7 გზა, თუ როგორ უნდა გახდეთ ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ჭკვიანი

7 გზა, თუ როგორ უნდა გახდეთ ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ჭკვიანი
ფოტო: Pixabay

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
6 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესში წარმატების მისაღწევად, გამჭრიახი გონება დაგჭირდებათ, რომ პრობლემებზე უფრო სწრაფი რეაქცია  გქონდეთ და კარგად შეაფასოთ ყველაფერი, რაც ამ გაურკვეველ გზაზე შეგხვდებათ. მოკლედ რომ ვთქვათ, წარმატებას მიაღწევთ თუ არა ხშირად ის განსაზღვრავს, თუ რამდენად ჭკვიანი ხართ.

ნებისმიერს  შეუძლია პრაქტიკით  მეტი ისწავლოს,  გონებაც დახვეწოს და ახალ უნარებსაც დაეუფლოს.  შემეცნებითი უნარებისა და გონებრივი შესაძლებლობების გასაძლიერებელად მრავალი გზა არსებობს. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვცდილობდეთ რაიმე ახლის შესწავლას დავუთმოთ დრო, რადგან რაც მეტს ვიგებთ, მეტს ვსწავლობთ და ღრმად ვერკვევით რაიმე საკითხში, მით უკეთ შეგვიძლია ჩვენი ტვინის გააქტიურება და სწავლის უნარის გაძლიერება.

ქვემოთ მოყვანილ სიაში საუკეთესო გზებია წარმოდგენილი თქვენი გონების გასააქტიურებლად და ინტელექტის ასამაღლებლად, ისე რომ თქვენს წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავება შეძლოთ. თუ ამ შვიდი რჩევას გაითვალისწინებთ,  ყოველ კვირას  ცოტა უფრო ჭკვიანი გახდებით.

1. ყოველდღიურად გარკვეული დრო დაუთმეთ კითხვას 

ადამიანის გონება ძალიან მიაგავს კუნთს: რაც მეტს ამუშავებთ მას, მით უფრო ძლიერი ხდება. კითხვა მნიშვნელოვანი ელემენტია თქვენი გონების გასავითარებლად, რადგან ცოდნის შეძენისა და ახლის შესწავლის ერთ-ერთი მთავარი გზაა.

კითხვით შეგიძლიათ ბევრი ახალი რამ აღმოაჩინოთ და ნებისმიერი საკითხი შეისწავლოთ. კითხვა ფანტაზიას ააქტიურებს და  ამით თქვენი შემოქმედებითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს. როგორც წარმოთქმული, ისე დაწერილი  სიტყვები, ჩვენი სოციალური არსებობის სამშენებლო მასალაა  და სიტყვების საშუალებით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგვიძლია გამგზავრება.

თუ სწრაფად გსურთ თქვენი ცოდნის გაზრდა, ერთ მარტივ გზას უნდა მიმართოთ, კითხვის ტემპის დაჩქარება უნდა სცადოთ და ინფორმაციის მიღება წიგნების წაკითხვაც შეძლოთ, სხვადასხვა მასალებითაც და ონლაინ სტატიებითაც (თუნდაც, როგორიც ეს სტატიაა!). ადამიანების უმრავლესობა წუთში საშუალოდ 250 სიტყვას კითხულობს. ამ სიჩქარით დაახლოებით ექვსი წუთი დაგჭირდებათ ამ სტატიის წასაკითხად. მაგრამ თუ სწრაფი კითხვის უნარს დაეუფლებით, ამ დროის ნახევარიც საკმარისი იქნება.  მხოლოდ უნდა  გახსოვდეთ, რომ თქვენი მიზანი, მხოლოდ წაკითხული სიტყვების რაოდენობის გაზრდა კი არ არის, მათი მნიშვნელობის  ბოლომდე გააზრების გარეშე, არამედ ინფორმაციის რაც შეიძლება სწრაფად მიღებაა.

