პაშა ბანკი მომხმარებლებს 3 თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

27 მარტამდე პაშა ბანკის თანამშრომლები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან ყველა კლიენტს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პაშა ბანკის კლიენტები მიმდინარე სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.

პაშა ბანკი

აღნიშნული შეღავათი გავრცელდება პაშა ბანკის, როგორც მცირე და საშუალო, ისე – მსხვილი ბიზნესის სესხებზე.

27 მარტამდე პაშა ბანკის თანამშრომლები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან ყველა კლიენტს, დეტალურად გააცნობენ საშეღავათო პირობებს და სურვილის შემთხვევაში, მომხარებელს შეეძლება ისარგებლოს აღნიშნული შეთავაზებით.