Book & Wine – ახალი აღმოჩენები ახალ წიგნთან და ახალ ღვინოსთან ერთად

Book & Wine – ახალი აღმოჩენები ახალ წიგნთან და ახალ ღვინოსთან ერთად
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„სირთულეებს არ უნდა შეუშინდეთ, უნდა გაუძლოთ მათ და თავი დააღწიოთ – შედეგი ნამდვილად ღირს ამად“.

„არ უთხრათ უარი შესაძლებლობებს. შედეგი იქამდე არ გეცოდინებათ, ვიდრე თავად არ გამოცდით“.  

„თუკი რამის შეცვლა გინდათ, უნდა თქვათ – „რატომაც არა?“

„ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პირველი ნაბიჯის გადადგმაა“.  

„თქვენს მომავალზე პასუხისმგებელი თქვენ უნდა გახდეთ. რაც მეტს იშრომებთ, იღბალიც მით უფრო იოლად მოგაგნებთ“.

„თუ გინდათ მიიღოთ ის, რაც გსურთ, არაერთხელ უნდა სცადოთ“.  

„თქვენი შეზღუდვის საშუალებას ნურავის მისცემთ, მათ შორის – ნურც ასაკს“.  

„ცხოვრება „ამერიკული მთებივითაა“ – აღმავლობებითა და ვარდნებითაა სავსე“.  

„იყო დრო, როცა მეგონა, რომ ბედნიერი აღარასდროს ვიქნებოდი. აღარასდროს! მერე კი ამ ფსკერიდან ამოსასვლელად ახალი გეგმა შევადგინე, რადგან მუდმივ უბედურებაში ცხოვრება, უბრალოდ, არ შეიძლება. მაშ ასე, დაისახეთ მიზანი – ახლავე!“

როგორი სიტყვებია? თქვენი არ ვიცი და ჩემზე დიდი გავლენა იქონია. თანაც, ეს მხოლოდ უმცირესი ნაწილია იმ სირთულეებითა და დაბრკოლებებით სავსე ცხოვრებისეული მოგზაურობისა, რაც მსოფლიოს ყველაზე გაბედული ანტრეპრენერის – ილონ მასკის დედამ განვლო და თავისსავე ავტობიოგრაფიულ წიგნში აღწერა.

მეი მასკის წიგნი „ქალი ისახავს მიზანს“ შემთხვევით არ მოხვდა Entrepreneur-ის ახალი პლატფორმის – Book & Wine პირველსავე შეთავაზებაში. ღრმად მწამს და მჯერა, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ახალი ენერგიითა და შემართებით დაიმუხტებით და რაც უნდა რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში იმყოფებოდეთ, გეგმას დაისახავთ და სასურველ შედეგსაც მიაღწევთ.

ამ პროცესში კი წიგნთან ერთად, მეგზურობას „შუხმანის“ საფერავი როზეც გაგიწევთ და თქვენს შემოქმედებით წარმოსახვას მეტ გასაქანს მისცემს.  

ასე რომ, თქვენ წინაშეა ჟურნალ Entrepreneur-ის წევრობაზე დაფუძნებული პლატფორმა ლოიალური მკითხველებისთვის, რომელთაც იზიდავს ახალი აღმოჩენები და ახალი თავგადასავლები, ახალ წიგნთან და ახალ ღვინოსთან ერთად...

ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც სურს მუდმივად განვითარდეს, უკეთ შეიმეცნოს საკუთარი თავი, გარესამყარო, და ყოველთვიურად გაეცნოს საინტერესო ლიტერატურას სპეციალურად შერჩეულ ხარისხიან ქართულ ღვინოსთან ერთად.

წამოწყება მხარს უჭერს როგორც ქართული წიგნის გამომცემლებს, ისე ქართული ღვინის მწარმოებლებს. ასე რომ, თქვენ მიერ განხორციელებული შენაძენით არა მხოლოდ საკუთარ სულიერ სამყაროს, არამედ ქართველ ანტრეპრენერებსაც გაამდიდრებთ და საკუთარ წვლილს ქართული ბიზნესის განვითარებაშიც შეიტანთ. დახმარება და წახალისება კი მათ დღეს ძალიან სჭირდებათ.

ყოველთვიური საწევროს – 25 ლარის სანაცვლოდ, მკითხველი მისთვის სასურველ მისამართზე ჟურნალ Entrepreneur-ის ახალ ნომერთან ერთად მიიღებს ახალ ღვინოს და ახალ წიგნს, რომელსაც ექსკლუზიურად კლუბის წევრებისთვის შევარჩევთ.

წიგნების შერჩევა, ძირითადად, მოხდება ბიზნესლიტერატურიდან, ასევე ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, ავტობიოგრაფიული ჟანრებიდან, რომელთაც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ადამიანის ტრანსფორმაციასა და ჰარმონიულ განვითარებაზე. 

მაშ ასე! გახდი Entrepreneur-ის ახალი, ექსკლუზიური კლუბის – Book & Wine წევრი, იკითხე ჩვენთან ერთად საუკეთესო წიგნები, საუკეთესო ჟურნალი Entrepreneur და ისიამოვნე საუკეთესო ქართული ღვინის სახეობების მრავალფეროვანი არომატითა და უნიკალური გემოთი.  

და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კლუბის წევრები თბილისის მასშტაბით სასურველ მისამართზე უფასო მიტანის სერვისით ისარგებლებენ.

და მაინც, კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ – რა შედის 25 ლარში?

  • წიგნი
  • ჟურნალი
  • ღვინო

თუმცა, მსურველებს Entrepreneur Shop-ის ვებგვერდიდან შეუძლიათ შეიძინონ მათთვის სასურველი წიგნისა და ღვინის კომბინაცია სხვადასხვა საფასო კატეგორიაში, ღვინის ხარისხის შესაბამისად.

ისიამოვნეთ კარგი ღვინითა და წიგნით! ჭეშმარიტებას უფრო კარგად მიაგნებთ!

In Vino Veritas!

 

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

Latest on Entrepreneur