2. ეცადეთ ღრმად ჩაწვდეთ თითოეულ საკითხს

უფრო ჭკვიანი რომ გახდეთ, ინფორმაციის ათვისებაზე გაცილებით მეტის გაკეთება მოგიწევთ - ნამდვილი სიბრძნე საკითხის ღრმად ჩაწვდომასთან ერთად მოდის. ყველაზე წარმატებული ადამიანები ყოველთვის ყველას უსწრებენ წინ, იმიტომ, რომ მათ სწრაფადაც შეუძლიათ ახალი უნარების შესწავლა, ცვლილებებსაც ადვილად ერგებიან და ერთობლივადაც შეუძლიათ მუშაობა და დამოუკიდებლადაც.

მათ ღრმა და მნიშვნელოვანი ცოდნა აქვთ დაგროვილი თავიანთ სფეროში და  მოქნილი აზროვნება, და ამ ყველაფერს პრობლემებში გასარკვევად იყენებენ, გადაწყვეტილებებსაც სწრაფად იღებენ და გამოსავალსაც სწრაფად პოულობენ. ეს ღრმა ცოდნა ეფექტური მუშაობის აუცილებელი საფუძველია.

სტაბილურად იმუშავეთ ცოდნის შესაძენად, ღრმად შეისწავლეთ რამდენიმე მთავარი თემა და საკითხი. საკუთარ თავთან გულწრფელები იყავით, აღიარეთ რა სფეროში  მოიკოჭლებთ და ამის გათვალისწინებით შეეცადეთ მნიშვნელოვან საკითხებში ისე განიმტკიცოთ ცოდნა, რომ  საფუძვლიანი  ინფორმაცია გქონდეთ და მასზე დაყრდნობა თავისუფლად შეძლოთ.   ცოდნა პრინციპში, ინფორმაციის დაგროვებასთანაა დაკავშირებული და ამიტომ საფუძვლებით დაიწყეთ. ვიდრე რაიმეს  გამოსწორებას შეეცდებით, ნათელი წარმოდგენა უნდა გქონდეთ,  თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა. მრავალმხრივი განათლება  კარგია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია "ღრმა ცოდნა"  და  რთულ საკითხებში ბოლომდე გარკვევა.

3. განუწყვეტლივ დასვით შეკითხვები და განმარტება ითხოვეთ

შეკითხვების დასმა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ჭკვიანი გახდეთ. ინოვაციები ყოველთვის შეკითხვების დასმითა და ცნობისმოყვარეობით იწყება. შეკითხვების დასმას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით ჩვენი სამყაროსა და გონების საზღვრებს ვაფართოვებთ. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ცნობისმოყვარეობის გაღვივება დ შეკითხვების დასმით გონების გახსნა.

ეს მხოლოდ შეკითხვების დასმის საკითხი არ არის: თქვენ გონივრული შეკითხვები უნდა დასვათ, რომლებიც გამოავლენს რამდენად სამართლიანია ნებისმიერი მოსაზრებები,  გააანალიზებს რა უდევს საფუძვლად გარკვეულ ნაბიჯებს და გამოიკვლევს, რაც არ არის ნათელი.  ისეთი შეკითხვების დასმა სცადეთ, რომ საქმის არსს ჩაწვდეთ და აუცილებლად მოითხოვეთ მათზე პასუხები.  

როგორც სხვა ყველაფერი, ამ უნარის განვითარებასაც დრო სჭირდება. მუშაობთ, კითხულობთ თუ საქმიანობთ, ნებისმიერ დროს  ჟურნალი აწარმოეთ, რომელშიც ყველა შეკითხვას ჩაწერთ, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მუშაობთ და ნებისმიერს, რაც კი თავში გაგიელვებთ. განმარტების მოთხოვნის ნუ შეგეშინდებათ, როდესაც თქვენთვის რაღაც არ არის გასაგები.

4. მრავალფეროვანი გახადეთ თქვენი დღე

თქვენი გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზა თქვენი ტვინის სხვადასხვა უბნების გააქტიურებაა.  ყოველდღიურად ერთი და იგივეს კეთებით უფრო ჭკვიანი ვერ გახდებით. მიუხედავად იმისა, რომ რუტინა ერთი მხრივ კარგია (როდესაც თქვენმა სხეულმა იცის, როდის უნდა ადგეს და როდის არის ძილის დროს), დღის საათების რუტინულ საქმიანობაში გატარება ბუნებრივია, არ გენდომებათ.

თქვენ ცხოვრებაში ყოველდღიურად რაიმე ახალი უნდა შეიტანოთ, და ამით სიახლის შეგრძნებაც გექნებათ და  თან ეს, ინტერესის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა. ეს შესაძლოა ასევე ახალი ადგილის მოძებნას ნიშნავდეს სადილობისთვის, ან შუადღისას სასეირნოდ  გასვლას, და ხედებისა და ხმებისთვის ყურადღებას მიქცევას. თქვენ სამუშაო რუტინის შეცვლაც  შეგიძლიათ, ამისთვის თქვენი ყოველდღიური ამოცანების შესრულების ახალი გზები გამოძებნა სრულიად საკმარისი იქნება.

თუ გარკვეული დროის განმავლობაში ერთ საკითხზე მუშაობთ, იქნებ სხვაზე გეცადათ გადასვლა. ნებისმიერი ამოცანის შესრულების ოდნავ განსხვავებული გზები მოძებნეთ და ეს საქმიანობა არ მოგბეზრდებათ, თქვენი გონება კი ნათელი და კონცენტრირებული იქნება. ყოველდღიურად დავალებების შენაცვლების შემთხვევაში, თქვენი ტვინის სხვადასხვა ნაწილებს ცოტა განსხვავებულად გამოიყენებთ. ეს თქვენი ტვინის სხვადასხვაგვარად გააქტიურების გზით გონებრივი შესაძლებლობების გაძლიერებაშიც დაგეხმარებათ,  ეს  თქვენი ტვინის ვარჯიშად ჩათვალეთ.

5. გადახედეთ შესწავლილ ინფორმაციას

ჩვენ ყველაზე კარგად მაშინ ვიხსენებთ ახალ ინფორმაციას, როდესაც ცოტა დროა გასული მისი სწავლიდან. თუ ამ ინფორმაციას მისი სწავლის შემდეგ მალე არ გამოიყენებთ, ის სწრაფად გაქრება თქვენი გონებიდან. რამდენიმე დღის შემდეგ, ცოტა თუ  გაგვახსენდება იმისგან, რაც თავდაპირველად ვისწავლეთ. ეს ინფორმაცია ჩვენს გრძელვადიან მეხსიერებაში უნდა შევინახოთ მეხსიერების გასაძლიერებლად და ამის საუკეთესო გზაა, ხშირად გადავხედოთ მას, ვიდრე მყარად არ დაფიქსირდება.

როგორც კი რაღაცას წაიკითხავთ ან გამოიკვლევთ,  მაშინვე გააკეთეთ ჩანაწერები ან როდესაც დაასრულებთ, რამდენიმე წუთი გამოყავით და მთავარი მომენტები დააფიქსირეთ.  შემდეგ ყოველდღე რამდენიმე წუთი გამოყავით ამ მასალის გადასახედად. ამას მცირე ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ თუ ამ ჩვევას შეიძენთ, გაგიკვირდებათ და ინფორმაციის სწრაფად გადახედვისას დარწმუნდებით, რომ ის კარგად გაიგეთ - და ეს იმის დადგენაშიც დაგეხმარებათ, თუ რა სფეროებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.  

ამასთან ერთად,  ინფორმაციის გადაწერა ან თქვენი ჩანაწერების რეორგანიზაციაც შეგიძლიათ  - ამით კიდევ უკეთ განამტკიცებთ, რაც ისწავლეთ.  ჩანაწერების გადაწერა დაგეხმარებათ კიდევ ერთხელ ნათლად გაიაზროთ ეს საკითხი და ისიც დაადგინოთ, რამდენად კარგად გაიგეთ. გარდა ამისა, როდესაც  მომავალში ამ ცოდნის გამოყენება იქნება საჭირო, მნიშვნელოვნად ნაკლები დრო დაგჭირდებათ მის თავიდან სასწავლად.

