თიბისი ლიზინგის 2020 წლის შეჯამება

საქმიანობის 14 წლის ისტორია და ათასობით მომხმარებელი!

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თიბისი ლიზინგი საქართველოში 2003 წელს დაარსდა და ათასობით კლიენტს ემსახურება. კომპანიის გუნდი მუდმივად მუშაობს ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად, რომელიც დამწყები, მზარდი თუ შემდგარი კომპანიებისთვის თანაბრად ღირებული იქნება. თიბისი ლიზინგის მართვის ქვეშ 300 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის პორტფელია. კომპანიის მიერ განვლილ 2020 წელს, დაბრკოლებების გადალახვის სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებს „თიბისი ლიზინგის“ გენერალური დირექტორი გაგა გოგუა აჯამებს.

როგორ შეაფასებთ კომპანიისთვის 2020 წელს და პანდემიის გავლენას თქვენზე?

თიბისი ლიზინგი

გასული წელი, როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსთვის, გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. აქამდე მსგავსი კრიზისული და კრიტიკული სიტუაციების მართვის გამოცდილება არ არსებობდა.

მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, მიგვაჩნია, რომ საკმაოდ შედეგიანად დავასრულეთ 2020 წელი. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიწია სწრაფად გადაგვეწყო კომპანია ახალ რეალობაზე, არცერთი წუთით არ გავჩერებულვართ და ინვესტიციების მხრივაც გასულმა წელმა ბევრი სასიამოვნო სიახლე მოგვიტანა. მთავარია, სწორად დაგეგმილი, გაწერილი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა გქონდეს, რომელიც ჩვენმა გუნდმა წინა წლის დასაწყისშივე შეიმუშავა.

როგორ შეძელით რეაგირება და ადაპტირება ახალ რეალობასთან?

პირველი, რაც მიზნად დავისახეთ, იყო შეგვენარჩუნებინა როგორც ფინანსური, ისე ემოციური სტაბილურობა და უსაფრთხოება ჩვენი თანამშრომლებისთვის. გარდა ამისა, მაქსიმალურად დაგვეჭირა მხარი მომხმარებლებისთვის, რაც არაერთი გადავადების საშუალებით წარმატებით შევასრულეთ.

მთელი კომპანია, პროცესები და პროცედურები უმოკლეს დროში გადავაწყვეთ დისტანციურ რეჟიმზე მუშაობისთვის ისე, რომ ხელი არ შეშლია არც თანამშრომელს და არც მომხმარებელს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს კრიზისი გამოვიყენეთ შესაძლებლობად და ვფიქრობთ, გამოგვივიდა.

კომპანიის რომელ მიღწევებს გამოარჩევდით 2020 წლიდან ეფექტურობის თვალსაზრისით?

გასული წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ჩვენს საკრედიტო რეიტინგს უკავშირდება. კერძოდ, გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა თიბისი ლიზინგს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი BB მიანიჭა, რაც საქართველოში, არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალია. 2021 წელს კი, Fitch-მა ეს რეიტინგი შეგვინარჩუნა, რაც დასტურია იმისა, რომ ჩვენი კომპანია ფინანსურად მდგრადია, სწორი სტრატეგიული ხედვა აქვს და სწორი მიმართულებით ვითარდება.

ეს ყველაფერი კრედიტორებისა და აქციონერებისთვის ნდობის საწინდარია, ჩვენთვის კი, საშუალებაა, ორიენტირი ავიღოთ მომხმარებლის საჭიროებებისკენ.

ასევე, რამდენიმე წლის შემდეგ პირველად, სწორედ ჩვენ დავაფინანსეთ თევზსაჭერი გემის მშენებლობა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით კი, საქართველოს საფონდო ბირჟაზე 58,4 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განვათავსეთ.

გარდა ამ ყველაფრისა, 2020 წელს მოვიზიდეთ არაერთი ინვესტიცია, რომელმაც ჯამში შეადგინა 175 000 000 ლარი. ესენია: 10 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის მოზიდვა FMO-სგან მეწარმოების განვითარებისთვის, ლუქსემბურგის ფონდს, Green For Growth Fund-სა (GGF) და თიბისი

ლიზინგს შორის გაფორმებული 16,4 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება, რომლის მიზანი იყო მცირე და საშუალო მეწარმეების ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსების ხელშეწყობა.

2020 წლის დასასრულს EBRD-მა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დასაფინანსებლად 6 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გამოგვიყო, რომელიც ძირითადად რეგიონულ პროექტებზე იქნება მიმართული. გავლენიანმა საინვესტიციო კომპანია „სიმბიოტიკსმა“ კი, თიბისი ლიზინგს 16 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გადასცა, მცირე და საშუალო მეწარმეების დასაფინანსებლად.

რამდენად მნიშვნელოვანია და კონკრეტულად რაში დაეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს EBRD-ისა და „სიმბიოტიკსის“ მიერ გაცემული ახალი მოცულობის სესხები?

ორივე შემთხვევაში, ახალი რესურსი მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესსექტორზე, რომლებიც საქართველოში მოქმედი ბიზნესების უმეტესობას წარმოადგენს. ეს კი, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია.

ასევე, როგორც EBRD-ის, ისე „სიმბიოტიკსის“ სესხი მიმართულია უფრო მეტად რეგიონულ განვითარებაზე, რაც დააბალანსებს ბიზნესსექტორის გეოგრაფიულ კონცენტრაციას.

გარდა ამისა, ეს სიახლე დაგვეხმარება საქართველოში სხვადასხვა სალიზინგო პროგრამების განვითარებაში.

როგორ შეაჯამებთ წლის ბოლოს კომპანიის საქმიანობასა და 2020-ის მიღწევებს?

ასეთი რთული პერიოდის გავლის შემდეგაც, თიბისი ლიზინგი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ჩვენი კომპანიის, სალიზინგო ასოციაციის ინიციატივითა და ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, ლიზინგის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტრატეგიულ საკითხებში ჩაიწერა.

მიმდინარე წლიდან უკვე იწყება უცხოელი კონსულტანტების მიერ, ჩვენი დარგის მოთამაშეებსა და მთავრობასთან ერთად, ამ დარგის შესწავლა-განვითარებაზე გრძელვადიანი გეგმის შემუშავება. ეს არის უდიდესი მიღწევა ქვეყნისთვის და ამ დარგისთვის, რადგანაც ლიზინგის განვითარება ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის პირდაპირპროპორციულია.

როგორია კომპანიის გეგმები 2021 წელს?

2021 წლის ჩვენი მთავარი გეგმა − არსებული სერვისების გაციფრულება და ჩვენი მომხმარებლისთვის ცხოვრების მაქსიმალურად გამარტივებაა. ვფიქრობთ, ამ გამოწვევით ლიზინგს კიდევ უფრო მიმზიდველს გავხდით ადგილობრივი ბაზრისთვის და დავაინტერესებთ ბევრად მეტ ადამიანს.