📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

''საქართველოს ბანკმა'' ჯანდაცვის სამინისტროს 20 000 ლაბორატორიული ტესტი გადასცა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ბანკი COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების მიღებას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკმა შეიძინა 20 000 ლაბორატორიული ტესტი, რომელიც საქართველოშია და ის ვირუსთან ბრძოლის ეფექტურად გასაგრძელებლად მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა.

„COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო ოდენობის ლაბორატორიული ტესტის ქონა. ის მთავარი იარაღია პანდემიასთან ბრძოლაში. 20 000 ლაბორატორიული ტესტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ყველას, დავიცვათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და მივცეთ ჩვენს მედიკოსებს შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი სამუშაო ისეთივე წარმატებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ყველას, ვისაც მცირედი წვლილი მაინც შეაქვს ამ საქვეყნო საქმეში. ახლა როცა ასე მნიშვნელოვანია ჩვენ საერთო მტერთან, COVID 19-თან ბრძოლა, მიგვაჩნია რომ ყველამ ერთად, ჩვენი ერთობით, უნდა ვიზრუნოთ ვირუსის დამარცხებისთვის",- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გადასცა 10 სასუნთქი აპარატი, 50 000 პირბადე და 60 000 ხელთათმანი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