📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბილ გეითსის აზრით ზარმაცები საუკეთესო თანამშრომლები არიან თქვენი სიზარმაცე სინამდვილეში რაიმე უფრო ღრმა პრობლემას ხომ არ მალავს?

By Aytekin Tank

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბილ გეითსი ფიქრობს, რომ ზარმაცები უნდა აიყვანოს სამსახურში. არა, მართლა? მართლა. მართლა. ეს მისი ცნობილი სიტყვებია: „მე ზარმაცებს ვირჩევ მძიმე სამუშაოების შესასრულებლად. საქმე ის არის, რომ ზარმაცი ადამიანი მის შესასრულებლად რაიმე მარტივ გზას იპოვის".

არ შემიძლია არ დავეთანხმო ამ მოსაზრებას. შეიძლება უკეთესიც კი იყოს, ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელიც საქმეს „მარტივი გზით" გააკეთებს და მის წინაშე მდგარ რთულ პრობლემას გადაჭრის, ვიდრე მთელი თქვენი ყველაზე ამბიციური გუნდის ჩართვა. ხშირად ისე ხდება, რომ ყველაზე რთული გზა საუკეთესო გზა არ არის. სინამდვილეში, სტარტაპების სამყაროში, მეტისმეტად ბევრის გაკეთება შეიძლება ისეთივე საშიში იყოს, როგორც ნაკლების გაკეთება. თან, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც დრო და ფული შეზღუდული რესურსებია და უფრო ნაკლების გაკეთება პრობლემას გაცილებით ეფექტურად მოაგვარებდა. არც ხილის ქვედა ტოტებიდან ჩამოკრეფა აზარმაცებს ადამიანს, არც უფრო ადვილადშესამჩნევი გზის არჩევა და არც შვებულებაში გასვლა. ისინი ამ გზით ყველაზე უკეთესები ხდებიან პრიორიტეტების შერჩევაში, უფრო ეფექტურები და უფრო მოქნილები ხდებიან.

არა მგონია სწორი იყოს, ამ ტიპის ქცევების სიზარმაცის კატეგორიზაციაში მოქცევა, რადგან ზოგადი ხასიათისაა, კონკრეტული არ არის, მარტივია და ზოგადად რომ ვთქვათ, შესაძლოა ეს სიზარმაცეც კი იყოს. მაგრამ საკმაოდ ადვილია, ამ სიტყვის მიკერება როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის.

კოლეგამ დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა სამუშაო, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი დრო ჰქონდა? - ეს იმას ნიშნავს, რომ ის ზარმაცია. სპორტული დარბაზში წასვლას დაძინება გვირჩევნია? - ეს იმას ნიშნავს, რომ ზარმაცები ვართ. მაგრამ, სინამდვილეში ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სიზარმაცე პრობლემა კი არ არის, მხოლოდ სიმპტომია. ჩვენ ხშირად არ გვსურს მისი ამ სახით დანახვა, რადგან შესაძლოა არასასიამოვნო იყოს გაცილებით ღრმად ჩაწვდომა და მიზეზის დადგენა, თუ რატომ არ გადავდივართ მოქმედებაზე და რატომ ვყოყმანებთ.

მიუხედავად ამისა, ნებისმიერი შემთხვევაში უნდა გამოვიკვლიოთ ეს მიზეზები, რადგან სინამდვილეში ჩვენ სიზარმაცე კი არა, ისინი გვაბრკოლებენ.

პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს

თუ რაღაცის გაკეთება გვეზარება, ეს ხშირად იმის მიმანიშნებელია, რომ დასვენება გვჭირდება. მინდა ერთი რამ ნათლად განვმარტო: დასვენებასა და სიზარმაცეს შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება, ეს ერთი და იგივე არ არის.

ეს მცდარი წარმოდგენაა და ფართოდ არის გავრცელებული. ეს ორი რამ ხშირად ერთმანეთს ჰგავს. მუშაობის ნაცვლად მოდუნება, პირადი საქმეების პროფესიულზე მაღლა დაყენება ან დილის 6 საათზე არ გაღვიძება, შეიძლება ითქვას, რომ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი კანონიკური სიზარმაცის მაგალითებია. ზოგადად ტექნოლოგიურ კულტურას აქვს ეს პრობლემა: აქ რეალურ პროდუქტიულობაზე მნიშვნელოვანი, პროდუქტიულობის აღქმაა.

