📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

სოფელ კუმისში თიბისი მხარდაჭერით რძის საწარმო აშენდა საწარმოში 5 ტონამდე რძე გადამუშავდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში ფერმერმა ჯემალ ფალავანდიშვილმა რძის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. თიბისის მხარდაჭერით მშენებლობა პანდემიის პერიოდში დაიწყო, ფერმერი საწარმოს გახსნას ნოემბერში გეგმავს.

თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით საწარმოში 5 ტონამდე რძე გადამუშავდება და პირველ ეტაპზე ორი სახეობის ყველი დამზადდება. ფერმერი ყველის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე აპირებს.

„რძის გადამამუშავებელი საწარმოს გაკეთებამდე რეალიზაციის პრობლემამ მიმიყვანა, რომელსაც მე პირადად ვაწყდებოდი. დაახლოებით, 20 წელია ამ საქმეს ვემსახურები, მაქვს ფერმა, სადაც 30 სული საქონელი მყავს და ხშირად მექმნებოდა რძის ჩაბარების პრობლემა. საწარმოს ამუშავებით, მე ვფიქრობ, ადგილობრივებსაც მოუგვარდებათ რძის რეალიზაციის პრობლემა და მომხმარებელს კი, თანამედროვე სტანდარტებით დამზადებულ პროდუქციას მივაწვდით," - ამბობს რძის საწარმოს დამფუძნებელი და დირექტორი ჯემალ ფალავანდიშვილი.

საწარმო რძეს მეზობელი სოფლების ფერმერებისგანაც შეიძენს. სამომავლოდ კი, დაგეგმილია წარმოების გაფართოება და პასტერიზებული რძის და ხაჭოს ნაწარმის გამოშვება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი