოში უდიდესი ინვესტორის სახელითაა ცნობილი, მაგრამ ის მხოლოდ პასიური ფინანსური ანალიტიკოსი კი არა, ძლიერი ანტრეპრენერია, რომელიც Berkshire Hathaway-ს უკან დგას. მან თავისი იმპერია ქვასავით ურყევ საფუძვლებზე ააშენა, რომელთა მაგალითზე ჩვენც შეგვიძლია ვისწავლოთ − მათ შორისა ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვალის შემცირება და მომჭირნეობა, მაშინ, როდესაც გარშემო ყველა შეშფოთებულია და შიში იპყრობთ, როდესაც გარშემო სხვები მომჭირნეობას იჩენენ“.

 

 

2. „ბედნიერების მინიჭება: შემოსავლის, მოწოდებისა და მიზნებისკენ მიმავალი გზა“, ავტორი ტონი შეი

საინტერესოა, სინამდვილეში აქვს თუ არა მნიშვნელობა კომპანიის ატმოსფეროს? ტონი შეის წიგნის წაკითხვის შემდეგ, ძნელია არ დაეთანხმოთ აზრს იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არიან ადამიანები, რომლებიც ძლიერ ბრენდ Zappos-ის უკან დგანან. ის მთელ თავის ანტრეპრენერულ მოგზაურობაში წაგიყვანთ − ბავშვობაში ფულის გამომუშავებით და ჰარვარდში პიცის გაყიდვით დაწყებული, მისი კომპანიის − LinkExchange-ის გაყიდვით დამთავრებული ინტერნეტბუმის დროს. მან ამ პროცესების დროს გაიაზრა გაკვეთილი, რომელმაც Zappos-ის მომავალ წარმატებას შეუწყო ხელი − ფულზე გაცილებით მნიშვნელოვანი ადამიანია.

3. „ყველაფრის მაღაზია: ჯეფ ბეზოსი და Amazon-ის ეპოქა“, ავტორი ბრედ სტოუნი

Amazon ჩვენი ცხოვრების უკვე ყველა სფეროს აკონტროლებს და სავარაუდოდ, მოვლენებს უფრო მეტადაც დააჩქარებს. ჯეფ ბეზოსს უდიდესი მიღწევა აქვს, Amazon-ი წიგნების ერთი უბრალო ინტერნეტმაღაზიიდან ყველაფრის მაღაზიად აქცია და გასაოცარია, რომ სიახლეების საერთოდ არ ეშინია. ბეზოსმა ახლებურად შეხედა საგამომცემლო ინდუსტრიას და Amazon Web Services-ზეცაა პასუხისმგებელი. ეს პლატფორმა უთვალავ სტარტაპსა და კიდევ ბევრ დიდ ორგანიზაციას აძლევს მძლავრ სისტემებთან და ინსტრუმენტებთან წვდომის საშუალებას, სიამოვნებით იღებს ნებისმიერს − კინოსტუდიებით და სასურსათო მაღაზიებით დაწყებული, UPS და FedEx-ით დამთავრებული.

4. „წყალქვეშა საძმო: როგორ ვაქციე 1000 დოლარი, მილიარდდოლარიან ბიზნესად“,ავტორი ბარბარა კორკორანი

მისი წიგნის ორიგინალური სახელწოდება იყო „თუ დიდი მკერდი არ გაქვთ, კიკინებზე ბაფთები გაიკეთეთ“. წიგნში კორკორანი ანტრეპრენული თვალსაზრისით აფასებს ცხოვრებას. ბეზოსი პრინსტონში სწავლობდა, ბაფეტი − კოლუმბიის ბიზნესსკოლაში, შეი − ჰარვარდში. თუ სხვაგვარი არატრადიციული წარმატების ისტორიის მოსმენა გსურთ, თქვენი რჩეული კონკორანი გახდება − სიღატაკეში გაზრდილი გოგონა, ყოფილი ოფიციანტი იაფფასიანი სასადილოდან. ის გონებამახვილია, მისი ისტორიები კი დროულსა და შემოქმედებით გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული. ეს წიგნი ნამდვილად ფასდაუდებელი შთაგონების წყარო იქნება მომავალი ზვიგენებისთვის.

5. „სტივ ჯობსი“  ავტორი უოლტერ ისააკსონი

ისააკსონის მეგაბესტსელერის გარეშე, არცერთი სია არ იქნებოდა სრულყოფილი − ის ჩვენი დროის ყველაზე დამაინტრიგებელი და საკმაოდ მძიმე ხასიათის მქონე ანტრეპრენერის პორტრეტს ქმნის. ჯობსისგან ბევრის სწავლა შეიძლება − დადებითით დაწყებული (მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება ხარისხის მიმართ და ხედვა) და უარყოფითით დამთავრებული (მისი არაპროგნოზირებადი ხასიათი და სარკასტული, დამამცირებელი დამოკიდებულება გარშემომყოფთა მიმართ). ეს წიგნი თითქოს ყურში ჩაგვჩურჩულებს: სიმდიდრე და პროფესიული აღიარება ჩვენს უარყოფით თვისებებს არ უკეთებს კომპენსირებას და არც მხოლოდ ის არის წარმატებების საზომი ცხოვრებაში, თუ რა „გასაოცარსა და შესანიშნავ“ პროდუქტს ვქმნით. მთავარი ისაა, გარშემომყოფებს როგორ ვეპყრობით.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur