UG StartUp Factory აქსელერაციის პროგრამაზე მიღებას აცხადებს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

UG StartUp Factory-მ საქართველოს მასშტაბით რიგით მერვე აქსელერაციის პროგრამაზე მიღება გამოაცხადა. აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ  მითითებულ ბმულზე

UG StartUp Factory

საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციური ცენტრი UG StartUp Factory უკვე 4 წელია ხელს უწყობს სტარტაპერებს განვითარებაში. აქსელერაციის პროგრამა განკუთვნილია საქართველოში მცხოვრები ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც სურს შექმნას სრულიად ახალი, ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება. მათ ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა აქციონ საკუთარი იდეა წარმატებულ ბიზნესად და გავიდნენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

როგორც UG Startup Factory-ს განვითარების მენეჯერი, მედეა ჯანჯღავა აცხადებს ჩართულობა საკმაოდ მაღალია.აქსელერაციის მეშვიდე  ნაკადიდან საქართველოს უნვიერსიტეტის ფონდმა ინვესტი​​რება განახორციელა ორ სტარტაპ იდეაში- iVi Legal და Point Universal. სტარტაპები განაგრძობენ პროექტზე მუშაობას Future Laboratory-სა და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდთან ერთად. 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აქსელერაციის ფარგლებში სტარტაპებმა განაცხადი  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პროტოტიპირების გრანტზეც გააკეთეს, Point Universal-მა შეძლო როგორც GITA-ს გრანტის, ასევე საქართელოს უნივესიტეტის ფონდის დაფინანსების მოპოვებაც.

სააქსელერაციო პროგრამა 2 ნაწილად არის გაყოფილი და ითვალისწინებს GITA-ს დაფინანსების პროგრამასთან ინტეგრაციას. მისი პირველი ნაწილი დაეთმობა, ბაზარზე სტარტაპიდეის სწრაფ გაშვებას (სწრაფი ვალიდაცია) და მომხმარებლებისგან მაქსიმალურად მოცულობითი უკუკავშირის მიღებაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროექტის პირველადი იდეის დახვეწას.

მეორე სტადიაზე, სტარტაპერები შეძლებენ საკუთარი პროექტების განვითარებას და პირველადი მოდელის შექმნას.აქსელერაციის პროგრამისთვის ჯამში 15 სტარტაპი შეირჩევა, შერჩეულ სტარტაპებს კი მათ საჭიროებებზე მორგებული თემატური ტრენინგები და შეხვედრები ჩაუტარდებათ. დასკვით ეტაპზე სტარტაპერები პროექტებს ინვესტორების წინაშე UG StartUp Factory-ის დემო დღის ფარგლებში წარადგენენ.