საერთაშორისო სტარტაპ კონკურსზე საქართველოს სახელით BTU-ს მიერ წარდგენილი 5 სტარტაპი მიიღებს მონაწილეობას

საერთაშორისო სტარტაპ კონკურსზე საქართველოს სახელით BTU-ს მიერ წარდგენილი 5 სტარტაპი მიიღებს მონაწილეობას
ფოტო: BTU

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საერთაშორისო  სტარტაპ კონ­კურ­სი Big Idea Challenge-ის 9 ფინალისტი საქართველოდან ცნობილია. კონკურსში ჩართულია 7 ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უკრაინა და უზბეკეთი. ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს პროგრამა „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკლის“ ფარ­გლებ­ში Big Idea Challenge-ის კონკურსი ყოველწლიურად ტარდება.

კონ­კურ­სი მო­ი­ცავ­ს სამ კა­ტე­გო­რი­ას: ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი გავ­ლე­ნა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ინდუსტრია. 9 ფინალისტ სტარტაპს შორის, რომელიც საქართველოდან გამოვლინდა 5 ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის მიერ წარდგენილი სტარტაპები არიან.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის მიერ წარდგენილი სტარტაპებია: Phubber App, Edison Tech, Elven Technologies, Beauty Lab, Zero Effect.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდი მოხვდა Big Idea Challenge-ის 9 ფინალისტ სტარტაპს შორის - Bananno.

კონკურსის გამარჯვებულს შანსი აქვს მიიღოს £3000-მდე საგრანტო პრიზი, ბიზნეს მენტორინგი და მონაწილეობა მიიღოს ექსკლუზიურ დისტანციურ სტარტაპ სპრინტ პროგრამაში.

კონკურსს წელს პირველად  დაემატა ახალი საპრიზო ნომინაცია - პანდემიის საპასუხო ინოვაციური იდეებისთვის. ნომინაციის საერთაშორისო გამარჯვებული მიიღებს დამატებით £1000.

  • Phubber App არის სოციალური შოპინგის ციფრული პლატფორმა, სადაც შეგიძლია გაყიდო და იყიდო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და სილამაზის პროდუქტები. მიტანის სერვისსა და ხარისხის კონტროლს უზრუნველყოფს ფაბერის გუნდი. ფაბერზე აღმოაჩენთ აუთენტურ ბრენდებს როგორც მეორად, ისე ახალ მდგომარეობაში, ქართველი დიზაინერების აუთლეტებს, ვინტაჟ მაღაზიებსა და დამწყებ ქართულ ბრენდებს. ამავდროულად კი შეგიძლიათ მართოთ საკუთარი ონლაინ მაღაზია და გადააქციოთ აპლიკაცია შემოსავლის ალტერნატიულ წყაროდ.

ფაბერის თანადამფუძნებლის, ანანო დოლაბერიძე: "ჩვენთვის, როგორც სტარტაპისთვის თითოეული ახალი შესაძლებლობა არის მნიშვნელოვანი როგორც გამოცდილების, ისე ახალი კონტაქტების დამყარების კუთხით. კომპანიის საწყის ეტაპზე, ვფიქრობ, მსგავსი სტილის კონკურსში მონაწილეობა ერთის მხრივ დიდი გამოწვევა, მეორეს მხრივ კი დიდი მოტივაციაა, რათა ყოველთვის ვეცადოთ გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი და მივაწვდინოთ ხმა გამოცდილ და კომპეტენტურ ადამიანებს, რომელბიც სწორ მიმართულებას მოგვცემენ ჩვენი სტარტაპის გავნითარებისთვის"

  • Elven Technologies ქმნის მეხანძრის ინოვაციურ, სრულიად ცეცხლგაუმტარ კოსტუმს, რომელიც აღჭურვილია შიდა გაგრილების სისტემით. მეხანძრის თანამედროვე უნიფორმები არ არის ცეცხლგაუმტარი, ძალიან მალე ზიანდება პირდაპირ ალში, და არ აქვს მეხანძრის გაგრილების ფუნქცია. Elven-ის კოსტუმი საშუალებას აძლევს მეხანძრეს, კომფორტულად და უსაფრთხოდ იმუშაოს პირდაპირ ალშიც კი.

