"ემბისი"-ს საკრედიტო რეიტინგი B+ სტაბილური მიენიჭა

"ემბისი"-ს საკრედიტო რეიტინგი B+ სტაბილური მიენიჭა
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აღიარებულმა გერმანულმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი"-ს საკრედიტო რეიტინგი - B+ სტაბილური მიანიჭა. 

Scope Ratings-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "ემბისი"-ისთვის აღნიშნული რეიტინგის მინიჭება ადეკვატურმა ფინანსურმა პორტფელმა, მოგებამ, მართვის მეთოდმა და კონკურენტულ ბაზარზე მისმა პოზიციონირებამ განაპირობა. ამასთან, მაღალი პოზიციის დაკავების ერთ-ერთი ფაქტორი კომპანიის სტაბილური განვითარებაც გახდა.

დღეისთვის, Scope-ის რეიტინგი - B+ სტაბილური მიკროსაფინანსო ბაზარზე ყველაზე მაღალია.

გია პეტრიაშვილი, "ემბისი"-ს გენერალური დირექტორი:
"მინიჭებული რეიტინგი კომპანიის სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა და გამოხატავს ჩვენს მყარ ფინანასურ პოზიციას და იმ შედეგებს, რაც თავის მხრივ, აისახება, როგორც აქტივების ხარისხის სოლიდურობაში, ასევე მომგებიანობისა და კაპიტალიზაციის მეტრიკაში".

Latest on Entrepreneur