როგორ გავახაროთ "გახარიას ფულით" ბავშვები?

ჩვენ გირჩევთ, როგორ დახარჯოთ ჩარიცხული 200 ლარი

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუ უკვე ჩაგერიცხათ 18 წლამდე ბავშვებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი 200 ლარიანი სოციალური დახმარება, გირჩევთ ქართულ ბრენდებს, რომელთა პროდუქტებიც გაახარებს თქვენს პატარას და თან ქართულ წარმოებასაც დაუჭერთ მხარს.

Entrepreneur Georgia

Atom Kids ქართული სტარტაპია, რომელიც ბავშვებისთვის სხვადასხვა თემატიკისა და შინაარსის შემეცნებით თამაშებს ქმნის. ექსპერიმენტების წყალობით ისინი ითვისებენ ახალ უნარებს და თამაშის გზით ერთვებიან საინტერესო, შემეცნებით, საგანმანათლებლო პროცესში. 

ქართული ბრენდი "ლეკვი" ქმნის საბავშვო ჩანთებს, რომელშიც შერწყმულია ორიძირითადი კომპონენტი: ბავშვის გემოვნება და მშობლის ინტერესები.  ეს არის ნატურალური, ანტიალერგიული ქსოვილისაგან საქართველოში დამზადებულისაბავშვო ხელნაკეთი ჩანთები. 

სათამაშოების მაღაზია EDUtoys შექმნილია 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, შემეცნებითი და განმავითარებელი პროდუქტების დიდი არჩევანით. სამაგიდო თამაშების მიზანია დაეხმაროს ბავშვებს ხალისით და თამაშით გაიგონ უფრო მეტი რამ, სამყაროს შესახებ და განივითარონ სხვადასხვა უნარები. Edutoys-ის პროდუქტები უსაფრთხო და სერთიფიცირებულია.  

შარლოტა კლასიკური დიზაინით შთაგონებული და შექმნილი ბავშვთა სამოსისა და აქსესუარების ქართული ბრენდია, რომელიც ბუნებრივი ქსოვილებით საქართველოში იწარმოება.  

Rainbow Design ქართული ბრენდია, რომელიც ფერად საწვიმრებს ქმნის და მომხმარებლებს საკუთარ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.ბრენდის დამფუძნებელი 23 წლის მარიამ ჩიღუნაძეა, რომელიც 2 შვილის დედობისა და სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად, საყვარელ საქმიანობას აქტიურად უძღვება.  

                                  

"დორა" 11 წლის გიორგი შეშაბერიძის ხორცშესხმული იდეაა, რომელმაც დამოუკიდებლად გადაწყვიტა გორში, საკუთარი ხელით დამზადებული „მამალოები“ გასაყიდად მაღაზიებისთვის შეეთავაზებინა. მალევე, წამოწყებამ დიდი პოპულარობა მოიპოვა და დღეს საწარმო მარკეტებიდან შეკვეთას ვეღარ აუდის. დღეს ის საკუთარ შემოსავალს დამოუკიდებლად, საწარმო „დორას“ საშუალებით გამოიმუშავებს და დიდი სამომავლო გეგმები აქვს.