ცოტა რამ წარმატებული ადამიანების შესახებ

წარმატებული ადამიანები არ იბადებიან განსაკუთრებული ცოდნით
ცოტა რამ წარმატებული ადამიანების შესახებ
ფოტო: Pixabay
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

არავის აქვს ამბიცია, წარმატებისმომტანი უნივერსალური მეთოდი აღმოაჩინოს. თუმცა, ადამიანები ცდილობენ მიაგნონ იმ ზოგად ხრიკებს, რომლებიც განვითარებისკენ სვლას დააჩქარებს. წარმატებული ადამიანები არ იბადებიან განსაკუთრებული ცოდნით. საქმე იმაშია, რომ მათ აქვთ უნარი ისწავლონ, დააკვირდნენ და განახორციელონ ცვლილებები, რომლებიც მიზნის მისაღწევად აუცილებელია.

ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია სწორი ჩვევების ჩამოყალიბება და უარის თქმა უსარგებლო, არაფრისმომცემ ქმედებებზე. ამ ყველაფერს კი დრო სჭირდება. ადამიანები ვერ ხედავენ იმ ძალისხმევას, რაც წარმატების მიღწევისთვისაა საჭირო. ვიზუალურად რომ წარმოვიდგინოთ, შეგვიძლია აისბერგის მაგალითი მოვიყვანოთ − დამკვირვებელი ამჩნევს მხოლოდ 25%-ს, ძირითადი კი თვალისთვის უხილავია. დარჩენილი 75%, წარმატების შემთხვევაში უჭირავს შეცდომებს, რწმენას, შეუპოვრობას, იმედგაცრუებას, თავგანწირვას, უძილო ღამეებსა თუ დაუღალავ შრომას.

წარმატებულად გაქცევს საკუთარი ხასიათი, საქმისადმი თავგანწირვა, დაუღალავი მუშაობა და ბევრი ფიქრი, რაც ძირითადად სხვისთვის შეუმჩნეველია. ამერიკელი გამომგონებელი თომას ედისონი ამბობდა: „მე არასდროს განმიცდია მარცხი, უბრალოდ ვიპოვე 10 000 გეგმა, რომელმაც არ იმუშავა“. სწორედ ასეთი დამოკიდებულება გამოარჩევს ნამდვილ ანტრეპრენერს სხვა ადამიანებისგან − დაუღალავი ცდისა და ძალისხმევის უნარი.

და მაინც, არსებობს კრიტერიუმები, რომლებსაც თითქმის ყველა წარმატებული ადამიანი აკმაყოფილებს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  • ისინი თვალს უსწორებენ საკუთარ შიშებს და იმარჯვებენ მათზე

ჩვენ თავდაჯერებულობა გვემატება, როცა ვამარცხებთ შფოთვასა თუ იმედგაცრუებას, და დასახული მიზნისკენ სწრაფვას განვაგრძობთ. თუკი ვაღიარებთ, რომ განცდილ შიშთა უმეტესობა ჩვენივე წაქეზებულია, შევძლებთ მათ შეფერხებას და საკუთარი ცხოვრების კონტროლს.

 

  • წარმატებული ადამიანები არიან ფოკუსირებულები და მოქნილები

ალბათ არავის აქვს მოლოდინი, რომ წარმატება ერთ დღეში მოდის. პროგრესს სჭირდება დრო. თუმცა, რაიმე მნიშვნელოვანის მიღწევა არა მარტო დიდ დროს მოითხოვს, არამედ მხნეობასა და ამტანობასაც. თუკი ფოკუსირებული იქნებით და ამავდროულად, შეძლებთ მოქნილად მართოთ ბიზნესი, გახდებით უფრო თავდაჯერებული, ბრძენი და სტაბილური პიროვნება.

 

  • ითვალისწინებენ წესს, რომ არასდროს შეწყვიტონ ოცნება

როცა მიზანს დავისახავთ, უნდა გავიაზროთ, რომ აუცილებლად იქნება ვიღაც ან რაღაც, რაც შეაფერხებს ჩვენს ოცნებებს. შესაძლოა ოჯახის წევრები, კოლეგები ან თუნდაც ის, ვინც გვეგონა, რომ ჩვენი მთავარი გულშემატკივარი იქნებოდა. გჯეროდეთ, რომ აუცილებლად ისწავლით, მიიღოთ ეს ადამიანები, როგორც დროებითი დამაბრკოლებლები, რომელთაგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ, ყველაზე რთულ შემთხვევაში კი გაიქცეთ. მთავარია არასდროს მისცეთ უფლება, განგისაზღვრონ მიმართულებები.

 

  • არიან გამოუსწორებელი ოპტიმისტები

თავდაჯერებულობისა და ოპტიმიზმის გასავითარებლად აუცილებელია ენთუზიაზმით მივუდგეთ ჩვენს მიზნებს და დავიჯეროთ, რომ ოცნებები აუცილებლად ასრულდება. ამგვარად შევძლებთ თავი დავაღწიოთ ხელისშემშლელ ფაქტორებს და წინასწარგანსაზღვრულად ვფოკუსირდეთ მოსალოდნელ გეგმებზე.

ტომ ქორლი 5 წლის განმავლობაში იკვლევდა ძალაუფლების მქონე ადამიანებს, ძირითადად კი ანტრეპრენერებს, რომლებიც მილიონერები გახდნენ. თავის წიგნში „შეცვალე შენი ჩვევები, შეცვალე შენი ცხოვრება“, (ENG: Change your habits, change your Life) ქორლი აღნიშნავს, რომ წარმატებულ ადამიანებს ბევრი რამ ახასიათებთ. მათ შორის:

  • ადრე გაღვიძების ჩვევა გამოკითხულ მილიონერთა თითქმის ნახევარი აღნიშნავს, რომ სამუშაო დღის დაწყებამდე სულ ცოტა 3 საათით ადრე იღვიძებენ. ამ დროს ისინი უთმობენ დაგეგმვას, პირად პროექტებს, ვარჯიშს და ა.შ.
  • წიგნების კითხვა − წარმატებულ ადამიანთა 88%-მა კვლევის დროს აღნიშნა, რომ დღეში 30 წუთს ან მეტს ატარებენ კითხვასა და საკუთარი თავის განვითარებაში. უმეტესწილად ირჩევენ ბიოგრაფიულ, ისტორიულ ან თვითგანვითარების შესახებ წიგნებს.
  • დროის გატარება შთამაგონებელ ადამიანებთან ერთად წარმატებული ადამიანები ურთიერთობენ ინსპირაციის მომნიჭებელ პიროვნებებთან, რადგან ეს ეხმარებათ პიროვნულ ზრდაში. მეტიც − ისინი მაქსიმალურად ზღუდავენ ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობის დროს.
  • შემოსავლის სხვადასხვა წყარო ქორლი ამბობს, რომ მილიონერი ანტრეპრენერები არ ეყრდნობიან შემოსავლის მხოლოდ ერთ წყაროს. „შემოსავლის წყაროების მრავალფეროვნება გვაძლევს შანსს, რომ გავუმკლავდეთ ეკონომიკურ კრიზისებს, რომლებიც გარდაუვალია“, − წერს ტომ ქორლი.

 

კარგად დაფიქრდით, იქნებ ზემოთ მოყვანილი მახასიათებლების უმეტესობას თქვენც იზიარებთ... მაშინ გამოდის, რომ წარმატების მწვერვალს სულ მალე დაიპყრობთ.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur