''თლილი'' - ახალგაზრდების გასაძლიერებლად

საწარმო ხის ნივთების, ავეჯის, დეკორატიული ნივთების დამზადებითა და მათ რესტავრაციაში ახალგაზრდების უშუალო ჩართულობით აღწევს
''თლილი'' - ახალგაზრდების გასაძლიერებლად
ფოტო: თლილი
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„თლილი“  ქართული სოციალური საწარმოა, რომლის მიზანს ახალგაზრდების მოწყვლადი ჯგუფის გაძლიერება და მათთვის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების მიცემა, განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამას საწარმო ხის ნივთების, ავეჯის, დეკორატიული ნივთების დამზადებითა და მათ რესტავრაციაში ახალგაზრდების უშუალო ჩართულობით აღწევს.

„იდეა მე და ვლადიმერ ასანიშვილს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის ბავშვებთან ერთად მუშაობისას გაგვიჩნდა, როდესაც მათთან ერთად მეორადი ხის პალეტებისგან ეზოს მაგიდასა და სკამებს ვაკეთებდით. გვინდოდა ისეთი სივრცის შექმნა რომელიც დადებით ცვლილებებს მოიტანდა ადამიანებისთვის. ჩვენი მოტივაციაც ეს იყო. გვსურდა ცვლილებები მოგვეხდინა და დავხმარებოდით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ეს დახმარება ხშირ შემთხვევაში ძალიან სჭირდებათ“, − ამბობს ჯაბა ჩხეტიანი, „თლილის“ თანადამფუძნებელი Entrepreneur-თან საუბრისას. 

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი, საქველმოქმედო ფონდ „კარიტასში“ მომუშავე ბიჭებისთვის კარგი შანსი აღმოჩნდა. საგრანტო განაცხადის გაკეთებისა და რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შემდეგ, სოციალური საწარმო „თლილი“, „კარიტასის“ ბაზაზე ოფიციალურად დაარსდა. საწარმოში დღეს უკვე ხის ავეჯი, თაროები, საწოლები, დეკორატიული ნივთები, საყვავილეები, მცირე ზომის სათამაშოები და ხის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი მზადდება. 

საწარმოში მომუშავე პრობაციონერი ახალგაზრდები ხისა და ხის ნაკეთობების დამზადების, დამუშავების ტექნიკასა და სხვა უნარ-ჩვევებს კომპლექსურად იძენენ, რაც მათ პროფესიულ განვითარებაში ხელს უწყობს.

„ჩვენი საწარმოს მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, რესოციალიზაცია და საზოგადოებაში სრულფასოვან წევრებად დაბრუნება. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, − გვეუბნება ჯაბა.

საწარმოს ფუნქციონირების თითქმის ერთი წლის თავზე დაგროვილი გამოცდილებისა და დაკვირვების შემდეგ გუნდი ამბობს, რომ საწარმოს საქმიანობაში ახალგაზრდა პრობაციონერების ჩართულობა დადებით გავლენას ახდენს როგორც უშუალოდ დასაქმებულ ახალგაზრდებზე, ასევე იმ საზოგადოებაზე, სადაც თავად საწარმო ფუნქციონირებს. ეს დამატებითი მოტივაციაა მათთვის. ასევე, მიაჩნიათ, რომ სოციალური მეწარმეობა ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობების, ინტერესებისა და ინიციატივების აღმოჩენაში ეხმარება.

„ჩვენს გუნდს მიაჩნია, რომ სოციალური მეწარმეობის განვითარება მნიშვნელოვანია არა მარტო გარკვეული მოწყვლადი ჯგუფებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის. სოციალური საწარმო თავისი იდეით არის როგორც ეკონომიკური კეთილდღეობის, ასევე საზოგადოებისა და მისი მოწყვლადი ჯგუფების გაჯანსაღება-გაძლიერების მძლავრი საშუალება“, − ჯაბა ჩხეტიანი.

„თლილი“ დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ უკვე შვიდ ადამიანს ითვლის გუნდში. სამომავლოდ როგორც გუნდის, ასევე წარმოების რაოდენობის ზრდაც იგეგმება. პირველ ეტაპზე სურთ, რომ საკუთარი ხის ნაკეთობები მთელ საქართველოს, შემდეგ კი უკვე უცხოელ მომხმარებლებსაც გააცნონ.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur