ახალი პლათფორმა "კოვაიდერი" კოვიდინფიცირებულთათვის

ხელოვნური ინტელექტი ვირუსის წინააღმდეგ!

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე  ექიმებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ექიმის კონსულტაციის ხელმისაწვდომობისა და არსებული სიტუაციის გასაუმჯობესების მიზნით, „ერთიანობის“ შემქმნელებმა (საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე - ნინო ზამბახიძე, აჭარა ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - ვალერი ჩეხერია, ბიზნეს აქსელერატორი სპარკის მენეჯერი -  სანდრო კანდელაკი)  ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად ახალი პლათფორმა „კოვაიდერი“ შექმნეს.

entrepreneur.ge

პლათფორმა „კოვაიდერი“ ყველა კოვიდინფიცირებულებს შესაძლებლობას მისცემს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიიღონ სრული ინფორმაცია როგორც  ვირუსის შესახებ, ასევე  რჩევები და რეკომენდაციები. ყველა კითხვა, რომელიც გაუჩნდება მომხმარებელს  პასუხს მათთვის ცნობილ ექიმისგან-ბიძინა კულუმბეგოვისგან მიიღებს.

იმისთვის, რომ ინფიცირებულებმა რთული პერიოდი მარტივად გადაიტანონ, უნდა აკრიფონ ფეისბუქ გვერდი „კოვაიდერი“ და მესინჯერის საშუალებით მიჰყვნენ  მოცემულ ბმულს:

  • თუ რას აკეთებთ სიმპტომების შემთხვევაში;
  •  რა დროს უნდა გავიკეთოთ COVID-19-ის ტესტირება;
  •  სად ხდება PCR ტესტირება;
  •  როგორია  თვითიზოლაციის წესები;
  •  რეკომენდაციები.

„ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეპიდსიტუაციამ დაგვანახა, რომ ექიმებზე მოთხოვნა და  სწორ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გამოწვევაა. ამიტომ პლათფორმა „ერთიანობის„ შემქმნელებმა მივიღეთ გადაწყვეტილება  კიდევ ერთი ახალი პლათფორმა „კოვაიდერი“ შეგვექმნა, რომელიც ინფიცირებულებს შეუმსუბუქებს  მდგომარეობას. იმისთვის, რომ  მომხმარებელს ჰქონოდა  სანდო და ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ამ პროსეცში ჩართულობა ექიმ ბიძინა კულუბმეგოვს ვთხოვეთ.  უმრავლეს შემთხვევაში ვირუსს სახლის პირობებში ვებრძვით და სწორედ, ეს პლათფორმა დაეხმარება ინფიცირებულებს თუ როგორ უნდა წარმართონ სწორად ვირუსთან ბრძოლა. ამ პლათფორმის საშუალებით ყველასთვის ხემისაწვდომი იქნება ექიმის კონსულტაცია, რაც არსებულ ეპიდსიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის და უფრო მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავდეს,“ - განაცხადა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.