📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

მეღვინეობა ''მტევინომ'' ოთხი სახეობის ღვინო წარადგინა მეღვინეობა "მტევინო" უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ღვინის ქარხანაა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მტევინო

მეღვინეობა „მტევინოში", რომელიც თბილისიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში, კახეთის ულამაზეს სოფელ ხაშმში მდებარეობს, 6 ივნისს 2019 წლის მოსავლის ოთხი დასახელების ახალი ღვინის პრეზენტაცია გაიმართა. მათ შორისაა:

რქაწითელი, რომელიც ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით. გამოირჩევა სასიამოვნო ხილის ტონებითა და ხალისიანი, ჰარმონიული გემოთი.

ქვევრი მწვანე, რომელიც დამზადებულია კახური მწვანეს ჯიშის ყურძნისგან ტრადიციული ქართული (კახური) ქვევრში დაყენების მეთოდით. აქვს მუქი ქარვისფერი შეფერილობა. ხასიათდება მშრალი ხილის, ეგზოტიკური სანელებლების ტონებით და ჰარმონიული გემოთი.

ხაშმის საფერავი, რომელიც დამზადებულია კახეთის რეგიონში, ხაშმის მიკრო ზონაში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნისგან.გამოირჩევა მუქი ლალისფერი შეფერილობით. ხასიათდება ძლიერი ჯიშური არომატებითა და სრულყოფილი ხავერდოვანი ბუკეტით.

ქინძმარაული, წითელი ნახევრადტკბილი ღვინო, რომელიც დამზადებულია ქინძმარაულის მევენახეობის მიკროზონაში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერილობით. ჯიშურ არომატებში დომინირებს შავი მოცხარისა და მაყვლის ტონები. გამოირჩევა ჰარმონიული გემოთი.

მეღვინეობა „მტევინო" უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ღვინის ქარხანაა, რომელიც სტუმრებს 10 სახეობის ღვინის დაგემოვნებასთან ერთად მრავალფეროვან კულინარიულ მასტერკლასებს სთავაზობს. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ საჭირო ტექნიკით აღჭურვილი, საშუალო ზომის შეხვედრების ოთახით 20-22 პერსონაზე პრეზენტაციების, ტრენინგებისა თუ სხვადასხვა აქტივობების გასამართად, ასევე 5 კომფორტული სასტუმრო ნომრით.

როგორც ცნობილია, სოფელი ხაშმი ყველასთვის ცნობილი სახეობის − ხაშმის საფერავის სამშობლოა. მარნის მშენებლობის დაწყებამდე, კომპანიის დამფუძნებლის ნიკას ზაუტაშვილის დიდი მცდელობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის სახეობებს ხაშმის საფერავი შემატა, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული დასახელების დაცვას საერთაშორისო მასშტაბით ყველა იმ ხელშეკრულებისა და კონვენციის საფუძველზე, რომელსაც საქართველო არის მიერთებული, ან ხელი აქვს მოწერილი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს