საინტერესო სტატია

რატომ უნდა იცოდე კოდირება?!
 საინტერესო სტატია
ფოტო: Entrepreneur Georgia
Contributor
Entrepreneur საქართველოს ჟურნალისტი
3 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

4 თვის წინ მეხიკოში გადმოსვლისას ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ 10-საათიან დროში სხვაობას ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებდი რეფლექსიისთვის, იმისთვის, რომ უკეთ გამეგო, რა მინდა, სად მინდა და როგორ მინდა; რომ იქ მივიდე, სადაც მინდა. თბილისში რა მიშლიდა ამაში ხელს? ალბათ დღეში საშუალოდ 60-70 ზარი (სამოცი-სამოცდაათი, არ ვაჭარბებ) ორი კომპანიის ყველა დეტალში ჩაღრმავება, „მიკროგრინის“ გაყიდვების გასაზრდელად პოტენციურ დამკვეთებთან შეხვედრებზე სიარული, მერე საწარმოს გაფართოებისას ელიავაზე სირბილი, „ინებეს“ მომსახურების სრულყოფის მიზნით მომხმარებელთან ყოველდღიური კომუნიკაცია, ხანდახან ახალი იდეების გენერირება და თაროზე შემოდება, საცობებში სიარული... მოკლედ, ჩავარდნილი ვიყავი ამ ყოველდღიურობის მორევში, რომელიც ჩემივე შექმნილი იყო, და კორპორაციულ მორევს ნამდვილად სჯობდა, მაგრამ მორევი მორევია − მიგათრევს, და შენც მიყვები. ჰოდა მექსიკამ სულზე მომისწრო.

პირველი, რაც ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო ის, რომ დიდი ასოებით დავწერე ორი გეგმა, რომელიც აქ ყოფნისას უნდა შემესრულებინა: 1. გამევლო ჩემთვის საინტერესო ონლაინტრენინგები, რისი დროც თბილისში ვერასოდეს ვიპოვე; 2. შემეხედა ჩემი სტარტაპებისთვის შორიდან, დამენახა უკეთ მათი მომავალი განვითარება, და ასევე მემუშავა ისეთ იდეებზე, რომლებსაც ჭეშმარიტად საერთაშორისო პოტენციალი ექნებოდათ.

პირველი გეგმა უფრო მარტივი ჩანდა და ამიტომ ჯერ ტრენინგების ძიება დავიწყე. ძალიან ბევრი ონლაინ რესურსი აღმოვაჩინე, სადაც ყველა დონის განათლება შეგიძლია მიიღო − სრულიად უფასო, საბაზისო კურსებიდან დაწყებული, MIT-ის (Massachusetts Institute of Technology) 3000-დოლარიანი ონლაინპროგრამებით დასრულებული. ჯერჯერობით ორ ძირითად პლატფორმას ვიყენებ − www.udemy.com და www.edx.org სადაც ხშირად ძალიან საინტერესო და სრულფასოვანი კურსები 10 დოლარად ან სრულიად უფასოდაც კი შეგიძლია იპოვო, თან თითქმის ნებისმიერი მიმართულებით − პიანინოს დაკვრიდან კვანტურ ფიზიკამდე.

ჩემთვის საინტერესო რამდენიმე კურსი ავიღე და დავიწყე სწავლა, თუმცა პარალელურად მუდამ ვეკითხებოდი საკუთარ თავს: როგორც ანტრეპრენერს, რომელსაც უკვე მაქვს ბიზნესგანათლება და გამოცდილება, რა სახის უნარები გამომადგებოდა? რა მიმართულებით შემხვედრია ყველაზე მეტი პრობლემა ბიზნესის დაწყებისას, რომელსაც უფრო მარტივად გადავჭრიდი, თვითონ რომ მქონოდა ექსპერტიზა. ამ რეფლექსიის დროს გამინათდა გონება და მივხვდი ჭეშმარიტებას!

<head>

<p><ჭეშმარიტება>დღეს, ყველა ანტრეპრენერმა, რომელსაც უნდა ტექინდუსტრიაში შეყოს თავი და ციფრულ ერაში იყოს წარმატებული, უნდა იცოდეს კოდირება </ჭეშმარიტება></p>

</head>

რატომ უნდა იცოდე კოდირება, როცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გადაუხდი ფულს და ჩაგაბარებენ მშვენიერ ვებპროექტს?

