იყიდე კალენდარი და გადაარჩინე მარტო დარჩენილი ცხოველები

საინიციატივო ჯგუფმა "მარტო დარჩენილი ცხოველებისათვის" მიუსაფრების დასახმარებლად ორიგინალური კამპანია დაიწყო

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„მარტო დარჩენილი ცხოველებისათვის“ ორგანიზატორებმა მიუსაფარი ცხოველების მხარდასაჭერად ახალი კამპანია წამოიწყეს. 2021 წლის კალენდარი, რომლის შეძენაც შესაძლებელია როგორც საცალო, ასევე კორპორატიული შეკვეთით, მიუსაფარი მეტისების ფოტოებითაა შექმნილი, პროექტზე კი 13-მა ქართველმა ფოტოგრაფმა, სრულიად უსასყიდლოდ იმუშავა. 

ელენე შენგელია

შეიძინეთ კალენდარი აქ

მას შემდეგ, რაც პანდემიის პირობებში, ქვეყნის მასშტაბით სამუშაო სივრცეები და საკვები ობიექტები კვლავ დაიხურა, მიუსაფრები საკვები წყაროს გარეშე დარჩნენ. განსაკუთრებით მძიმეა მათი ყოფა მაგისტრალებსა და დაუსახლებელ ტერიტორიებზე. კამპანიის ფარგლებში შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება მარტო დარჩენილი ცხოველების გამოკვებას.

ჯგუფი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ფოკუსირდება, თუმცა ამ ეტაპზე მათი მთავარი მიზანი - ოთხფეხა მეგობრების შიმშილით სიკვდილისგან დაცვაა.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ კალენდარი არ არის მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის წყარო და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც. „ჩვენ ვცდილობთ, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალი საერთაშორისო პრატქიკის გამოყენებით შევცვალოთ ქვეყანაში არსებული უმძიმესი სიტუაცია და შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მიუსაფარი ახალ ოჯახს შეიძენს, ხოლო ქუჩებში ცხოველები აღარ იცხოვრებენ“ - აცხადებს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

კამპანიის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მიუსაფარი ცხოველების ფოტოებით შექმნილი 2021 წლის კალენდარი, სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითი, უამრავი კომპანიის საყვარელი აქსესუარი და არაერთი მსურველის საახალწლო საჩუქარი გახდება.

საინიციატივო ჯგუფი „მარტო დარჩენილი ცხოველებისათვის“

საკონტაქტო პირი: ნათია ჩიქოვანი

Tel: +995 551 514 514

E: natia.chikovani6@gmail.com

შეიძინეთ კალენდარი აქ