კომბუჩა - გემრიელი და სასარგებლო გამაგრილებელი სასმელი

კომბუჩა - გემრიელი და სასარგებლო გამაგრილებელი სასმელი
ფოტო: Namu

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბოლო ათწლეულია კომბუჩას პოპულარობა დღითიდღე მატულობს. ეს მისი საოცრად გემრიელი არომატისა და ჯანმრთელობაზე დადებითი ზემოქმედების კომბინაციის დამსახურებაა.

რა არის კომბუჩა? კომბუჩა არის ფერმენტირებული ჩაი, რომელიც უძველესი დროიდან, მისი სამკურნალო თვისებების გამო, ძალიან დაფასებული იყო. კომბუჩას სახელწოდება უკავშირდება კორეელი ექიმი კომბუს სახელს, რომელმაც ჩაი იაპონიაში შემოიტანა იმპერატორის განსაკურნად. ევროპაში კომბუჩა მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოდის და განსაკუთრებით ფეხს იკიდებს რუსეთში. მეორე მსოფლიო ომის დროს საკმაოდ პოპულარულია, თუმცა ვინაიდან ამ პერიოდში ჩაისა და შაქრის ხელმისაწვდომობა ლიმიტირებულია, კომბუჩას პოპულარობა განსაკუთრებულად 1960-იანი წლებიდან იზრდება. ამას ხელი შეუწყო შვეიცარიაში ჩატარებულმა კვლევებმა, სადაც კომბუჩას სასარგებლო თვისებების შედარება ხდება იოგურტთან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კვლევა არ არის ჩატარებული კომბუჩას სარგებლის დასადასტურებლად, ფაქტია, ეს სასმელი შეიცავს პრობიოტიკებს, სასარგებლო ბაქტერიებს, რაც უკავშირდება ნაწლავების სიჯანსაღესა და საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესებას.

კომბუჩას ფერმენტაცია ხდება ჩაის, შაქრისა და კომბუჩას დედის საშუალებით, რომელიც წარმოადგენს უჯრედისს – ბაქტერიებისგან და საფუარისგან შემდგარ მყარ მასას. პროცესი დაახლოებით 1-2 კვირა გრძელდება. სასმელში შაქრის დონე კლებულობს, მჟავიანობა მატულობს და იგაზება ბუნებრივად.

საქართველოში პირველად კომბუჩას კომერციული წარმოება დაიწყო 2016 წლიდან შპს “ნამუს” მიერ. “ნამუ” პირველი ვეგანური კონცეფციის, ქალი მფლობელის ბიზნესია. თავდაპირველად მისი შეძენა მხოლოდ ჩამოსასხმელი სახით იყო შესაძლებელი. დღეს უკვე “ნამუს” კომბუჩა სამი განსხვავებული არომატით (ჯინჯერი, ლავანდა, მარწყვი) წარმოდგენილია ალუმინის ქილებში, რაც უფრო ეკომეგობრულია, რადგან გადამუშავებადია. თუ ჯერ არ გაგისინჯავთ კომბუჩა, მისი შეძენა შეგიძლიათ:

  1. კაფე ნამუში, შალვა დადიანის 30-ში
  2. ონლაინ https://namu.ge/product/kombucha/
  3. Entrepreneur Shop-ზე! 
  4. მაღაზია ორგანიკაში აბაშიძის 61-ში

მალე “ნამუს” კომბუჩა მეტ ადგილას იქნება წარმოდგენილი.

შუშხუნა ზაფხულს გისურვებთ!

Latest on Entrepreneur