6. თვალყური ადევნეთ თქვენს იდეებს

როდესაც საფუძვლიანი ცოდნის შეძენას ცდილობთ, აღმოაჩენთ, რომ ეს თქვენი გონების გაძლიერებისა და განახლების სრულიად ახალი საშუალებაა.   თუ თქვენს ტვინს დიდ ინფორმაციას მიაწვდით, თქვენი გონება თავის საქმეს გააკეთებს და ამ ინფორმაციის გაანალიზებას დაიწყებს, შემდეგ შეიძლება სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინოთ, რომ ნამდვილი იდეების მწარმოებელი მანქანა გახდით. ამ პატარა გაელვებების დროს, ერთ იდეას მეორესთან დააკავშირებთ, რომ კიდევ უფრო დიდსა და უკეთეს იდეამდე მიხვიდეთ.

თქვენ  აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ ამ იდეებზე და უნდა გაითვალისწინოთ კიდეც და  ჩაწერეთ ისინი, სადმე ახლოს შეინახეთ და კიდევ დაუბრუნდით მათ. გახსოვდეთ, თქვენი ყველაზე დიდი და საუკეთესო იდეებიც კი სრულიად უსარგებლო იქნება, თუ რაიმე რეალურს არ გააკეთებთ. თუ გენიალური იდეა გაქვთ, მაგრამ აზრები გეფანტებათ  და აღარ  ცდილობთ ამ იდეის განვითარებას ან სრულყოფას - ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ დიდ შესაძლებლობას უშვებთ ხელიდან!

თქვენი ყველა ახალი იდეა არ იქნება გრანდიოზული. ზოგი შეიძლება არც თუ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ან უბრალოდ არ გაამართლოს. მაგრამ ზოგჯერ, შესაძლოა ისეთმა იდეამ გაგკრათ თავში, რომ მთელი თქვენი ცხოვრება შეცვალოს.

7. მიეცით საკუთარ თავს შეცვლის საშუალება

ვაცნობიერებთ თუ არა, ფაქტია, რომ ზოგჯერ მეტისმეტად ვიკავებთ თავს და უკან ვიხევთ. არის შემთხვევები, როდესაც ყველაზე ჭკვიანი ადამიანებიც  კი აძლევენ თავს უფლებას მოძველებულ ან მცდარ იდეებსა და აზროვნებაზე დაამყარონ იმედები. ნამდვილად ჭკვიანი რომ გახდეთ, საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლებაც უნდა მისცეთ, გარისკოთ კიდეც, და არც შესაძლებლობები გაუშვათ ხელიდან და ყველა ამ გამოცდილებისგან გაკვეთილებიც უნდა მიიღოთ.

უნდა მისცეთ საკუთარ თავს უფლება და უნდა შეიცვალოთ, რაიმე ახალი უნდა აღმოაჩინოთ საკუთარ თავში, და საბოლოოდ ოდნავ განსხვავებული და უკეთესი გახდეთ. ცოდნის მიღების ახალი წყაროები უნდა ეძებოთ და უბიძგოთ გონებას რაიმე ახალი შეისწავლოს, ამით საბოლოოდ დააყენებთ ეჭვქვეშ თქვენს ძველ, ფუნდამენტურ აზრებს. და შეიძლება აღმოაჩინოთ კიდეც, რომ თქვენი ზოგიერთი მოსაზრება მცდარი იყო, ან თქვენი შეხედულებები ფაქტობრივად არც იყო დასაბუთებული.

გამოწვევა გამოუცხადეთ იდეებს, სხვებთან ერთად განიხილეთ ისინი, სხვა მხარეებსაც მოუსმინეთ და თქვენი ანალიტიკური უნარები გამოავლინეთ,  მაგრამ თქვენი აზრის შესაცვლელად მზად იყავით. და უპირველეს ყოვლისა, მიეცით თავს შესაძლებლობა, რომ გაიზარდოთ, გზა გააგრძელოთ და გაცილებით გონიერი გახდეთ.  როგორც კი უფრო ჭკვიანი გახდებით, წარმატებაც არ დააყოვნებს და მაშინვე უკან მოგყვებათ.

Latest on Entrepreneur