ზოგჯერ, შესაძლოა დასვენება იყოს ყველაზე პროდუქტიული არჩევანი მათ შორის, რის გაკეთებაც შეგიძლიათ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, შესვენება გადამწყვეტი ფაქტორია იმისათვის, რომ კვლავ პროდუქტიული გახდეთ. დასვენება მუშაობის პარტნიორია, ერთის მეორის გარეშე გაკეთება შეუძლებელია. სამუშაო დღის განმავლობაში დასვენება, ისევე როგორც გრძელ დისტანციაზე გასეირნება, შეიძლება ძლიერი საშუალება იყოს შემოქმედებითი იდეებისთვის. უფრო გრძელი შესვენებები კი გადამწყვეტია იმისთვის, რომ პროფესიული გადაწვა ავიცილოთ თავიდან. ის, რაც შეიძლება სიზარმაცედ მოგეჩვენოთ, სინამდვილეში ჩვენთვის ნამდვილად ხელსაყრელია, რადგან ბევრად უკეთესებს გვხდის.

მთავარი ისაა, როდესაც ისვენებთ ნამდვილად უნდა დაისვენოთ. ნუ შეამოწმებთ Slack-ს თქვენი ტელეფონიდან. ნუ უპასუხებთ ელექტრონულ წერილებს შვებულების დროს. ნამდვილად გამონახეთ დრო დასასვენებლად და ძალების აღსადგენად და თან, თქვენს კოლეგებსაც მიეცით ეს დრო. თქვენ ალბათ ბევრად მოტივირებული და მომზადებული დაუბრუნდებით სამსახურს.

კიდევ რის თქმა შეუძლია ჩვენთვის სიზარმაც?

თქვენ კარგად დაისვენეთ, წყლის ბალანსიც კარგად აღიდგინეთ, მაგრამ პიკის საათების დროს ისევ გაქვთ მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები. საინტერესოა, ამის გამო ხომ არ გეზარებათ ყველაფერი?

ამის დადგენა, არც ისე მარტივია.

ბევრი ჩვენგანი საკუთარ თავს მოტივაციის ნაკლებობის გამო ლანძღავს, და ამას პიროვნული მარცხის მიზეზადაც მიიჩნევს. რა იქნებოდა, ყველაფერი ცნობისმოყვარეობით დაგვეწყო და სარკეში საკუთარი თავისთვის შეურაცხყოფა არ მიგვეყენებინა? შეეცადეთ საკუთარ თავს უპირველესად ის ჰკითხოთ, თუ რატომ არიდებთ თავს გარკვეული დავალებების შესრულებას.

მარტივი პასუხებით ნუ დაკმაყოფილდებით. შესაძლოა, თქვენი სამუშაო ამ ეტაპზე არ წარმოადგენს თქვენი შთაგონების წყაროს, რადგან ახალს არაფერს გასწავლით. შესაძლოა დისკომფორტის გეშინიათ, რომელიც პროგრესს მოჰყვება თან. ან იქნებ წარუმატებლობის გეშინიათ, ისე როგორც საინტერესო პროექტის, რომელსაც შესაძლოა არაფერი მოჰყვეს თან.

ამ პრობლემების გადაჭრა სიზარმაცის დაძლევაზე უფრო რთულია. სხვებს რომ დაეხმაროთ მის დაძლევაში, მათ მიმართ თანაგრძნობით უნდა იყოთ განმსჭვალული. ჩვენს შიშებზე საუბარი ადვილი არ არის, კერძოდ იმაზე, რომ თავი არაადექვატური გვგონია ან კიდევ იმაზე, რომ სამსახურის მიმართ ინტერესი დავკარგეთ.

ეს შედეგებთან დაკავშირებული კი არა, ადამიანური პრობლემაა, მაგრამ შედეგებზე ახდენს გავლენას. ადამიანებს უფრო პროდუქტიულს ხდის სამსახურში სხვებთან ურთიერთობა. გარდა ამისა, მიზეზსაც გააჩნია, თუ რატომ მუშაობთ - უბრალოდ გაინტერესებთ რასაც აკეთებთ, თუ მხოლოდ იმიტომ, რომ არ გსურთ ზარმაცი გამოჩნდეთ. თუ არ გაინტერესებთ რასაც აკეთებთ, პრობლემის იმავე მხარეს დარჩებით.

საკუთარ თავთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად, საკუთარ თავს დაკითხვა უნდა ჩაუტაროთ ეგრეთ წოდებული სიზარმაცის შესახებ და მიღებული ინფორმაცია უნდა შეაფასოთ. სათანადო ზომების მისაღებად პირველი ნაბიჯი იმის გამოვლენაა, თუ რა გიშლით ხელს, ეს პერფექციონიზმისკენ მისწრაფებაა თუ დაბალი შედეგიანობა.

