გზამკვლევი სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად

თუ სწორ ბიზნეს გადაწყვეტილებებს მიიღებთ, სირთულეები ზრდის შესაძლებლობად გადაიქცევა

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნეს სამყაროში დიდი კონკურენცია სუფევს, მით უფრო, ისეთი გლობალიზაციის პირობებში, როგორიც ჩვენია. სწორედ ამიტომ მისცემს სწორი გადაწყვეტილებების მიღება ჩვენს ბიზნესს ან კომპანიას საშუალებას, დანარჩენებისგან გამორჩეული გახდეს. რადგან ეს კონკურენტულ უპირატესობას განაპირობებს, დამოუკიდებლად იმისა, თუ რა ტიპის ეკონომიკურ აქტივობას ახორციელებს იგი.

entrepreneur.ge

წარმატებული კომპანიების შექმნა იმ ანტრეპრენერებმა შეძლეს, რომლებმაც იცოდნენ, თუ როგორ უნდა მიეღოთ სწორი გადაწყვეტილებები, როდესაც ეს საჭირო იყო (რაც არ უნდა რთული ყოფილიყო ეს), ისინი ეკონომიკურ კრიზისებსაც გადაურჩნენ, და ზოგიერთები, მსხვილი საერთაშორისო კომპანიებიც კი გახდნენ. თუ სწორ ბიზნეს გადაწყვეტილებებს მიიღებთ, სირთულეები ზრდის შესაძლებლობად გადაიქცევა.

ქვემოთ რამოდენიმე რჩევას გაეცნობით, რომლებიც მე დამეხმარა და თქვენც დაგეხმარებათ ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისას:

ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა აქვს

თქვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ბიზნესის სფეროში, სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას უნდა ეფუძნებოდეს. შესაძლოა, ნამდვილად გვაქვს ინტუიცია ან დიდი იდეა ახალი ბიზნესის შესაქმნელად, თუ ახალი პროდუქტის გასაშვებად, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიზნის მისაღწევად მხოლოდ  ბაზრის ინფორმაციას უნდა დაეყრდნოთ, რომელიც მრავალი სპეციალიზებული წყაროს მიერ არის მოწოდებული.

ავტორი  პოლ გრეჰემი პოდკასტის და ესეების სერიის   („ჰაკერები და მხატვრები, რომლებიც   გადაწყვეტილებას იღებენ“) ერთ-ერთ ეპიზოდში „მილიარდერების შექმნა“ განმარტავს,   რომ ბიზნესის დასაწყებად აუცილებელია საფუძვლიანად იცოდეთ და გესმოდეთ, თუ ვინ იქნება თქვენი პროდუქტის ან მომსახურების მომხმარებელი. გრეჰემი ასევე გვაფრთხილებს, რომ თქვენ საფუძვლიანად უნდა გქონდეთ გაცნობიერებული პოტენციური კლიენტების საჭიროებები.

ამასთან ერთად,  გრეჰემი ამბობს, რომ „აუცილებლად უნდა იცოდეთ თქვენი კონკურენტების ძლიერი და სუსტი მხარეები. ბიზნესი მხოლოდ ბაზარზე კი არ არსებობს, იგი სისტემაშია ინტეგრირებული, რომელშიც სხვადასხვა კომპანიები მონაწილეობენ, და ანალოგიურ პროდუქტს ან მომსახურებას გვთავაზობენ. აქედან გამომდინარე, ამ სისტემაში კარგად გარკვევა აუცილებელია იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ”.

ადაპტაცია და გამძლეობა

რამდენი კომპანია (განსაკუთრებით საოჯახო) აგრძელებს ერთი და იგივე ძველი საქმეების კეთებას მხოლოდ იმის გამო, რომ ყოველთვის ასე აკეთებდნენ? ამ დროს,  ბაზზე განუწყვეტლივ იცვლება პირობები. ის, რაც შეიძლება სწორი გადაწყვეტილება იყო რამდენიმე წლის წინ, დღეს შეიძლება ყველაზე ცუდი გზა იყოს რაიმეს გასაკეთებლად. მომხმარებლებს ახალი მოლოდინები და გემოვნება აქვთ, და სრულიად ახალ პროდუქტს ანიჭებენ უპირატესობას. სესხის საპროცენტო განაკვეთებიც იცვლება და ადამიანების მსყიდველუნარიანობაც . ბიზნესი წარმატებული ვერ იქნება, თუ მას ახალი რეალობის მიღება და შეცვლა არ შეუძლია.

გამძლეობა არასასურველ ვითარებასთან ადაპტირების უნარია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ საბაზრო პირობების შეცვლაზე გვაქვს მთელი ყურადღება გამახვილებული. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ ჩვენი პოტენციალი და საზღვრები, რომ იმის განსაზღვრა შევძლოთ, თუ როგორი რეაქცია ექნება ჩვენს ბიზნესს ასეთ პირობებზე.

გათვლილი რისკები

ადაპტირების საშუალება რომ გქონდეთ ისე, რომ თქვენი ბიზნესი არ დაზარალდეს და სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეძლოთ, გასარისკად უნდა იყოთ მზად. თუმცა, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რამდენად დიდი რისკის გასაწევად ხართ მზად. თუ რაღაც ისე არ იქნა,  როგორც თქვენ გაქვთ დაგეგმილი მოცემული დროისათვის, აჯობებს თქვენს თავდაპირველ გეგმებს დაუბრუნდეთ, და ყოველთვის ნათლად გქონდეთ გაცნობიერებული თქვენი ბიზნესის საზღვრები და მასშტაბები.

შემოქმედებითი მიდგომა და ინოვაცია

პოლ გრეჰემი ესეების იმავე სერიაში განმარტავს: „თქვენი ბიზნესი წარმატებული რომ იყოს, ისეთი რამ უნდა გააკეთოთ ან შესთავაზოთ ადამიანებს, რაც მათ სურთ ან სჭირდებათ, მაგრამ ჯერ არ აქვთ. თუ თქვენც იგივეს შესთავაზებთ, რასაც სხვები სთავაზობენ, მართალია მის გაყიდვას შეძლებთ, მაგრამ ვერასდროს შექმნით იმას, რასაც გრეჰემი „უზარმაზარ ბაზარს“ უწოდებს თქვენი კომპანიისათვის“.

გადაწყვეტილებების მიღება რომ შეძლოთ ახალი პროდუქტების ან მომსახურების შექმნის შესახებ თქვენს ბიზნესში, შემოქმედებითად და ინოვაციურად უნდა აზროვნებდეთ. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გაიგოთ მომხმარებლებისგან ის, რაც მათ სურთ, და რაც ჯერ არ არსებობს. დიდმა შორსმჭვრეტელმა ანტრეპრენერებმა ამით დაიწყეს. გრეჰემი განმარტავს, რომ სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა პერსონალური კომპიუტერების შექმნა იმ დროს დაიწყეს, როდესაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა თუ იცოდა სინამდვილეში, რაში შეიძლებოდა მათი გამოყენება. თქვენ უბრალოდ უნდა დაინახოთ, თუ რამდენად შორს არის წასული ეს ინოვაციური ხედვა, რომელიც მათ 40 წელიწადზე მეტი ხნის წინ ჰქონდათ.