Elven Technologies-ის დამფუძნებელი, ვამეხ ხერხეულიძე: "ნებისმიერ პროექტში მონაწილეობასას ჩვენი მიზანია ამ პროექტში გამარჯვება. ასევე მუდმივად მოველით რაიმე ახლის სწავლას, რაც ამ პროექტის განმავლობაში ნამდვილად მოვახერხეთ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მოგვიწია 1 წუთიანი და ამავდროულად მთავარი ინფორმაცის შემცველი პიტჩის დაწერა. ეს საკმაოდ რთლი გამოწვევა იყო, რისი დაძლევაც ჩვენთვის განვითარების კიდევ ერთი ნაბიჯი იყო."

  • Edison Tech ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ქმნის მაღალტექნოლოგიურ ჭკვიან მოწყობილობებსა და პროგრამულ უზრუნველყოფებს.

Edison Tech-ის დამფუძნებელი, გივი ბერიძე: "BIG Idea Challenge-ის გამოწვევის ფარგლებში ჩვენმა გუნდმა წარადგინა სასუნთქი აპარატის პორტატული ვერსია, რომელიც COVID19-ის ან სხვა ნებისმიერი დაავადების საწინააღმდეგოდ შესაძლებელია იქნეს გამოყენებული."

  • Beauty Lab App - ონლაინ ჯავშნების სისტემა სილამაზის სალონებისათვის, რომელშიც გაერთიანებულია ჯავშნის სისტემა მომხმარებლებისათვის, მართვის პანელი სილამაზის სალონებისთვის და ონლაინ გადახდები.

Beauty Lab-ის დამფუძნებელი, ქეთა ბაღაშვილი: "მოგეხსენებათ, რომ  აპლიკაციია ოფიციალურად არ გაგვიშვია. შესაბამისად  ფაქტიურად ჯერ არარსებული პროდუქტით ისეთი მნიშვნელოვანი კონკურსის ფინალისტებში მოხვედრა, როგორიც Big idea challenge-ია, ორმაგად გასახარია.

ვთვლით, რომ ქართული სტარტაპებისთვის ინტერნაციონალური კონკურსების არსებობა და მათი მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

  • Zero Effect საქართველოში პირველი ნული ნარჩენის კონცეფციის სივრცეა, რომლის მიზანიც არის მსოფლიოს სხვა ქვეყნებისა და ქალაქების მსგავსად, საქართელოშიც მიეცეთ მაცხოვრებლებს საშუალება, შეამცირონ ნეგატიური გავლენა გარემოზე, გაეცნონ ნული ნარჩენით ცხოვრების სტილსა და პლასტმასას გარემოსთან მეგობრულ ალტერნატივებს.

Zero Effect-ის თანადამფუძნებელი, ანი ჭყოიძე: "Big idea challenge-ში მონაწილეობა ჩვენთვის, როგორც სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცდილება იყო. გვიხარია რომ დავიმსახურეთ მოწონება და ფინალში ვართ. განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ კრიზისულ პერიოდში პროექტში გამარჯვება დიდი სტიმული და ბიძგი იქნება ჩვენთვის რომ არ დავკარგოთ ტემპი და ის დასახული მიზნები  განვახორციელოთ."

  • Bananno არის ინოვაციური აპლიკაცია, რომელიც შეცვლის მომხმარებლების დღის საკვებ რაციონს პანდემიის დროს და მის შემდეგ. მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ სახლიდან გაუსვლელად შეუკვეთონ  მათი სასურველი კერძის მოსამზადებლად საჭირო ნებისმიერი პროდუქტი. ჩვენ მათ სახლში მივაწვდით ყველა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტსა და ინგრედიენტს და ასევე მომზადების რეცეპტს, ლამაზად შეფუთულს მუყაოს ყუთში.  დარწმუნებულები ვართ, რომ Bananno ჩვენი და ჩვენი მეგობრების სოციალური დისტანციის პროცესს ბევრად უფრო მხიარულსა და ჯანმრთელს გახდის.

Bananno-ს დამფუძნებელი, ბაქარ ჟღენტი: "Big Idea Challenge საინტერესო პროექტია და ძლიერი კონკურენტებიც გვყავს. რადგან ჩვენი სტარტაპი ჯერ საწყის დონეზეა, ვფიქრობ, ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. იმედია, ამ პროექტის ფარგლებში კიდევ მივაღწევთ წარმატებებს."

"Big Idea Challenge"-ში მონაწილეობის მსურველ სტარტაპებს, რეგისტრაციისას უნდა აეტვირთავთ 1 წუთიანი ფიჩის ვიდეოები ინგლისურ ენაზე, გადაღებული შესაბამისი ვიდეო გიდის მიხედვით.

 

Latest on Entrepreneur