ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის ვაჟი ბათუმში მამის კვალს მიჰყვება

ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის ვაჟი ბათუმში მამის კვალს მიჰყვება
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპრტამენტი
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბათუმს ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის ვაჟი სტუმრობს. ჯონ სიმენონმა, რომელიც ბათუმში  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფება, დღეს ძველ ბათუმში ის ადგილები მოინახულა, რომელიც ბათუმზე დაწერილ ჯორჟ სიმენონის ნოველაშია აღწერილი. ჟორჟ სიმენონი ბათუმში 1933 წელს შავი ზღვის გარშემო საკრუიზო მოგზაურობის დროს გაჩერებულა, სწორედ ამის შემდეგ გამხდარა ბათუმი მისი ერთ-ერთი ადრეული ნოველის ,,ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ მოქმედების ადგილი.

ჯონ სიმენონის ბათუმში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ნოველის ქართულად თარგმანის, სიმენონის ფონდში დაცული  ბათუმის ფოტოარქივის გამოფენისა და ბათუმის ბულვარში სიმენონის ძეგლის შესაძლო დადგმასთან დაკავშირებით. ცნობილი მწერლის შვილი ბათუმში 11 ოქტომბრამდე გაჩერდება, გაეცნობა აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს და საქმიან შეხვედრებს გამართავს მთავრობისა და თვითმართველობის ხელმძღვანელებთან.

ცნობილი ბელგიელი მწერალი ჟორჟ სიმენონი ვალონიის რეგიონის, ქალაქ ლიეჟში დაიბადა. ის 200-მდე რომანისა და ნოველის ავტორი გახლავთ, რომლის შემოქმედებაც  550 მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდა და 47 ენაზეა თარგმნილი. მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა რომანების სერიამ, რომლის მთავარი გმირიც ფრანგი კომისარი მეგრეა. 

რაც შეეხება ნოველას, რომლის ინსპირაციის წყაროც ბათუმია, მოქმედება საბჭოთა კავშირის დროინდელ ბათუმში მიმდინარეობს. მისი მთავარი გმირი თურქი კონსულია და ნოველაში მისი გადმოსახედიდან დანახული საპორტო ქალაქია აღწერილი, ნავთობმაგნატების, დიპლომატიური მისიებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების პერსონაჟებით. ნოველაში აღწერილი მთავარი ადგილი, ყოფილი თურქეთის საკონსულოს ოფისის ძირითადი   საცავი, დღესაც მდებარეობს მ. აბაშიძის ქუჩაზე, რომელიც ამჟამად საკონსულო რეზიდენციის შენობაშია.

    More from Entrepreneur

    Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
    Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
    Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

    Latest on Entrepreneur