📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, თუ დახმარება გჭირდებათ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GMA

Entrepreneur-მა რამდენიმე უზომოდ დაკავებულ ანტრეპრენერს ჰკითხა, თუ როგორ ახერხებდნენ ისინი ყველაფრის მოსწრებას. პასუხი? –უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, თქვენ თვითონ უნდა შექმნათ სისტემები, რომლებიც თქვენთვის იმუშავებს.

კარამო ბრაუნი Netflix-ის უზომოდ პოპულარული Queer Eye სერიის ხუთ წამყვანთაგან ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარია და იმითაა ცნობილი, რომ ხშირად ისეთ აზრიან რჩევებს აძლევს ადამიანებს, თვალზე ცრემლი მოგერევა. მათ იმის გარკვევაში ეხმარება, თუ რა სჭირდებათ საკუთარი თავისა და სხვებისგან, რომ გაცილებით სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეთ. ბრაუნი ადამიანებს ეხმარება და ამაში დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მასაც სჭირდება დახმარება. „ზოგჯერ, წარმატების კიბეზე ადიხარ და გრძნობ, რომ აუცილებელია ყველაფრის გაკონტროლება", − ამბობს მამაკაცის მოვლის ბრენდ Mantl-ის თანადამფუძნებელი.

„ამაში სიმართლის საკმაოდ დიდი მარცვალიც არის, მაგრამ როგორღაც ძალიან კარგიცაა, როდესაც დაუცველი ხართ და იმ ადამიანებს ენდობით, ვისთანაც მუშაობთ. თუ მათ რჩევისთვის მივმართავ, სრულიად ნათელი წარმოდგენა შემექმნება გარკვეულ მოვლენაზე, რაც ასე აუცილებელი იყო ჩემთვის. თუ საკუთარ თავს ყოველდღე ეტყვით: „სამსახური დიდი სტრესია", აუცილებლად სტრესს იგრძნობთ, და თუ იტყვით − „დღეს ძალიან კარგი სამუშაო დღე მექნება, რადგან გარშემო მხარდამჭერთა გუნდი მყავს შემოკრებილი", − ამბობს იგი, − „ამით ისეთ ადგილას აღმოჩნდებით, სადაც შეგიძლიათ მათ ძალებზე დაამყაროთ იმედი. დახმარების თხოვნა იმას ნიშნავს, რომ თქვენც თანამშრომელი ხდებით და გუნდს ქმნით, რომელიც ერთი მიზნის მიღწევაზე მუშაობს".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერი ≠ გამომგონებელი

იმისათვის, რომ ინოვაციური ბიზნესი შექმნათ, სულაც არ არის აუცილებელი გამომგონებელი იყოთ

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