📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

REDMED-ი საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

ციფრული სამედიცინო სერვისების პლატფორმა REDMED-ი იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისათვის დისტანციურ სამედიცინო სერვისებს ხელმისაწვდომს ხდის. ამასთანავე მათთვის, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თერაპევტის/ოჯახის ექიმის და პედიატრის აუდიო კონსულტაცია უფასო იქნება.

REDMED-ის მთავარი მიზანი ადამიანებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივებაა, რაც გულისხმობს შესაძლებლობას - მომხმარებელმა დისტანციურად, მარტივად მოძებნოს ექიმი, მიიღოს ვიდეო ან აუდიო კონსულტაცია და გამოიძახოს ექიმი სახლში.

„კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის მნიშვნელოვანია კომპეტენტურ ექიმებთან დაკავშირება და კონსულტაციის დისტანციურად მიღება. სწორედ ამიტომ REDMED-ში გადავწყვიტეთ, მათთვის პლატფორმაზე რეგისტრაციის პროცესი შეგვეცვალა. ამ ეტაპზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია ქართული მობილური ნომრის მითითება, თუმცა ჩვენ შევიმუშავეთ ახალი მეთოდი, რომელიც გვერდს უვლის ამ საჭიროებას", - აცხადებენ REDMED-ში.

რეგისტრაციისთვის მომხმარებელმა კითხვარი უნდა შეავსოს და მიჰყვეს ინსტრუქციას.

REDMED-ის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც აპლიკაციის ბეტა ვერსიით, ისე ვებ-გვერდის - www.redmed.ge-ს საშუალებით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება

ლიდერობა

ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებს

Amazon-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს დამწყებ ანტრეპრენერთათვის ოთხი მნიშვნელოვანი რჩევა აქვს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