ინიციატივა 5.0 ფარგლებში მეწარმეობის და ციფრული აბრეშუმის გზის მიმართულებით პანელური დისკუსია ჩატარდა

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საერთაშორისო პანელური დისკუსიების სერია „ინიციატივა 5.0“-ის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა პანელურ დისკუსიას - „მეწარმეობა და ციფრული აბრეშუმის გზა“, უმასპინძლა.

BTU

ღონისძიებაზე კვლევები წარადგინეს BTU-ს აფილირებულმა პროფესორებმა:

  • ანი ვაშაყმაძე - BTU-ს აფილირებული პროფესორი | „სამეწარმეო ეკოსისტემის შემავსებელი ეფექტის თავისებურებანი“;
  • დავით გონდაური - BTU-ს აფილირებული პროფესორი | „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტი კონკურენტულ გარემოში“;

გარდა კვლევების წარდგენისა, პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა BTU-ს პარტნიორმა ორგანიზაციებმა, მკლევრებმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს:

  • დავით გონდაური - BTU-ს აფილირებული პროფესორი | „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტი კონკურენტულ გარემოში“;
  • ანი ვაშაყმაძე - BTU-ს აფილირებული პროფესორი | „სამეწარმეო ეკოსისტემის შემავსებელი ეფექტის თავისებურებანი“;
  • ზვიად ჩხარტიშვილი - საქართველოს სატვირთო გადამზიდავების ასოციაციის პრეზიდენტი;
  • მანანა მოისწრაფიშვილი - სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დირექტორი.

„პანელი „მეწარმეობა და ციფრული აბრეშუმის გზა ადგილობრივი და საერთაშორისო  ექსპერტების და BTU-ს კვლევების ავტორების ჩართულობით ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ინდუსტრიული პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვლევების და აკადემიური სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებას.

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერისტეტი სწორედ ის ადგილია სადაც ბიზნესი და ტექნოლოგიები ერთმანეთს ხვდება. ინიციატივა 5.0-ით კი უნივერსიტეტი უკვე ის პლატფორმაც გახდა, სადაც ღია დიალოგია შესაძლებელი, აკადემიურ სექტორს, სახელმწიფოს, კერძო სქტორს და კონკრეტული ინდუსტრიების წარმომადგენლებს შორის. რაც საშუალებას მოგვცემს ეტაპობრივად შემცირდეს  ბიზნესსა და კვლევას შორის არსებული დისტანცია და როგორც ინდუსტრული განვითარება, ისე სტარტაპ ეკოსისტემის ფორმირება გაზმოვადი ინდიკატორებით დაიგეგმოს და წარიმართოს“ - აცხადებს ანი ვაშაყმაძე, BTU-ს აფილირებული პროფესორი

„დღევანდელი რეალობა ციფრული ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. იგი მოიცავს; სოციალური მედიას, ინტერნეტ ვაჭრობას, კომპიუტერულ ქლაუდ სისტემებს, მობილური ვებ-სერვისებს და სხვა მრავალს. მათ შორის გამოვყოფ ციფრული ეკონომიკის ერთ-ერთ აქტუალურ მიმართულებას - „ციფრულ აბრეშუმის გზას“, რომელიც დღეს ჩვენი საკვლევი თემა გახლავთ. აღნიშნულ პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2018 წელს დავიწყეთ, რომელიც ითვალისწინებს აბრეშუმის გზის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზებას. კვლევის მიზანია, საქართველომ, როგორც თანამედროვე აბრეშუმის გზის ეპიცენტრში მდებარე სახელმწიფომ, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა საქართველო გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა, რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს ციფრული საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას, გაზრდის ეკონომიკურ აქტივობებს და საფუძველს დაუდებს ახალი სტარტაპებისა და ლაბორატორიების შექმნას. ასევე, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას.

ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ პანელურ დისკუსიას, რადგან კვლევის შედეგები გავაცნოთ საზოგადოებას. დისკუსიის დროს მიღებული რეკომენდაციები კი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც სამომავლო კვლევით პროცესებში, ასევე სტრატეგიული ცვლილებების საფუძველი გახდეს, ციფრული აბრეშუმის გზის მიმართულებით როგორც კერძო, ისე სახელმწიფოს სექტორში“ - დავით გონდაური - BTU-ს აფილირებული პროფესორი.

კონფერენცია“ინიციატივა 5.0“ მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერიტიზისა და უახლესი ტენდენციების, მიღწევებისა თუ კვლევის შედეგების გაზიარებას ყველა იმ სექტორში, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მმართველობის განვითარებას საქართველოში. 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად, უნივერსიტეტის მიზანია, საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობა, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერა. აღნიშნული გეგმის განხორციელებისთვის, რამდენიმე თვის წინ უნივერსიტეტმა ინიციარება გაუკეთა პროექტს „ინიციატივა 5.0“ რომელიც აერთიანებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს, სხვადასხვა კვლევების, პროექტების და ღონისძიებების სახით. აღნიშნული სფეროებია: ფემტექი, მედიატექი, სამართლის ტექნოლოგიები, ფინანსური ტექნოლოგიები განათლების ტექნოლოგიები, ჯანდაცვის ტექნოლოგიები, მწვანე ტექნოლოგიები, მეწარმეობა, კულტურის ტექნოლოგიები, აგრარული ტექნოლოგიები და სხვ.

Covid-19-ის პანდემიამ თვალსაჩინო გახადა ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში ინტეგრირების საჭიროება და იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას აღნიშნული პროცესში. 

პანელური დისკუსიების სერია ,,ინიციატივა 5.0“ 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდება.