მორალური პასუხისმგებლობა - ირაკლი თოდუა

ტვირთი თუ კომფორტი?
მორალური პასუხისმგებლობა - ირაკლი თოდუა
ფოტო: Entrepreneur Georgia
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი თოდუა

ქირურგი, თანადამფუძნებელი - სამედიცინო ცენტრი Innova

 

მე ექიმი ვარ, მედიცინის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი კი მოგეხსენებათ, მორალური პასუხისმგებლობაა. მორალის ცნება პიროვნულია და იქ, სადაც ვსაუბრობთ მორალზე, უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი ფენომენი – სინდისი. სინდისია სწორედ ის „ფილტრი“, რომელშიც გადის ექიმის მთელი საქმიანობა. ჩემი აზრით, ნებისმიერი პროფესიის ადამიანის მოქმედებები უნდა გადიოდეს სინდისის „ფილტრში“ და მორალისა და ეთიკის ნორმებთან შესაბამისი იყოს.

ამგვარად, ადამიანის მორალური პასუხისმგებლობა გახლავთ პიროვნული ფილტრი და პიროვნული ეთიკა.

ექიმის პროფესიას ოდითგანვე აქვს პრინციპები, რომ იყოს მორალურად მართალი პაციენტების წინაშე. პაციენტია ის მთავარი გმირი, ვის მიმართაც უდიდესი პასუხისმგებლობა გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ მათ მიმართ მართლები. ამ დამოკიდებულებაში, სხვა დანარჩენთან ერთად, ისიც იგულისხმება, რომ მათ ფინანსურად სწორი მკურნალობა შევთავაზოთ და არ ვაზარალოთ. უმნიშვნელოვანესია სამედიცინო საიდუმლოს შენახვის ფაქტორი. ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა ძალიან სპეციფიკურია, რადგან პაციენტი ექიმს ბევრ ინტიმურ, პირად ინფორმაციას ანდობს და ექიმისგან პრინციპულად მნიშვნელოვანია მორალურად სწორად მოქმედება, რომ ინფორმაციის გაცემა არ მოხდეს.

ექიმის მორალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია პაციენტთან სწორი, ფაქიზი, მშვიდი კომუნიკაცია, ურთიერთობის იმგვარად წარმართვა, რომ მას ზედმეტი ზიანი არ მიადგეს სიტყვით, უხეშობით, არასასურველი ემოციით. ფსიქოლოგიური მომენტების გაანალიზებას და გათვალისწინებას, შესაბამისი ხერხების გამოყენებას ასეთ დროს დიდი როლი მიუძღვის, რომ პაციენტის მდგომარეობა არ გაუარესდეს. კიდევ ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ასპექტია უშედეგობის ფაქტორი. ყველა პაციენტს ვერ განკურნავ, მაგრამ ყველას შეიძლება ავნო. ოპერაციაც, განსაკუთრებით კი მძიმე ოპერაციებიც ხომ გარკვეული ზიანია, იმისათვის, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი, სასიკეთო შედეგი მივიღოთ. და მაინც, არის ისეთი მძიმე მომენტები, როცა ექიმი ყველა ღონეს მიმართავს, მაგრამ პაციენტს მაინც ვერ შველის. ეს ძალიან დიდი მორალური დარტყმაა ექიმისათვის.

ჩემთვის მორალური პასუხისმგებლობა უფრო ტვირთია, ვიდრე კომფორტი. ბარიერი, ერთგვარი ჩარჩო და თავისუფლების შეზღუდვაა, ამიტომ ის კომფორტად ვერ აღიქმება. თუმცა მომენტი, რომ მორალის გავლენით ჩამოყალიბებული ჩემი ქცევა, ჩემი ცხოვრებისეული წესი გარშემომყოფი ადამიანების, კოლეგების, პაციენტებისა ჩემ მიმართ პატივისცემას განსაზღვრავს, გარკვეულ კმაყოფილებას ბადებს. ამიტომ, მოდი, ასე ვთქვათ – კომფორტი არა, მაგრამ მორალური ჯილდო კი ნამდვილად ახლავს მორალური პასუხისმგებლობის აღებას და შესრულებას.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur