📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

The Founder: ოთარ ტერტერაშვილი, Dello #thefounder

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

განათლება: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ინჟინერიის ბაკალავრი ინფორმატიკის მიმართულებით.

თქვენი პირველი სამსახური და ხელფასი?

პირველი სამსახური იყო 18 წლის ასაკში, კლინიკა „ნეოლაბში" IT manager-ის მიმართულებით, ხელფასი კი სრულ განაკვეთზე 800 ლარს შეადგენდა.

დაქირავებული მუშაობა თუ საკუთარი ბიზნესი? რატომ გადაწყვიტეთ თქვენი საქმის წამოწყება?

საკუთარი საქმიანობა ჩემთვის მეტად კომფორტულია, მავსებს მეტი მოტივაციითა და ენერგიით. ამჟამად ასევე დასაქმებული ვარ მსოფლიოში წამყვან ამერიკულ საკონსულტაციო ორგანიზაცია Boston Consultin Group-ში. საკუთარი Software Development-კომპანიის დაარსების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ამ ამერიკული გამოცდილებისა და მიდგომების ჩვენს ქვეყანაში გადმოტანა და დანერგვა იყო.

მოგვიყევით თქვენი ბიზნესის შესახებ...

კომპანია Dello დავაფუძნეთ 2020 წლის ზაფხულში. ვეხმარებით კომპანიებს თავიანთი საქმიანობის გაციფრულებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში. ვცდილობთ, ვიყოთ ყველაზე სანდო ხიდი ბიზნესებსა და ციფრულ სამყაროს შორის. Dello მოიცავს სხვადასხვა თანამედროვე სერვისს, როგორებიცაა თუნდაც Web Development, Mobile App development, UX/UI Design თუ Search Engine Optimization.

იყო დამფუძნებელი, ჩემთვის ნიშნავს:

    1. ვმართო კომპანია სწორი მენეჯერული სტრატეგიით;
    2. მუდამ ვიყო სიახლებიის ძიებაში, რომელიც დაეხმარება კომპანიას შემგომ განვითარებაში;
    3. დავაფუძნო კომპანიაში სწორი ტექნოლოგიური მიმართულება.

პირველი დიდი სირთულე, რომელსაც შეეჯახეთ?

კომუნიკაცია ქართულ ბიზნესებთან. უდიდესი სირთულე, რომელსაც ყოველდღიურობაში ვაწყდებით, არის კომუნიკაცია ქართულ კომპანიებთან. ჩვენთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, დიდი გამოწვევაა, დავარწმუნოთ ბიზნესები თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების უდიდეს არსენალში. მიუხედავად ამ სირთულისა, ბაზარი დღითი დღე ვითარდება, კომპანიების დამოკიდებულებაც იცვლება და მოთხოვნაც იზრდება.

რა არის თქვენი, როგორც დამფუძნებლის, მთავარი მოტივაცია?

საქართველოში ბევრი პრობლემა გვაქვს ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩემი, როგორც კომპანიის დამფუძნებლისა და ტექნიკური დირექტორის, მიზანია ქართულ ბაზარს გავაცნო და შევთავაზო სწორედ ეს თანამედროვე ტექნოლოგიები, და დავეხმარო მათ დანერგვაში.

რა არის თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება?

განტვირთვის ბევრი საშუალება მაქვს, მათ შორის საუკეთესო, ელექტრონულ მუსიკასთან შემხებლობაა, დიჯეინგის მიმართულებით. ცურვა და რაგბის თამაშიც შემიძლია დავუმატო ბოლოს აღნიშულს, რადგან განტვირთვაში ეს ორიც ძალიან მეხმარება.

რას ურჩევდით თქვენს თავს 7 წლის წინ?

უბრალოდ ვურჩევდი, რომ მაშინვე დაეწყო მათემატიკის გაძლიერებული სწავლა და კიდევ უფრო საფუძვლიანად ჩართულიყო ტექნოლოგიებში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება

ლიდერობა

ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებს

Amazon-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს დამწყებ ანტრეპრენერთათვის ოთხი მნიშვნელოვანი რჩევა აქვს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