📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორ უნდა გახდეთ გამორჩეული ლიდერი გადატვირთულ ონლაინ ბაზარზე თავის გამოჩენის სამი გზა ონლაინ ბაზარზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ბაზარზე მორგება თუ თავის გამოჩენა? მთელი ყურადღების არსებული ბაზრების მომსახურებაზე გამახვილება თუ აუთვისებელ ბაზრებზე გასვლა? ონლაინბაზარი სულ უფრო გაჯერებული ხდება ანტრეპრენერებისთვის, ინტერნეტში კი უამრავი ინფორმაციაა. ამის გამო, თავისდაუნებურად, სულ უფრო მეტად ვითრგუნებით, შეგრძნება გვიჩნდება, რომ იმ ეტაპს მივაღწიეთ, როდესაც სხვა არჩევანი აღარ გვაქვს, უკან უნდა დავიხიოთ და გადავაფასოთ, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება ცნობილ წითელი ან ლურჯი ოკეანეების სტრატეგიას, ბიზნესის მფლობელებს შეუძლიათ იმდენად უნიკალური და დიფერენცირებული პროდუქტი შესთავაზონ მომხმარებელს, რომ გამორჩეულები გახდნენ ბაზარზე, სისხლით შეფერილ წითელ ოკეანეში ჩაძირვის ნაცვლად.

ქვემოთ სამ გზას გაეცნობით, რომლითაც გამორჩეული გახდებით გაჯერებულ ონლაინბაზარზე, და თან, უფრო მეტად სტრატეგიული კი არა, ადამიანური თვალსაზრისით.

გააცნობიერეთ სხვებისთვის კი არა, თქვენთვის რა არის გამართლებული
ადამიანები, როგორც წესი, ძველი სტრატეგიების მიმდევრები არიან, უხსოვარი დროიდან ყველაფერს ერთსა და იმავე გზით აკეთებენ. ამ დროს მთელი მსოფლიო, საზოგადოება და ადამიანები ვითარდებიან. ასევე ბიზნესის მართვის გზები.

ბევრისთვის ეს დიდი პრობლემაა მხოლოდ იმის გამო, რომ ღრმად არ არიან გარკვეულნი მოვლენებში და არც საკუთარი თავის რწმენა აქვთ. მათ ეშინიათ, რომ თუ საკუთარ ინტუიციას და ცოდნას მიენდობიან, ამან შესაძლოა წარმატება არ მოუტანოთ. ამ დროს ხედავენ, რომ ყველა სხვა წარმატებას აღწევს.

გრძელვადიანი და სტაბილური წარმატება ბიზნესში იმის შედეგია, რომ თქვენ ყოველ ნაბიჯზე იმას აკეთებთ, რაც გსიამოვნებთ. წარმატების მიღწევა სხვა სტრატეგიებითაც შეგიძლიათ, მაგრამ თავს ისე კარგად ვერ იგრძნობთ, არც შთაგონება გექნებათ და არც კმაყოფილების გრძნობა.

გამოწვევა გამოუცხადეთ არსებულ მდგომარეობას
კაცობრიობა განვითარების ახალ დონეზე გადადის, გაცილებით დიდი ინფორმაცია, აზროვნების დონე აქვს და ბუნებრივია, ბიზნესის ახალი პარადიგმის შექმნას ვიწყებთ.

ყველა ლიდერს არ სურს არსებული მდგომარეობისთვის გამოწვევის გამოცხადება. Harvard Business Review-ს თანახმად, ლიდერთა 72 პროცენტი ამბობს, რომ ისინი იშვიათად, ან არასდროს აყენებენ გამოცდის წინაშე თავიანთ ბიზნესში შექმნილ მდგომარეობას.

ლიდერობა უპირველესად საკუთარი თავის შეცნობას ნიშნავს. ბევრისთვის ეს შესაძლოა მოგზაურობა აღმოჩნდეს საკუთარი თავის, საკუთარი მიზნისა და ჭეშმარიტების შესაცნობად. თუმცა, ტიპურ ტრადიციულ სამუშაო გარემოში, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება ჩვენს დიდ სურვილებს, ეს თითქმის შეუძლებელია.

ბიზნესში არსებული მდგომარეობისთვის გამოწვევის გამოცხადება მხოლოდ ერთი უშიშარი და გაბედული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს.

იპოვეთ თქვენი გენიალობის ზონა"

გეი ჰენდრიქსი თავის წიგნში „დიდი ნახტომი" გენიალობის 4 განსხვავებულ ზონას გამოყოფს.

ჩვენ კონცენტრირება და საკუთარი თანდაყოლილი ტალანტების თუ შესაძლებლობების გამოყენება შეგვიძლია „გენიალობის ზონაში". ამ ზონაში ვაცნობიერებთ, რაში გვაქვს უნიკალური ნიჭი და ხშირად ვხვდებით, რომ გარკვეულ სფეროში უფრო დიდი გამოცდილება გვაქვს.

ჰენდრიქსი გიბიძგებთ, საკუთარ თავს ჰკითხოთ, რას აკეთებთ, რაც თქვენთვის სამუშაოს სულაც არ ნიშნავს და რას მოაქვს უზომო სიხარული, კმაყოფილება და შემოსავალი.

გაჯერებულ ონლაინბაზარზე გამორჩევა იმის გარკვევას ნიშნავს, თუ რა გამოგდით ბუნებრივად კარგად, ხოლო შემდეგ ამ უნიკალური საჩუქრებისა და უნარების გამოყენებას. ჩვენ ხშირად ვცდილობთ ისეთი რამ გავაკეთოთ, რაც სხვა ადამიანებს ადვილად გამოსდით, მათ ნაბიჯებსა და სტრატეგიებს ვბაძავთ. ამ დროს, ჩვენს საუკეთესო უნარებსა და სხვადასხვა ნიჭს საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას.

იმისათვის, რომ სრულფასოვანი ცხოვრება გვქონდეს, სიამოვნებას უნდა გვანიჭებდეს ის, რასაც ვაკეთებთ. მათ შორის ის, თუ როგორ ვმართავთ ჩვენს ბიზნესს ყოველდღიურად. იმაზე კონცენტრირებამ, თუ რა განიჭებთ თქვენ (და არა სხვებს) სიამოვნებას, საბოლოოდ შეიძლება ისეთი სიხარული და თავისუფლების შეგრძნება მოგიტანოთ, რომელსაც ყველა ვეძებთ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი