📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"ლიბერთი" არის ბანკი, ყველგან და ყველასთვის! გაიცანით ნინო ჩიხლაძე, "ლიბერთი ბანკის" ადამიანური რესურსების მართვისა & ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia
ნინო ჩიხლაძე, ადამიანური რესურსების მართვისა & ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი „ლიბერთი ბანკი“

ნინო ჩიხლაძე, ადამიანური რესურსების მართვისა & ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი

„ლიბერთი ბანკი", 4527 თანამშრომელი

როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ თქვენ, როგორც დამსაქმებელს, სხვა კომპანიებისგან?

უპირველესად, მასშტაბი − „ლიბერთი" არის ბანკი, ყველგან და ყველასთვის. შესაბამისად, ჩვენ გვყავს თანამშრომლები ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში. დღეს „ლიბერთი" ერთი დიდი ოჯახია, სადაც ერთმანეთის აზრი აინტერესებთ. ამ ოჯახში ერთმანეთის მხარდაჭერა და თანადგომა ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა. „ლიბერთის" ოჯახში მივიღებთ ყველას, განურჩევლად რასისა, რელიგიისა, სექსუალური ორიენტაციისა თუ პოლიტიკური შეხედულებისა.

რა გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს კომპანიაში დასაქმებულების სამუშაო რეჟიმზე?

პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ყოველდღიურობაში. „ლიბერთიც" არ არის გამონაკლისი. გამოწვევები უამრავი იყო და ბევრი სიახლეც შემოვიტანეთ ამ პერიოდში.

პანდემიამ ნათლად დაგვანახა, რომ გვჭირდება მეტი მოქნილობა. მოქნილ სამუშაო გრაფიკზე გადასვლა „კოვიდამდე" მსოფლიოში ბევრმა კომპანიამ დაიწყო. თუმცა, მათ რიცხვში ნაკლებად შეხვდებოდი საბანკო სექტორს. ჩვენც ვცდილობდით, ვფრთხილობდით. „კოვიდმა" კი დაგვაჩქარა და გადაწყვეტილებებიც სწრაფად მივიღეთ.

სამუშაო რეჟიმთან დაკავშირებით, ცვლილებები განვახორციელეთ ყველგან − როგორც სათავო ოფისში, ისე წინა ხაზზე. სათავო ოფისის თანამშრომლებს მივეცით უფლება, იმუშაონ საიდანაც სურთ. დღეისათვის შინიდან მუშაობს ჩვენი სათავო ოფისის თანამშრომლების დაახლოებით 90%. მხოლოდ ისინი, ვისაც არ აქვს შინიდან მუშაობის საშუალება, განაგრძობენ მუშაობას ოფისიდან. წინა ხაზისთვის შემოვიღეთ ცვლები ორკვირიანი ინტერვალით. ამ პერიოდში ჩავატარეთ არაერთი შიდა კვლევა, რომელმაც გვაჩვენა, რომ საუკეთესო მოდელი ჩვენი თანამშრომლებისთვის შერეული სამუშაო გრაფიკია, როდესაც თანამშრომელი თავად ირჩევს საიდან იმუშაოს − შინიდან თუ ოფისიდან. როდესაც პანდემია დასრულდება, რაც იმედია ძალიან მალე მოხდება, სწორედ ამ რეჟიმით ვაპირებთ განვაგრძოთ მუშაობა.

როგორ ახერხებთ თანამშრომლების მოტივაციის შენარჩუნებას?

როგორც აღვნიშნე, ამ პერიოდში დიდი გამოწვევების წინაშე დავდექით. მათ შორის არის თანამშრომელთა მოტივაცია და ჩართულობა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დღეს ლიდერშიფი იძენს ისეთ მნიშვნელოვნებას, როგორც არასდროს. მაშინ, როდესაც გაურკვევლობამ მოიცვა ყველაფერი, სწორი და დროული უკუკავშირი, დროულად მიწოდებული ინფორმაცია, ხედვის გაზიარება და მხარდაჭერა აუცილებელი კომპონენტებია თანამშრომელთა მოტივაციისთვის და სტაბილურობის შეგრძნებისათვის.

