რას წაიკითხავთ Entrepreneur-ის ახალ ნომერში?

იაზროვნეთ, როგორც დამანგრეველმა

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ედითორიალი: Book & Wine – ახალი აღმოჩენები ახალ წიგნთან და ახალ ღვინოსთან ერთად

მეი მასკის წიგნი „ქალი ისახავს მიზანს“ შემთხვევით არ მოხვდა Entrepreneur-ის ახალი პლატფორმის – Book & Wine პირველსავე შეთავაზებაში. ღრმად მწამს და მჯერა, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ახალი ენერგიითა და შემართებით დაიმუხტებით და რაც უნდა რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში იმყოფებოდეთ, გეგმას დაისახავთ და სასურველ შედეგსაც მიაღწევთ.

entrepreneur.ge

ამ პროცესში კი წიგნთან ერთად, მეგზურობას „შუხმანის“ საფერავი როზეც გაგიწევთ და თქვენს შემოქმედებით წარმოსახვას მეტ გასაქანს მისცემს.  

ასე რომ, თქვენ წინაშეა ჟურნალ Entrepreneur-ის წევრობაზე დაფუძნებული პლატფორმა ლოიალური მკითხველებისთვის, რომელთაც იზიდავს ახალი აღმოჩენები და ახალი თავგადასავლები, ახალ წიგნთან და ახალ ღვინოსთან ერთად...

წაიკითხეთ ედითორიალი სრულად

ნომრის თემა: „ბილაინის“ ციფრული ეკოსისტემა

ქართულ ტელეკომ-სივრცეში „ბილაინი“ უკვე 14 წელია ოპერირებს და 1.3 მილიონ ადამიანსა და უამრავ ორგანიზაციას ერთმანეთთან მარტივ კომუნიკაციაში ეხმარება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, Entrepreneur-ი არაერთხელ გამოეხმაურა „ბილაინის“ დროულ პასუხებს არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში. კერძოდ, თუ როგორ უმკლავდებოდა კომპანია ყველასთვის შეცვლილ რეალობას და თანმხლებ სირთულეებს. ახლა კი, „ბილაინს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს და განახლებული ძალებითა და ხედვით აგრძელებს განვითარებას. პანდემია არსად წასულა, თუმცა კომპანიამ არაერთი სიახლის შემუშავება, დანერგვა და განვითარება მოახერხა. ამ ყველაფერს თავში ახლა უკვე ლაშა ტაბიძე უდგას, რომელიც კომპანიაში ერთგვარი ინტრაპრენერია და სანამ ამ პოზიციაზე გადაინაცვლებდა, რამდენიმე ორგანიზაციული საფეხური გაიარა. Entrepeneur-თან საუბრისას, ლაშა გასულ წელს, გადალახულ გამოწვევებს, საკუთარ ხედვებსა და სტრატეგიულ მიზან-გეგმებს აჯამებს.

შეიძინეთ Entrepreneur-ის ახალი ნომერი და თბილისის მასშტაბით სასურველ მისამართზე უფასოდ მოგაწვდით.

დავით ბირმანი: ინტრაპრენერი ციფრულ ინდუსტრიაში

რუბრიკა „ინტრაპრენერის“ რესპონდენტი, თანამედროვე ბიზნესწრეებში კარგად ნაცნობი, მრავალმხრივი ნიჭითა და უნარებით დაჯილდოებული და საინტერესო, ამ სიტყვის ფართო გაგებით, ადამიანი, დავით ბირმანია, რომელიც სულ ახლახან, კომპანია „სილქნეტის“ Chief Brand Officer (ბრენდის აღმასრულებელი ხელმძღვანელი) გახდა. მიუხედავად იმისა, რომ დავითი საკმაოდ თავმდაბალი, როგორც თავად ამბობს, „პერსონაჟია“, მასთან ინტერვიუმ ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი დაგვანახვა, რომელიც აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ და ვფიქრობთ, მისი ისტორია მამოტივირებელი და შთაგონების მიმცემი გახდება ჩვენი მკითხველისთვის.

დროის მართვის მანქანა: ბეტანი ფრანკელი

იგი მრავალმილიონიან ბრენდებს ქმნის, სატელევიზიო შოუებში გამოდის და ენერგიულად იცავს თავისი დღის თითოეულ წამს. რა არის მისი საიდუმლო? მისთვის მთავარი იმის დადგენაა, თუ რა არის მნიშვნელოვანი მის საქმეებში და რა – არა. „ყოველთვის მინდოდა, ვიღაც სხვა ვყოფილიყავი, და ამ სხვას ჩემსავით აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღება შესძლებოდა“, – ამბობს იგი, – „არც კი ვიცი, ეს შესაძლებელია თუ არა“. ფრანკელი ირწმუნება, რომ საქმეების გაფილტვრის, მათი დაჯგუფებისა და დროის განაწილების მიუხედავად, საქმეების დაგეგმვა არც ისე კარგად გამოსდის. „დიდი მიზნები არასოდეს მქონია, მე მხოლოდ ერთ ნაბიჯს ვდგამ“, – ამბობს ის.

შეიძინეთ Entrepreneur-ის ახალი ნომერი და თბილისის მასშტაბით სასურველ მისამართზე უფასოდ მოგაწვდით.

შინიდან მუშაობა ერთი წლის შემდეგ

Zola-ს თანამშრომლები 2020 წელს, პანდემიის დაწყებამდე გადავიღეთ ნიუ იორკის ოფისში. ერთი წლის შემდეგ, ისევ დავინტერესდით, თუ როგორ მუშაობენ ისინი თავიანთ სახლებში. Zola სწრაფად მოერგო ახალ პირობებს. Zola-ს შვიდი თანამშრომელი (რომელთა უმეტესობა შარშან ჩვენს პირველ კადრში გამოჩნდა!) კომპანიის დღევანდელ ცხოვრებაზე საუბრობს.

იაზროვნეთ, როგორც დამანგრეველმა

თუ რომელიღაც სფეროს „შეზანზარება“ გსურთ, ყველა დანარჩენისგან განსხვავებულად უნდა იაზროვნოთ. Entrepreneur გაგაცნობით სამ გზას, თუ როგორ უნდა შეიცვალოთ აზროვნება.

თქვენი ქსელი ყველაფერია

რა არის ანტრეპრენერის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი? ჩიპ გეინსი (FIXER-დან) ამბობს,რომ ეს თქვენი ქსელია, კარგი ქსელის შექმნა კი ნამდვილად დიდსა და რთულ მუშაობას მოითხოვს.

Idea Development – ახალი, ეკომეგობრული კერძო დასახლება თბილისის ცენტრთან ახლოს

Entrepreneur-ის რუბრიკა „ვინ როგორ აშენებს?“ გთავაზობთ ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს, რომლებიც საკუთარი ინოვაციური მიდგომით, დახვეწილი დიზაინითა და ამ კონკურენტულ ბაზარზე თავიანთი, ყველასგან განსხვავებული ნიშან-თვისებებით ხასიათდებიან.

მისი ცხოვრების ყველაზე ცუდი ხუთი წელიწადი საუკეთესო საჩუქარი აღმოჩნდა

რას ნიშნავს წარმატებული ბიზნესის შექმნა და შემდეგ მასზე მთელი კონტროლის დაკარგვა? Max Brenner: Chocolate by the Bald Man-ის (მაქს ბრენერი: მელოტის კაცის შოკოლადი) დამფუძნებელს, ამაზე ბევრი აქვს სათქმელი.

ტერაბანკიბიზნესკლიენტების მხარდასაჭერად

„ტერაბანკი“ საკუთარი ბიზნესკლიენტების მხარდაჭერას, Entrepreneur-ი კი თქვენთვის მათ გაცნობას ამჯერადაც განაგრძობს. 2020 წელს „ტერაბანკმა“ 50 ბიზნესკლიენტის დასახმარებლად ახალი პროექტი წამოიწყო. ბანკმა განსაკუთრებით მომხმარებელთა საქმიანობების გაციფრულებაზე იზრუნა.

ხუმრობა არავისზე

როგორ უნდა გაიხუმროთ რაიმეზე ისე, რომ ყველა აღფრთოვანებული დარჩეს და არავინ გაგინაწყენდეთ? ამის დიდოსტატი რაიან რეინოლდსია, მისი მარკეტინგული კომპანიაც ასეა – ერთიმეორის მიყოლებით უშვებს ვირუსულ ჰიტებს. სტატიაში წაიკითხავთ, როგორ აკეთებს იგი ამას.

USAID Zrda სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისთვის

USAID-ის პროექტი Zrda და მისი გუნდი ძალისხმევას არ ზოგავენ, რომ ტურისტულ სექტორს შეუწყონ ხელი. განსაკუთრებით სათავგადასავლო ტურიზმს, რომელიც ზაფხულის სეზონსა და მოგზაურობას სულ სხვა გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს სძენს.

USAID YES-GEORGIA ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

Entrepreneur ამჯერადაც საინტერესო სირთულეებს შეჭიდებულ ქალბატონებს გაგაცნობთ, ვისაც მხარში USAID YES-Georgia-ს პროგრამა „ახალგაზრდების და

ქალთა მხარდაჭერა საქართველოში“ უდგას, რომელიც ფონდ „კრისტალის“ მიერ ხორციელდება.  

ეს ბრენდი თქვენი ბრენდია. ეს ბრენდი ჩემი ბრენდია?

შეგიძლიათ თუ არა პროდუქტის შექმნა, რომელიც სხვა ბრენდის დეტალებს მიაგავს, ან პაროდიას უკეთებს მას, ან კიდევ იყენებს? ამას ბევრი ანტრეპრენერი ცდილობს…

 ერთი სტარტაპის ისტორიას გაგაცნობთ, რომელიც იბრძოდა და შესაძლოა, დაეხმარა კიდეც ანტრეპრენერებს იმ გზის შეცვლაში, რომლითაც ბრენდებს ქმნიან.

გაწევრიანდით CLUBHOUSE-ში

CLUBHOUSE ახალი სოციალური მედიააპლიკაციაა, რომელიც სწრაფად ვითარდება და მისი დახმარებით ცნობილი აღმასრულებელი დირექტორები (და ჩვეულებრივი ანტრეპრენერებიც) რეალური დროის რეჟიმში საუბრობენ. თქვენც ხომ არ უნდა იყოთ იქ? თუ ასეა, როგორ უნდა მოახერხოთ, რომ გაღებული დრო ნამდვილად ღირდეს ამად?

შემდეგი დიდი ანტრეპრენერი (რომელიც COVID-19-მა შექმნა)

პანდემიამ ახალგაზრდებს შორის ანტრეპრენერობის ნამდვილი ბუმი გამოიწვია. რა არის ამის მიზეზი და როგორ შეუძლიათ ანტრეპრენერთა მშობლებს ხელი შეუწყონ მათ?

ქართული Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სვეტებით:

თათია მამნიაშვილი: რთული... მაგრამ შესაძლებელი  

რევაზ ცეცხლაძე: ბორდო, საფრანგეთი  

შეიძინეთ Entrepreneur-ის ახალი ნომერი და თბილისის მასშტაბით სასურველ მისამართზე უფასოდ მოგაწვდით.