კაპიტალის ბაზარი, როგორც პლაცდარმი ნათელი მომავლისათვის

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კითხვაზე, თუ რატომ ვერ ვითარდება კაპიტალის ბაზარი საქართველოში, ისე როგორც გვსურს, პასუხის გაცემა ჯერ კიდევ მისი განვითარების პირველი მცდელობებით, კერძოდ 90-იანების „სავაუჩერო პრივატიზაციის“ წარუმატებლობით შეიძლება დავიწყოთ და მოვიდეთ იქამდე, როდესაც უკვე გამოცდილებად ქცეული  მრავალი შეცდომა თუ არასწორი გადაწვეტილება გვიმაგრებს ზურგს. დღესდღეობით ბაზრის ხელისშემშლელ ფაქტორებზე ფიქრისას არ შეიძლება არ მოვიაზროთ ქართული საბანკო სისტემა (რომლის ბანკებიც საფონდო ბირჟის საკონტროლო პაკეტის მნიშვნელოვან წილს ფლობენ) და მისი მონოპოლია ფინანსურ ბაზარზე. თუმცა ამ ფაქტის გარეშეც, პრობლემების სია საკმაოდ გრძელია: დაბალი ლიკვიდურობა, ვაჭრობის მცირე მოცულობები, ინვესტორთა სიმცირე, ფინანსური ინსტრუმენტების ნაკლებობა, მაღალი ტარიფები და საკომისიოები, უშუალო პროცედურების ბიუროკრატიული თვალსაზრისით სირთულე და არასაკმარისი ფინანსური განათლება,  რასაც თან ერთვის საფონდო ბირჟის მრავალი წლის წინ შექმნილი ერთადერთი პლატფორმა, რომელიც  კი განახლდა (USAID-ის პროექტის ფარგლებში), თუმცა წლების განმავლობაში მოძველდა, არ განვითარდა და მნიშვნელოვნად ჩამორჩა როგორც საერთაშორისო ტენდენციებსა და სტანდარტებს, ისე აღმოსავლეთ-ევროპულს (ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი) სადაც დღეს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა და მომხმარებელ-ბროკერის კომუნიკაცია რეალურ დროში 100%-ით და მხოლოდ და მხოლოდ ციფრულად ხდება. ეს ქვეყნები არა მარტო ხელსაყრელი კანონმდებლობითა და ბირჟას, დეპოზიტარსა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შორის ინფორმაციის ორგანიზებულად მიმოცვლის შიდა ელექტრონული სისტემებით გამოირჩევიან, არამედ მათ აქვთ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ერთმანეთთან ინტეგრირებული პლატფორმები რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ერთი ბირჟის სისტემიდან, მეორე ბირჟაზე განთავსებული პირობითად - აქცია (ან იმ ათეულობით სხვა მათ მიერ იურიდიული ძალით ცნობილი ფინანსური ინსტრუმენტთაგან ერთ-ერთი) შეიძინოს (რაც გლობალურ-ეკონომიკური ლიბერალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილება). უთუოდ სახსენებელია ის, რომ ზემოთხსენებული ქვეყნები ასევე იზიარებენ ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს და საერთაშორისო დონეზე გავრცელებულ პრაქტიკას, რომ საფონდო ბირჟა, ხაზგასმით, არის თვითრეგულირებადი ფინანსური ინსტიტუტი.

entrepreneur.ge

ბოლოსთვის კი ვეცდები უკეთ განვმარტო სათაურის მინშვნელობა - კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, მისი პოტენციალის შესწავლისა და თანამედროვეობაში მისი სრული რეალიზებისთვის საჭიროა არა მხოლოდ საფონდო ბირჟაზე, არამედ საფონდო ბირჟაში ინვესტირებაც, ვინაიდან როგორც უორენ ბაფეტი იტყოდა: „ვიღაც ჩრდილში ზის, რადგან ვიღაცამ დიდი ხნის წინ ხე დარგა.