ვინ არ დაისვენა? - Dello

გაიცანით ოთარ ტერტერაშვილი და ვაკო ბენაშვილი!
ვინ არ დაისვენა? - Dello
ფოტო: Entrepreneur Georgia

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Dello არის Software Develop­ment კომპანია, რომელიც ეხმარება ბიზნესებს, ციფრული ტრანსფორმაციის მეშვეობით გახდნენ უფრო მოქნილები და უკეთესები. დღესდღეობით მომხმარებლებს ვთავაზობთ რამდენიმე განსხვავებულ მომსახურებას, ესენია: Mobile App Development, Web Development, Desktop App De­velopment, E-commerce Website Development და UX/UI Design. Dello-სთვის ასევე პრიორიტეტულია, ხელი შეუწყოს კომპანიებისა და საძიებო სისტემების „დამეგობრებას“ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მომხმარებლისთვის საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) სერვისიც შეგვეთავაზებინა.

დაწყების დღიდან გადავწყვიტეთ, თითოეული ციფრული პროდუქტი აღგვექვა, როგორც საკუთარი, და გვემუშავა მასზე ისე, როგორც ჩვენს პირად პროდუქტზე ვიმუშავებდით. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს, მუდმივად განვვითარდეთ და შევქმნათ ისეთი უნიკალური პროდუქტი, რომელიც თითოეული მომხმარებლის მოლოდინს გადააჭარბებს. ჩვენთვის პრიორიტეტულია, დამკვეთმა მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე ის ელოდება. მიიღოს იმაზე მოკლე დროში, ვიდრე ეს იყო გაწერილი და რაც მთავარია, მიიღოს პროდუქტი, რომელიც მათი მომხმარებლის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

Dello-ს ორივე დამფუძნებელს − ოთარ ტერტერაშვილსა და ვაკო ბენაშვილს, ანალოგიურ საკითხებზე ერთად ბევრჯერ გვიმუშავია, შეგვიქმნია რამდენიმე ციფრული პროდუქტიც, მაგრამ ბიზნესად ჩამოყალიბება ზაფხულში გადავწყვიტეთ. ვინაიდან ორივე ჩვენგანი ვართ სტარტაპერი, ერთად გვიმუშავია რამდენიმე საინტერესო პროექტზე და დღეს სწორედ მიღებული გამოცდილება ძალიან გვეხმარება. გვგონია, რომ ეს სტარტაპერული აზროვნება და გამომუშავებული უნარ-ჩვევები ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ საქმეში. მუდმივად გაქვს მუხტი, არ გეშინია მარცხის და მუდმივად მიიწევ რაღაც ღირებულის შექმნისკენ!

შექმნილმა მძიმე პერიოდმა გარკვეულწილად მეტი დრო მოგვცა, დავფიქრებულიყავით და განგვესაზღვრა პრიორიტეტები. მივხვდით, რომ ეს პერიოდი პირიქით, შესაძლებლობად უნდა გვექცია და ასე თუ ისე „გამოჯანმრთელებულ“ ბაზარს უკვე მობილიზებულნი შევხვედროდით. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ბიზნესს, ასევე გააჩინა გრძელვადიანი საკმაოდ დიდი პერსპექტივებიც და სწორედ ამ პერსპექტივებმა მოგვცა დამატებითი მოტივაცია, დაგვეარსებინა Dello.

დღეს კომპანიაში დასაქმებულია 6 ადამიანი. ვინაიდან ძალიან სწრაფად იზრდება მოთხოვნა, ჩვენც კიდევ უფრო აქტიურად ვცდილობთ მოვძებნოთ პროფესიონალი, საინტერესო და რაც მთავარია, პერსპექტიული ადამიანები.

Latest on Entrepreneur