კორონავირუსი: თქვენი მეგზური ბიზნეს სამყაროს გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს შორის

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჩვენ უკვე ვეჩვევით ცხოვრებას ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში და შესაბამისად, ჩვენი ქცევა და ჩვევებიც სწრაფად იცვლება. რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილებები იმ ორგანიზაციებსა და ინდუსტრიებზე, რომლებიც  ჩვენს გარშემო არიან?

Fortune

ჩვენ, ზოგადად, სამი კატეგორიის ბიზნესს გამოვყოფთ:

  • გამარჯვებულები: სექტორები, რომლებიც სარგებელს მოიტანენ
  • დამარცხებულები: სექტორები, რომლებიც დაზარალდებიან
  • გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს შორის მყოფი: სექტორები, რომლებიც    

ერთ-ერთი მიმართულებით წავლენ იმის მიხედვით, თუ როგორი რეაქცია ექნებათ მოვლენებზე.

მესამე კატეგორია ყველაზე საინტერესოა, რადგან ისინი დღევანდელი ნაბიჯების მიხედვით, მომავალში პირველ ორ კატეგორიაში აღმოჩნდებიან. მოდით, თითეული მათგანი განვიხილოთ.

გამარჯვებულები

ეს სექტორები ბედნიერი შემთხვევითობის გამო აღმოჩნდნენ სწორ მხარეს. თუ ისინი კომპეტენციის საბაზისო უნარებს გამოიყენებენ, წესით, წარმატებას უნდა მიაღწიონ. ამ კომპანიების ბუნებრივი სტრატეგია,  შესაძლებლობებსა და ზრდაში აგრესიული ინვესტირებაა.

ელექტრონული კომერციის ბაზრები

ადამიანები ახლა უკვე მხოლოდ ინტერნეტში ეძებენ, თუ რა უნდა იყიდონ. Amazon  ამ ეტაპზე 100 000 ახალ სამუშაო ადგილს ამატებს, რომ როგორმე გაუმკლავდეს ამ გაზრდილ  მოთხოვნებს. ზოგიერთი სხვა ბაზრები იმის გამო იბრძვიან, რომ დამატებითი სიმძლავრეები სურთ. მაგალითად, კვების პროდუქტების ონლაინ კომპანიამ, Ocado-მ ახალი შეკვეთები იმდენი ხნით შეაჩერა, ვიდრე მიწოდების პრობლემებს არ მოაგვარებს.

ზოგიერთი ბაზრები ტექნოლოგიებს მიმართავენ დასახმარებლად. ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტი, JD.com, უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების მისაწოდებლად უჰანში.

ფარმაცევტული კომპანიები             

ამ ტიპის კომპანიები ასეთ კრიზისებში უზომოდ დიდ როლს ასრულებენ. Gilead, რომელიც Remdesivir-ით მკურნალობის უფლებას ფლობს, აქტიურად მუშაობს ვაქცინაზე. Roche, ტესტების მთავარი მიმწოდებელია. Fujifilm-ს სამკურნალო პრეპარატი Avigan  აქვს. ისინი ყველანი მზად არიან რაღაც სარგებლობა მოუტანონ საზოგადოებას.

ლოჯისტიკა/მიწოდება

რადგან ადამიანებს მთელ მსოფლიოში აქვთ აკრძალული სახლებიდან გასვლა, მათთვის პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდება იქნება აუცილებელი. Cainiao, Alibaba Group-ის ლოჯისტიკურმა ქვედანაყოფმა, 25 იანვარს განახორციელა  დამცავ ტანსაცმელსა და სამედიცინო საშუალებებზე გაჩენილი გაზრდილი მოთხოვნის პასუხად „მწვანე არხის ინციციატივა“.  განსაკუთრებით,  წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც ჰუბაის პროვინციაში იმყოფებოდა, სულ ცხრა დღეში  Cainiao-მ 7000-ზე მეტი ზარი მიიღო და უჰანსა და მეზობელ ქალაქებში 5 მილიონზე მეტი სამედიცინო პროდუქტი გააგზავნა.

ამასობაში, ბრიტანულმა საკვების მიწოდების აპლიკაციამ, Deliveroo-მ, ახალი უკონტაქტო მიწოდების სერვისი დანერგა, რომელიც საშუალებას აძლევს რესტორნებს დამატებითი შეკვეთები პირდაპირ მომხმარებლის სახლების წინ დატოვონ.

ვიდეოკონფერენციის ინსტრუმენტმა  Zoom-მა ყველას დიდი სარგებელი მოუტანა. კომპანიის გაყიდვები და აქციები 2020 წელს 50 პროცენტით გაიზარდა. Cisco-ს Webex-სს, და Skype-ს, ასევე Microsoft-ის გუნდებს სერიოზული ნახტომები აქვთ გაყიდვებში. მათი უმრავლესობა მსურველებს სპეციალურ წინადადებებს სთავაზობს ვიდეოკონფერენციის სფეროში დაავადების გავრცელებას პერიოდში.

გასართობი გადაცემების ტრანსლაციები და თამაშები

ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა, NetflixAmazon Prime video, და Disney+  იუწყებიან, რომ მათი აუდიტორია გაიზარდა. მომხმარებლის რეკორდული ზრდა აქვთ ონლაინ თამაშების პლატფორმებსაც.

დამარცხებულები

რაც შეეხება დამარცხებულებს, მათ მენეჯერებს გიგანტური მცდელობები დაჭირდებათ, რომ კომპანიების კრიზისიდან გამოყვანა შეძლონ. თუნდაც ეს მოახერხონ, მათი უმრავლესობას სერიოზულად დაზარალდება. ბუნებრივი სტრატეგია ამ სექტორების ხარჯების შეკვეცა, რისკების შემცირება და მზადყოფნა იქნება დასაბრუნებლად, როდესაც მდგომარეობა გამოსწორდება.

ავიაკომპანიები, მატარებლები და საკრუიზო ხომალდები

გლობალურმა საავიაციო ინდუსტრიამ განაცხადა, რომ საგანგებო დახმარებისთვის მისთვის $200 მილიარდი (£171 მილიარდი) იქნება აუცილებელი, ხოლო  Boeing-მა $60 მილიარდი (£51 მილიარდი) მოითხოვა აეროკოსმოსური ინდუსტრიის მწარმოებელთათვის, რადგან საერთაშორისო ტურისტული ინდუსტრია ნაღდ ფულს კარგავს.

Norwegian-მა  თავისი მარშრუტების 85 პროცენტი გააუქმა და პერსონალის 90 პროცენტი გაანთავისუფლა.  Virgin Atlantic-ს თავისი ფლოტის 85 პროცენტის პარკირება აქვს განსაზღვრული აპრილში და პერსონალს რვა კვირამდე ვადით უხელფასო შვებულების აღებას სთხოვს მომდევნო სამი თვის განმავლობაში, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვა აიცილოს თავიდან.

British Airways -ის დამფუძნებელი კომპანია,  IAG, ასევე, Iberia, Aer Lingus, Level და Vueling, აპრილსა და მაისში 75 პროცენტით ამცირებენ გამტარუნარიანობას,  იმ დროს, როდესაც Air France-KLM ჯგუფი -  80-90 პროცენტით გეგმავს. საკრუიზე ხომალდების ოპერატორების უმრავლესობამ არსებობა შეწყვიტა, და ზოგიერთ მათგანს კი სავარაუდოდ, გაკოტრება ელის.

ტურიზმი           

შეერთებული შტატების ტურისტული ასოციაციის პროგნოზით, ტურიზმთან დაკავშირებული დაახლოებით 6 მილიონი სამუშაო ადგილი აღარ იარსებებს. ეს ამ სექტორში დასაქმებულ 15.8 მილიონ ამერიკელს ეხება, ანუ დაახლოებით 25 პროცენტს.  ასეთივე მძიმე ვითარება შეიქმნა სხვა ადგილებშიც, მაგალითად, იტალიის, საფრანგეთის, ავსტრიისა და შვეიცარის სამთოსათხილამურო კურორტები ფაქტობრივად მთელი სეზონითაა დახურული.

ნავთობი და გაზი

პირველ იანვარს ერთი ბარელი ნედლი ნავთობი $67.05-ად გაიყიდა NASDAQ-ზე, ნიუ იორკის ბირჟაზე. ამ სტატიის დაწერის მომენტში, ბარელი ნავთობი $26 ღირდა. ასე რომ, კომპანიების ნავთობის მარაგების ღირებულება წლის დასაწყისთან შედარებით განახევრებულია. ისეთი გიგანტების ღირებულება, როგორიც, BP-ია,  ამ მდგომარების აშკარა ილუსტრაციაა, 19 მარტს მისი ღირებულება იანვრის ღირებულების 51 პროცენტი იყო.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიხედვით, მსოფლიო მოთხოვნა ნავთობზე წლიური გაანგარიშებით 2009 წლის შემდეგ პირველად ამ პერიოდში შემცირდა. შეადარეთ ეს მოანცემები სააგენტოს თებერვლის პროგნოზს, როდესაც ყოველწლიური ზრდა, დღეში 825,000 ბარელი იყო მოსალოდნელი.

ბანკების საინვესტიციო საქმიანობა

ლონდონისა და ნიუ იორკის საინვესტიციო ბანკირები სამუშაო ადგილებს დაკარგავენ იმის გამო, რომ გარიგებები მკვეთრად შემცირდა. წამყვანი ამერიკული ბანკების JPMorgan ChaseBank of America და Citigroup-ის აქციების მაღალი მაჩვენებლები 30 პროცენტზე მეტადაც კი შემცირდა იანვრის მაქსიმუმთან შედარებით.

Financial News-სთან ინტერვიუში ლონდონის საინვესტიციო ბანკის უფროსმა ბანკირმა განაცხადა, რომ 2020 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში მოსალოდნელია მოსაკრებლების 50 პროცენტამდე დაცემა. ეს დაახლოებით US$10.7 მილიარდი (£9 მილიარდ) შემოსავლის დაკარგვას ნიშნავს აქციებთან დაკავშირებულ გარიგებებში - ეს წლის  ყველაზე ცუდი პირველი ნახევარია 2009 წლის შემდეგ.

ტრადიციული საცალო ვაჭრობა

ადამიანები, თავიანთ სახლებში არიან გამოკეტილები, და ამიტომ, არანაირი აზრი არ აქვს იმას, ტრადიციული საცალო მაღაზიები ღია იქნება თუ დაკეტილი. შეერთებული შტატების უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის მფლობელმა, Simon Property Group-მა 18 მარტს განაცხადა, რომ მთელ ქვეყანაში თავის ყველა სავაჭრო ცენტრს დახურავდა. ანალოგიური  გადაწყვეტილებები მიიღეს მთელ ევროპასა და აზიაშიც. ამჟამად მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები მუშაობენ, ტრადიციული საცალო ვაჭრობის აღდგენას კი დიდი დრო დასჭირდება. 

პროფესიული სპორტი და გართობა                                      

მთელ ევროპაში ყველაზე მეტად იტალია დაზარალდა, მან ყველა სპორტული ღონისძიება მინიმუმ, 3 აპრილამდე გადადო. საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა სასწრაფოს მიბაძეს მის მაგალითს, ამ წლის საფეხბურთო ტურნირები  Copa America  და Euro 2020,  2021 წლამდე გადაიდო.

ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესმა საფეხბურთო ლიგამ, კალათბურთის ეროვნულმა ასოციაციამ და ჰოკეის ნაციონალური ლიგამ  სეზონები შეაჩერეს და თავიანთ გასახდელში დაშვების უფლება მხოლოდ მოთამაშეებსა და „ძირითად პერსონალს“ მისცეს. აფრიკელ ერთა 2020 წლის საფეხბურთო ტურნირი, რომელიც კამერუნში, აპრილში იყო დაგეგმილი, გაურკვევლი ვადით გადაიდო. ასეთი ხანგრძლივი ვადებით გადადება სერიოზულ დანაკარგებს ნიშნავს სპორტული ტელეარხებისა და საკაბელო ტელევიზიებისთვის, რადგან პირდაპირი სპორტული ტრანსლაციები მილიონობით მაყურებელს იზიდავდა და ეს კომპანიების ამის გამო აგრძელებდნენ არსებობას.

კინო

ანალიტიკოსების პროგნოზით,  მსოფლიო კინოინდუსტრიას დიდი დანაკარგი აქვს - $5 მილიარდი (£4.2 მილიარდი) იმის გამო, რომ კინოთეატრების სალაროების შემოსავალი შემცირდა და წარმოება შეზღუდულია. ეს ზარალი კიდევ მეტად  გაიზრდება,  თუ სულ უფრო მეტი ქვეყანა აიძულებს ადამიანებს სახლში დარჩნენ; ან კიდევ, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაკეტვის ბრძანებას გასცემს.

გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს შორის

ეს სექტორები, სავარაუდოდ, ფარ ხმალს არ დაყრიან, თუ ასე გაგრძელდა.  ბევრ კომპანიას ხელი მოეცარება, თუმცა, ზოგიერთები თავიანთი ბიზნეს მოდელის ადაპტირებას მოახერხებენ, რომ ახალი და პროგრესული შესაძლებლობებით ისარგებლონ. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს საკმაოდ მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის მომავალში წარმატების მოსაპოვებლად.

საბანკო საქმე

ბანკების უმრავლესობა ფულს დაკარგავს, რადგან ფიზიკური და იურიდიული პირები კრედიტების დასაბრუნებლად დაიწყებენ ბრძოლას. თუ მსოფლიო ეკონომიკა რეცესიის გზას დაადგა, რაც სრულიად ადვილი მოსალოდნელია, ფინანსური პროდუქტების ბაზარიც დაეცემა.

თუმცა, ბანკებს შეუძლიათ კეთილგანწყობილი ურთიერთობები დაამყარონ კომპანიებთან, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, და ახალ კლიენტებთან ააწყონ ურთიერთობები. რამდენიმე ბრიტანული კომპანია, როგორებიც არიან Barclays, Santander და RBS, უკვე  სთავაზობენ სწრაფ კრედიტებს და ოვედრაფტებს ბიზნეს კლიენტებს, რომლებსაც რისკის ქვეშ არიან.  ბევრი მომხმარებლისთვის დროებითი გადაწყვეტილებები იქნება აუცილებელი, რომლებმაც შესაძლოა მოთხოვნის მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს   მცირე და საშუალო სესხებზე.

ჯანდაცვა

ამ სექტორის ზოგიერთ მოთამაშეებს ახალი იდეები გაუჩნდებათ, რომლებსაც ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება შეუძლია. სხვები კი გაუჩინარდებიან და აღარასოდეს დაბრუნდებიან.

ჩინური ციფრული კომპანია Baidu მათ რიგშია, რომლებიც სწრაფად გადავიდნენ ინოვაციებზე. მან პნევმონიასთან საბრძოლველად აპლიკაცია გაუშვა - Fight Pneumonia, რომ საზოგადოებას ეპიდემიაზე ზუსტი და სასარგებლო ინფორმაციის მიღებაში დაეხმაროს რეალური დროის რეჟიმში.