ამ პროცესში კომუნიკაციის მნიშვნელობას განსაკუთრებით გამოვყოფდი. მსოფლიო კვლევები გვაჩვენებს, რომ სწორედ სწორ და გამართულ კომუნიკაციას ამ რთულ პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

„ლიბერთიში" სწორი და დროული კომუნიკაცია მთავარი საწყისია. ამ მიმართულებით საკმაოდ ვიშრომეთ და ბევრი და ძალიან საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. ძალიან მალე ავაწყეთ შიდა ურთიერთობის სპეციალური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს დროულ და ეფექტურ კომუნიკაციას. პარალელურად, ტოპმენეჯმენტი სრულად არის ჩართული თანამშრომლებთან ურთიერთობაში, კეთდება Live-ჩართვები, ონლაინშეხვედრები. გაკეთდა სპეციალური Mail-ჯგუფები. ასევე, განვახორციელეთ სასწავლო პროგრამები მენეჯერებისა და ტოპმენეჯერებისათვის.

დავამატებ, რომ ძალიან კარგად მუშაობს ამ კუთხით კომუნიკაციის უშუალო ტონი, ემპათია და ცოტაოდენი იუმორის შეტანა ჩვენს ყოველდღიურობაში. უამრავი წესი თუ შეზღუდვა დიდ სტრესს იწვევს. ამიტომ, ცოტაოდენი ხალისი და უშუალობა ყოველთვის საუკეთესო იარაღია.

როგორია თანამშრომლის დაწინაურების პოლიტიკა?

„ლიბერთიში" თანამშრომლის დაწინაურება ხდება გაწერილი პროცესის შესაბამისად. ჩვენთან ფასდება მაღალი ხარისხის პერფორმანსი, ჩართულობა, ლოიალური დამოკიდებულება და ოპტიმიზმი.

პრაქტიკულად, ყველა ღია პოზიციის შესახებ ხდება თანამშრომლების ინფორმირება. ტარდება შერჩევის პროცესი და მიიღება გადაწყვეტილება. ყოველთვის ვცდილობთ დავაწინაუროთ არსებული თანამშრომლები. არაერთი მაგალითი გვაქვს დაწინაურებისა და წინსვლის. ამ პროცესს ვაშუქებთ „ლიბერთის" კარიერის ფეისბუქგვერდზე, რათა სხვა თანამშრომლებისთვისაც თვალნათელი იყოს ორგანიზაციის შიგნით მიმდინარე წინსვლის მაგალითები.

როგორ ახერხებთ დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას?

ამ მიმართულებით სხვადასხვა გზას მივმართავთ:

  • ვიყენებთ ჩვენს სასწავლო ცენტრს, რომელიც ეხმარება თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში − როგორც პროფესიული ცოდნის, ასევე უნარ-ჩვევების კუთხით;
  • დავნერგეთ მენტორების პროგრამა − ამ ეტაპზე ახალბედებზე გვაქვს აქცენტი და მათ სწრაფ განვითარებაში ვეხმარებით;
  • ვიწვევთ ტრენერებს გარე ორგანიზაციებიდან;
  • ვიწვევთ სპიკერებს მასტერკლასების ჩასატარებლად;

სულ მალე დავიწყებთ პროექტს „გააზიარე შენი ცოდნა − ასწავლე სხვას". უკვე დავაანონსეთ ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენი თანამშრომლები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას, ჩაატარებენ მასტერკლასებს. შედგება მოთხოვნადი სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც დასწრება „ლიბერთის" ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლება. ვფიქრობ ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი კორპორაციული კულტურის გაძლიერებას, თანამშრომლების ჩართულობას და, რაც მთავარია, სწორი გარემოს შექმნას. ჯანსაღი გარემო კი განსაზღვრავს ყველაფერს, მათ შორის პროდუქტიულობას და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე