📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოში შშმ პირები, სხვებთან შედარებით, უამრავ ასპექტში გაცილებით მეტ ბარიერს აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტების განცხადება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტები, ვეხმაურებით Entrepreneur Georgia-ს ფეისბუქგვერდზე გაზიარებული პოსტის შინაარსს, ასევე ორიგინალი პოსტის ავტორს ვახო ნიკოლავას.

კერძოდ, დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმატების შესახებ. აღნიშნული პოსტი მიგვაჩნია გარკვეულწილად დამაკნინებელი სხვა შშმ პირების მიმართ ამიტომ გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ დეტალურ განმარტებას.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის თანახმად შეზღუდული შესაძლებლობა ადამიანური მრავალფეროვნების ნაწილია. დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც საქართველოში სავალდებულო ძალა აქვს, შეზღუდული შესაძლებლობა ერთ-ერთი იდენტობაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ შშმ პირთა წინაშე არსებული დამატებითი ბარიერების აღიარებითა და მათ აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმით და არა ამ ბარიერთა ნიველირებით.

საქართველოში შშმ პირები სხვებთან შედარებით უამრავ ასპექტში გაცილებით მეტ ბარიერს აწყდებიან დაწყებული განათლების მიღებიდან, ჯანდაცვიდან, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობიდან, დამთავრებული დასაქმებით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის მონაცემებით ქვეყანაში დასაქმებული 39 ათასზე მეტი პროფესიული საჯარო მოხელიდან მხოლოდ 53-ს აქვს შშმ პირის სტატუსი. შშმ პირთა დასაქმება საქართველოში უფრო გამონაკლისია ვიდრე - წესი. ზემოაღწერილ ვითარებაში იმის მტკიცება, რომ ნებისმიერ შშმ პირს შეუძლია დასაქმება და წარმატების მიღწევა შრომისა და მონდომების შემთხვევაში, გვეჩვენება უადგილოდ. მით უფრო ადამიანების „ფუქსავატად" წოდება, რომლებსაც არასდროს ქონიათ შანსი, გამხდარიყვნენ დასაქმების ბაზრის თანაბარუფლებიანი მონაწილეები. შშმ პირებს სხვებთან შედარებით რამდენჯერმე მეტი შანსი აქვთ, აღმოჩნდნენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ; შშმ ქალები 2-4-ჯერ უფრო ხშირად ხდებიან გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი. მინიმალურია შშმ პირთა წარმომადგენლობა პოლიტიკაშიც. შშმ პირებს ცხოვრება უწევთ მიუწვდომელი ფიზიკური გარემოსა და ინფორმაციის გაცნობის შეუძლებლობის პირობებში (მაგ. უამრავი ვებსაიტი მიუწვდომელია უსინათლოთათვის, ძალიან მწირია ჟესტურ ენაზე ნათარგმნი, ასევე სუბტიტრებდართული საინფორმაციო პროდუქტი) აღნიშნულის ფონზე ლოზუნგი „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს" მით უფრო დისკრიმინაციულია და სტიგმის გამაძლიერებელი. ის მოუწოდებს საზოგადოებას, უარყოს შშმ პირთა კონკრეტული საჭიროებები და აღარც ისაუბროს ჩვენ წინაშე არსებული დამატებითი გამოწვევების აღმოფხვრაზე. პრობლემის უარყოფით, დამალვით ის ვერ გადაიჭრება.

ვიზიარებთ რა კომპანიის პოზიტიურ მიზნებსა და სურვილს, წარმოაჩინოს ინკლუზიის როლი და შშმ პირთა მის საქმიანობაში ჩართულობა, გთავაზობთ, პოსტში ყურადღება გაამახვილოთ არა შეზღუდული შესაძლებლობის არარსებობაზე, არამედ - კომპანიაში არსებულ ინკლუზიურ გარემოზე; იმაზე, რომ კომპანია არ დისკრიმინირებს პირებს შეზღუდული შესაძლებლობის საფუძვლით და ყველა კვალიფიციურ და მოტივირებულ დასაქმებულს აძლევს დაწინაურების შესაძლებლობას.

წინასწარ გიხდით მადლობას ამ განცხადებისადმი ყურადღებისათვის და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ პოსტს ჩვენი რეკომენდაციების შესაბამისად გამართავთ.

პატივისცემით,

ანა სიხაშვილი,

მარიამ დარბაიძე,

ესმა გუმბერიძე

ხატია ტატურაშვილი

მაგდა სხიერელი,

ლევან სარაჯიშვილი

გიორგი კავთელაძე

მარიამ ნინიკაშვილი

თათია დათაშვილი

ნატა სადათიერაშვილი

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

სიახლეები

18 საუკეთესო სამუშაო ინტროვერტებისთვის

რადგან ინტროვერტები თავშეკავებულები, მშვიდები და მოაზროვნენი არიან, მათთვის მართლაც შესანიშნავი იქნებოდა ცოტაოდენი თანხის დისტანციურად გამომუშავება

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია