Volvo Art Night - ვოლვო საქართველო გლობალური მიზნების კვალდაკვალ

"ვოლვო ქარს თეგეტამ" მომხმარებლებს არტ საღამოზე კომპანიის გლობალური მიზნები და სტრატეგია გააცნო
Volvo Art Night - ვოლვო საქართველო გლობალური მიზნების კვალდაკვალ
ფოტო: VOLVO Georgia
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„ვოლვო ქარს თეგეტამ“ მომხმარებლებს არტ-საღამოზე უმასპინძლა, სადაც სკანდინავიური და ქართული მუსიკის თანხლებით კომპანიის გლობალური მიზნები და სტრატეგია გააცნო. „ვოლვოს“ ამომავალი წერტილი მუდამ ადამიანის უსაფრთხოებაზე ზრუნვა გახლდათ, შესაბამისად, კომპანია ყოველთვის კონცენტრირებული იყო სწორედ ადამიანის უსაფრთხოების მიმართულებაზე. ხოლო ახლა, ადამიანის უსაფრთხოებასთან ერთად, კომპანიამ აიღო პასუხისმგებლობა იზრუნოს პლანეტის უსაფრთხოებასა და მისი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებაზე. ამასთანავე, კომპანია იღებს პასუხისმგებლობას ხელი შეუწყოს კულტურის განვითარებას მსოფლიო მასშტაბით.

1927 წელს, შვედეთის ქალაქ გეტებურგში, ასარ გაბრიელსონმა და გუსტავ ლარსონმა კომპანია „ვოლვო“ დააარსეს. მას შემდეგ თითქმის ასი წელი გავიდა და დღეს „ვოლვოს“ მთელ მსოფლიოში იცნობენ და აფასებენ. ის იქცა ავტომობილების მწარმოებელ ისეთ ბრენდად, რომელსაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებლები განსაკუთრებულად ენდობიან მისი მახასიათებლებისა და ღირებულებების გამო.

„ვოლვოში“ თითქოს მთელ სკანდინავიას მოუყარეს თავი. ისიც, მისი სამშობლოს მსგავსად, უპირველესად ადამიანზეა ორიენტირებული. ამ ღირებულების პირველი რევოლუციური გამოვლინება შორეულ 1959 წელს მოხდა, როდესაც „ვოლვოს“ ინჟინერმა ნილს ბოლინმა, სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი შექმნა. ვოლვომ ავტომობილების სხვა მწარმოებლებს ღვედის გამოყენების უფლება უსასყიდლოდ გადასცა და ისინიც დღემდე წარმატებით იყენებენ მას. უსაფრთხოების ღვედმა, მისი შექმნიდან დღემდე, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ერთი მხრივ, პრაგმატულად უსაფრთხოებაზე მზრუნველი „ვოლვო“, ასევე გამოირჩევა მისი რომანტიკული ხასიათით და თანამედროვე აზროვნებით. ეს იმის მიზეზია, რომ უკანასკნელ წლებში „ვოლვოს“ ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს ხელოვნებასთან. „ვოლვოს“ მოდელები თავადაც ხელოვნების ნიმუშებს მოგაგონებენ. დახვეწილი და მკაფიო ფორმები მათ ყველასთვის მიმზიდველს ხდის. გარდა გარეგნული სილამაზისა, „ვოლვოს“ ყველა ნაწილი, მცირე დეტალიც კი, იუველირული სიზუსტითა და სიფაქიზით არის შექმნილი.

მუსიკას, ქორეოგრაფიას, ფოტოგრაფიას და ხელოვნების სხვა დარგებს, „ვოლვოს“ სახით ერთგული და დიდი მხარდამჭერი გამოუჩნდა. ამ ღონისძიებაზეც სწორედ ამიტომ ფართოდ იყო წარმოჩენილი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება. „ვოლვო“ ყოველთვის ფიქრობდა სამომავლო გეგმებზე და ასეა ახლაც. მისი გეგმები მარტივი არასოდეს ყოფილა, ის მუდამ მაშტაბურ მიზნებს ისახავდა და ასრულებდა.

სწორედ რომ „ვოლვოსთვის“ დამახასიათებელ რევოლუციურ და ამბიციურ პროექტს იწყებს „ვოლვო ქარსი“, რომელიც მიზნად ისახავს 2025 წლისთვის, ერთ ავტომობილზე ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის 40%-ით შემცირებას. ეს პირველი და ძალიან მკვეთრი ნაბიჯი იქნება, რომ უკვე 2040 წლისთვის, „ვოლვო“ გახდეს კომპანია, რომელიც არ მოახდენს გავლენას კლიმატურ ცვლილებებზე.

„ვოლვოს“ გეგმები 2040 წლისთვის მოიცავს არა მარტო გამონაბოლქვი ნივთიერებების შემცირებას, არამედ სრულ ელექტროფიცირებასაც, რის შედეგადაც, 2025 წლისთვის, მსოფლიო გაყიდვების 50% სრულიად ელექტროავტომობილები იქნება. თავის მხრივ, ეს 50%-ით შეამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას თითო ავტომობილზე. აქვე გაცნობებთ, რომ „ვოლვოს“ ელექტროავტომობილების შეძენა მომავალი წლიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი.

„ვოლვო“ პირველად რამდენიმე თვის წინ შემოვიდა საქართველოში და უკვე სარგებლობს დიდი ინტერესით ქართულ საზოგადოებაში. „ვოლვო ქარს თეგეტა“ მომხმარებელს სთავაზობს „ვოლვოს“ სრულ სამოდელო ასორტიმენტს – როგორც მცირე ზომის სედანის ავტომობილებს, ასევე დიდი ზომის SUV-მოდელებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ბენზინის, ჰიბრიდის და ელექტროძრავით ე.წ. მაილდ ჰიბრიდის ვერსიები. მომხმარებელს ასევე შეუძლია ისარგებლოს თრეიდინის უსაზღვრო აქციით, რაც გულისხმობს ნებისმიერი მარკისა და ასაკის ავტომობილის გაცვლის შესაძლებლობას „ვოლვოს“ სასურველ მოდელში, საბაზრო ღირებულების ფასად, ხოლო სხვაობა შეუძლიათ დაფარონ „თიბისი ლიზინგის“ სპეციალური პირობებით. „თიბისი ლიზინგი“ საქართველოს წამყვანი სალიზინგო კომპანიაა, რომლის საბაზრო წილი 70%-ია და რომელზეც მოდის ახალი მსუბუქი ავტომობილების დაფინანსების 44%.

„ვოლვოს“ არტ-საღამოს მხარდამჭერები იყვნენ „თიბისი ბანკი“, „თიბისი დაზღვევა“ და „თიბისი ლიზინგი“. „თეგეტა მოტორსისა“ და „თიბისის“ თანამშრომლობა 20 წელზე მეტია გრძელდება და მრავალ წარმატებულ პროექტს მოიცავს. „თიბისი“ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საავტომობილო ინდუსტრიის დაფინანსებაში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბანკმა ამ მიმართულებით 251 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში იქნა წარმოდგენილი „ვოლვო“. ჩვენთვის საამაყოა, რომ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელიც არის ლიდერი საავტომობილო ინდუსტრიაში და საქართველოს ბაზარზე განაპირობებს მომსახურების ხარისხის სტანდარტს“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა თხელიძემ.

„თიბისი დაზღვევა“ და „თეგეტა ჯგუფი“ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობენ და თავიანთი სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებას სწრაფად და მარტივად უზრუნველყოფენ.

„თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორის მოადგილე დათო კიღურაძე: „ჩვენი თანამშრომლობა „თეგეტასთან“ მუდმივად განახლებადი და მზარდია. ვაზღვევთ საცალო და კორპორაციული კლიენტებისთვის ახალ ავტომობილებს, რომელსაც „თეგეტას“ ჯგუფში შემავალი ისეთი წამყვანი კომპანიები გვთავაზობენ, როგორებიცაა Porsche, Toyota, Mazda, Volvo. ასევე, ვაზღვევთ სატვირთო და სპეცტექნიკასაც, იქნება ეს Man, JCB თუ სხვა. რადგან ჩვენთვის პრიორიტეტულია მომხმარებელს საუკეთესო სერვისი შევთავაზოთ, „თეგეტა ჯგუფთან“ ავტოსერვისის მიმართულებითაც ვმეგობრობთ, სადაც ჩვენ მიერ დაზღვეული და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილები რემონტდება. „თიბისი დაზღვევისათვის“ ერთგული მომხმარებლის კმაყოფილება ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სხვა საჩუქრებთან ერთად, მათ ხშირად ვჩუქნით „თეგეტას“ სხვადასხვა მომსახურებასა და პროდუქტს“.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur