იდეათეკაში გაჩენილი პირველი კომიქსი - რომა ადამია

რომა ფოთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეა

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განათლებაა. უკვე მეორე წელია, ბანკი იდეათეკების პროექტს ახორციელებს, რომელიც რეგიონის სკოლებში თანამედროვე და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების მოწყობას გულისხმობს. პროექტის მთავარ მიზანს არაფორმალურ განათლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის გაზრდით, მოსწავლეების განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს.

საქართველსო ბანკი

ამ სტატიაში იდეათეკების პროექტის ფარგლებში აღმოჩენილ ერთ-ერთ მოსწავლეს, რომა ადამიას გაგაცნობთ, რომელმაც ახლახან საკუთარი კომიქსი შექმნა.

რომა ფოთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეა და მას კომიქსის შექმნის იდეა იდეათეკაში გაუჩნდა - „პირველად იდეათეკაში დავიწყე კლასელების ჩანახატების გაკეთება - გადავწყვიტე ისინი ჯერ ანიმეს სტილში დამეხატა და მათგან პერსონაჟები შევქმენი. კომიქსზე დაახლოებით 1 კვირა ვმუშაობდი. დიალოგებში რეალური ფრაზები გამოვიყენე და პერსონაჟებიც რეალობაზე დაყრდნობით ავაგე. მეგობრებიც გავაფრთხილე და ყველანი დიდი ინტერესით ელოდნენ საკუთარი თავის ანიმე ვერსიის ნახვას“, - გვიზიარებს რომა.

რომას ინტერესი კომიქსების მიმართ თავდაპირველად ანიმეს ყურებით დაიწყო. პირველი ანიმე 13 წლის ასაკში ნახა და ვიზუალურმა მხარემ რომაზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შემდეგ მეგობრის რჩევით სხვა ანიმეებსაც გაეცნო და ამჯერად ვიზუალთან ერთად, მისი ყურადღება სიუჟეტმა მიიპყრო.  

რომამ ისიც გაგვიზიარა, რომ დაახლოებით 1 წელია, მეგობრებთან ერთად კომიქსზე მუშაობს, რომელიც „ავატარით“ არის ინსპირირებული - „ბოლო 1 წლის განმავლობაში, მე და ჩემი მეგობრები ერთად ვამუშავებთ სიუჟეტს ახალი კომიქსისთვის. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა პერსონაჟის შექმნის პროცესი - აუცილებელია კარგად დაფიქრდე როგორია შენი პერსონაჟი, როგორ გარემოში იმყოფება ის, მოუფიქრო როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური მხარეც. ასევე უნდა განსაზღვრო, რას ფიქრობს მთავარი პერსონაჟი თავის თავზე და დანარჩენ პერსონაჟებზე და პირიქით - როგორ აღიქვამენ სხვა პერსონაჟები მთავარ გმირს“, - გვიზიარებს რომა.

რომა დასძენს, რომ სიუჟეტის მოფიქრებაში ანიმეების ყურება და წიგნების კითხვა ეხმარება. იდეათეკის მეშვეობით კი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა მისთვის და მისი მეგობრებისათვის საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები.

რომა ერთ-ერთია იმ 2500 მოსწავლეს შორის, რომელიც აქტიურად იყენებს საქართველოს ბანკის მიერ მოწყობილ სივრცეებს და მათში არსებულ რესურსს (ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები) თვითგანვითარებისთვის. საქართველოს მასშტაბით, უკვე 7 სკოლაში მოეწყო მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მოსწავლეებისა და მასწავლებლების საყვარელ ადგილად იქცა. სულ მალე ამ ჩამონათვალს კიდევ 2: ახალქალაქის მე-3 და დუისის საჯარო სკოლა შეემატება. ვრცლად საქართველოს ბანკის სხვა CSR პროექტებზე აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3mxQeXI