ის ასევე თავის სამედიცინო კონსულტაციების ონლაინ პლატფორმას უფასოდ სთავაზობს მომხმარებლებს, რომლებსაც კონსულტაციების მიღება სურთ COVID-19-ზე. მისი დამსახურებაა, რომ მთელ ჩინეთში 100 000-მა ექიმმა ათობით მილიონ მოთხოვნას გასცა პასუხი. 

Baidu-მ აქვე ინტელექტუალური სამედიცინო ქვედანაყოფიც შექმნა, რომელიც ჩატ ბოტების საშუალებით პასუხობს ზოგად შეკითხვებს. ეს ეგრეთ წოდებული, „ქოლ ბოტია“, იგი ავტომატურ  სატელეფონო ზარებს ახორციელებს, რომ ადამიანებს მათი ბოლოდროინდელი მოგზაურობების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კონტაქტების შესახებ ჰკითხოს.

წარმოება

ბევრ მწარმოებელს დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევს, რადგან უკვე აღარ არის მოთხოვნა საქონელზე, რომლებსაც ისინი აწარმოებენ, მაგრამ გაცილებით მოქნილი მწარმოებლები სხვა  პროდუქტების წარმოებაზე გადავლენ. მაგალითად, ჩინელი ავტომობილების მწარმოებელმა, BYD-მა ქირურგიული ნიღბებისა და ხელების სადეზინფექციო საშუალებების საწარმოო ხაზი გახსნა. ეს იყო ერთ-ერთი იმ 2,500  ჩინურ კომპანიას შორის, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის მოწოდებას გამოეხმაურა ვირუსის წინააღმდეგ „სახალხო ომის“ გამოცხადებაზე.

GM, Ford და Tesla ვენტილატორების წარმოებაზე ლაპარაკობენ. ფრანგული ფუფუნების საგნების მწარმოებელი კომპანია, LVMH, რომლის უკანაც  Louis Vuitton, Christian Dior და Givenchy დგანან, ხელიწ სადეზინფექციო საშუალებების წარმოებაზე გადადის და 12 ტონის წარმოება აქვს დაგეგმილი პირველ კვირაში. LVMH თავის პროდუქტს საფრანგეთის ხელისუფლებას გადასცემს საავადმყოფოებში უფასოდ გასავრცელებლად.

განათლება

სკოლების უმრავლესობამ, უნივერსიტეტებმა და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა თავიანთი კარები დახურეს, მაგრამ თავიანთი ოპერაციები ნამდვილად არა. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანია მიჯაჭვული სახლებს და ამ ფონზე საგანმანათლებლო დაწესებულებებს ინტერნეტში მასშტაბების გაზრდის შესანიშნავი საშუალება აქვთ.

სოციალური  ვიდეო პლატფორმა,  Kuaishou, რომლის ღირებულება $28 მილიარდია (£23.5 მილიარდი),  ონლაინ საგანმანათლებლო წინადადებას უკეთებს რეკლამას, ჩინეთში სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის კომპენსირებისთვის. კომპანია და სხვა ვიდეოპლატფორმები განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობენ, ღრუბლის ონლაინ ეროვნული კლასის გასახსნელად  სტუდენტებისთვის.

ჩჟეციანის უნივერსიტეტმა, ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტმა, სემესტრის კალენდრის შესაბამისად, 24 თებერვალს ოფიციალურად დაიწყო ონლაინ სწავლება. იგი  5000-ზე მეტ კურსს სთავაზობს  უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, თუმცა, ბევრი კურსი მსოფლიოს ნებისმიერი კუთხეში მცხოვრები განათლების მიღების მსურველებისთვისაცაა გახსნილი. როგორც მოელიან, ზაფხულში 2500 ასპირანტი დაიცავს დისერტაციას, მათ ასევე ონლაინ ზეპირი დაცვაც შეუძლიათ დიპლომის მისაღებად, ისე როგორც დაგეგმილი იყო.