კოდირება დაგეხმარება:

1. იდეა აქციო რეალობად, ზედმეტი ხარჯის გარეშე

პროექტის საწყის ეტაპზე, ვიდრე სხვებს დააჯერებ, რომ შენი იდეა მსოფლიოს შეცვლის, და შემდეგ ეს სხვები მოგცემენ ფულს, რომ პროფესიონალებს გადაუხადო და შექმნა სრულყოფილი ვებპლატფორმა, ყოველთვის გჭირდება პროტოტიპი. სხვების დაქირავება პროტოტიპის შექმნისთვის ჯდება ძვირი და მოითხოვს გაცილებით მეტ დროს. პროტოტიპის თავად შექმნისას რეალურად გატესტავ პროექტის მთავარ კონცეფციებს, თავად დაინახავ პრობლემებს და შესაძლებლობებს. ასევე შეძლებ მცირე აუდიტორიაზე მარტივად ჩაატარო მომხმარებლის ვალიდაცია.

2. სრულად გესმოდეს პროდუქტის ლოგიკა

იმისათვის, რომ საინტერესო ციფრული პროდუქტი შექმნა, უნდა გესმოდეს როგორ მუშაობს ვები, რა სახის შესაძლებლობები აქვს; უნდა ხედავდე ამოცანების მექანიზმს და იცოდე, გადაჭრის როგორი გზები არსებობს. ეს უპირველესად გჭირდება იმისათვის, რომ თავად გქონდეს კონტროლი საკუთარ პროდუქტზე, ნებისმიერ მცირე ცვლილებაზე, ან ლოგიკის გაუმჯობესებაზე არ გჭირდებოდეს სხვასთან დარეკვა და რამდენიმე დღე ლოდინი, რომ ღილაკის ფერი შეიცვალოს.

3. იაზროვნო კრიტიკულად

ხშირად მომისმენია შეკითხვა (მით უმეტეს, რომ მათემატიკოსების ოჯახში გავიზარდე), რაში სჭირდება ბავშვს მათემატიკის სწავლა, როცა კოსინუსების თეორემას ალბათ ცხოვრებაში არასდროს გამოიყენებს? ამაზე პასუხი არის მარტივი და ცალსახა − მათემატიკის სწავლა აიძულებს ტვინს იაზროვნოს კრიტიკულად, რაც შედეგად გვაძლევს იმას, რომ შეგვიძლია სხვადასხვა მოცემულობა შევაფასოთ, ლოგიკურად დავაკავშიროთ და საინტერესო იდეები განვავითაროთ. კოდირების სწავლაც სწორედ ამ შესაძლებლობას გაძლევს − ლოგიკებად და ალგორითმებად დაშალო შენი იდეა, და თავად შექმნა უკეთესი მეთოდები პრობლემის გადასაჭრელად. თანაც, გაცილებით პრაქტიკულია, ვიდრე კოსინუსების თეორემა.

ამ ყველაფრის გაანალიზებამ მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ 29 წლის ასაკში დავიწყო სრულიად ახალი პროფესიის შესწავლა, რომელიც დამეხმარება უფრო მარტივად მივაღწიო ჩემს ანტრეპრენერულ მიზნებს.

საინტერესოა, რომ ჩვენი განათლების სისტემისა და რაც მთავარია, „ჩემი ბიჭი უნივერსიტეტში მოეწყო!“ კულტურის „წყალობით“, ძალიან პატარა ასაკში გვიწევს ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება − პროფესიის არჩევა. არ არის გასაკვირი, რომ წლების მერე თუ აღმოაჩენ, რომ ინტერესები შეგეცვალა, მით უმეტეს ისეთ დინამიკურ ეპოქაში, როგორშიც საბედნიეროდ გვიწევს ცხოვრება. ამიტომ არასდროსაა გვიანი, ახალი მიმართულებით წახვიდე. განსაკუთრებით, თუ ეს მიმართულება მომავალში მიდის!

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.