რა რისკებთან არის დაკავშირებული სიზარმაცე? პირველ რიგში იმასთან, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი ერთ წერტილზე გაიყინება. თქვენ ისეთი არჩევანი უნდა გააკეთოთ, რომელიც თქვენი სიზარმაცის მთავარ მიზეზებს აღმოფხვრის. თქვენ მხოლოდ უფრო პროდუქტიული კი არა, უფრო ბედნიერიც კი უნდა გახდეთ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი ხართ, რომელიც ბედნიერებას იმსახურებს, არამედ იმის გამოც, რომ ადამიანები, რომლებიც სამსახურში ბედნიერები არიან, უფრო წარმატებულები ხდებიან. ემოციები აზროვნებაზე ახდენს გავლენას, ასე რომ, თუ კმაყოფილი ხართ თქვენი სამსახურით, მას თქვენი აზრები და მოქმედებები მიჰყვება თან.

ასე რომ, რა მოვუხერხოთ ამას?

ისარგებლეთ პროგრესის პრინციპით. პროგრესის პრინციპი ღაღადებს, რომ „სერიოზულ საკითხზე მუშაობისას პროგრესის მისაღწევად, ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი რამ, რამაც კი შეიძლება თქვენი ემოციების, მოტივაციისა და აღქმის სტიმულაცია გამოიწვიოს სამუშაო დღის განმავლობაში". ის სიხარული და პროგრესის შეგრძნება, რაც პატარა გამარჯვებებს მოაქვს, თქვენს შინაგან ხმასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, რომელიც გეუბნებათ, რომ სამუშაო ძალიან რთულია ან პროექტი ძალიან დიდია და ხელი არ უნდა მოკიდოთ.

გადატვირთვის ღილაკს თითი დააჭირეთ იმისთვის, რომ ჩათვლიმოთ. კვლევებმა უჩვენა, რომ 30 წუთიან ძილს შეუძლია სამუშაოს დაუბრუნდეთ და თქვენი შრომისუნარიანობამ აღარ შემცირდეს. ხოლო 60 წუთიან ძილს შეუძლია, უწინდებურად შრომისუნარიანი გაგხადოთ. თუ რაიმეს გაკეთება გეზარებათ, ეს შეიძლება იყოს სიგნალი იმისა, რომ უნდა დაისვენოთ. გახსოვდეთ: თუ ბევრი საქმე გაქვთ და დატვირთული ხართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროდუქტიული ხართ. თქვენი დრო ყველაზე უკეთ შეიძლება პატარა წაძინებისთვის გამოიყენოთ.

რაიმეზე გადაიტანეთ ყურადღება. თუ თქვენი სამუშაო არ გაინტერესებთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რომელიც მოტივაციის შემცირებას შეუწყობს ხელს. თუ არ გსურთ რაიმე მნიშვნელოვანი შეცვალოთ, ან მის შესაცვლელად შესაბამისი პოზიცია არ გიკავიათ, მხოლოდ იმაზე კი არ გაამახვილოთ ყურადღება, თუ რას აწარმოებთ, უბრალოდ იმ ადამიანებს შეხედეთ, რომლებზეც თქვენი სამუშაო ახდენს გავლენას. ამით იმ ამოცანებიდან, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, იმაზე გადაიტანთ ყურადღებას, თუ როგორ შეგიძლიათ ადამიანებს დაეხმაროთ.

რეალურად ნაკლები გააკეთეთ. ნაკლები საქმის კეთება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დამფუძნებელი ხართ, შეიძლება საშინელებად მოგეჩვენოთ. თავიდან ჩემთვისაც ასე იყო, სანამ არ გავაცნობიერე, რომ სამუშაო, რომელსაც ვაკეთებდი, ნამდვილად არ უნდა გამეკეთებინა. მე მეზარებოდა გარკვეული სამუშაოს შესრულება, მაგრამ ახლა, ამ ამოცანებზე ვიღაც სხვა მუშაობს დიდი ენთუზიაზმით, ვინც მასზე ჩემზე ბევრად მეტი იცის. მე კი იმის დრო მაქვს, ის საქმე გავაკეთო, რაც ჩემთვის უზომოდ მნიშვნელოვანია და სასიამოვნო.

Aytekin Tank

Entrepreneur Leadership Network® VIP

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