📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა 9 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო. ფინანსური რესურსი თბილისის ისტორიულ უბან ავლაბარში, 65 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას მოხმარდება. Clocks Hotel Tbilisi საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით შემუშავებული პროექტის მიხედვით შენდება. პროექტის განხორციელების პროცესში ამჟამად 52 ადამიანია დასაქმებული. სასტუმროს გახსნა 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება, რის შემდეგაც ობიექტი დამატებით 70 სამუშაო ადგილს შექმნის.

პროექტზე მუშაობის პროცესში, სასტუმროს მენეჯმენტის ძირითადი მიმართულება ისეთი ადგილობრივი ბრენდის შექმნა იყო, რომელიც თავისუფლად გაუწევდა კონკურენციას ცნობილი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებს არამხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურებით, არამედ შენობის დაგეგმარებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტებით. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. გარდა გამორჩეულად დახვეწილი ნომრებისა, Clocks Hotel Tbilisi- ში განთავსდება 2 საკონფერენციო დარბაზი, 2 რესტორანი, ბარი, ტერასა თბილისის ულამაზესი ხედებით და გამწვანებული ეზო, რომელიც განსაკუთრებულად მყუდრო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

განსაზღვრული სეგმენტი მოიაზრებს MICE ტურიზმის განვითარებას, როგორც სხვადასხვა კომპანიების მასპინძლობითა თუ საქმიანი შეხვედრების ორგანიზებით, ასევე მოგზაურების და სხვა სტუმრების მიღებას. სამომავლოდ ასევე იგეგმება საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ტურიზმის სექტორში დამატებითი პროექტების განხორციელება, რომლებიც საქართველოს რეგიონებში იქნება გადანაწილებული.

პროექტის ჯამური ღირებულება 14 მლნ ლარს შეადგენს.

"სასიხარულოა, რომ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო შენდება. ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება, შესაბამისად სასიამოვნოა, რომ ბანკთან თანამშრომლობით Clocks Hotel Tbilisi საქმიანობას ავითარებს. სასტუმროს გახსნა 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება. მისი გამორჩეულად მაღალი ხარისხი და თანამედროვე დიზაინი პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს ამ საინტერესო პროექტის განხორციელებაში",- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ ქოქოსაძემ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება

ლიდერობა

ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებს

Amazon-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს დამწყებ ანტრეპრენერთათვის ოთხი მნიშვნელოვანი რჩევა აქვს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