როგორ შეუძლია ტექნოლოგიას განავითაროს შენი უძრავი ქონების ბიზნესი?

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

იქიდან გამომდინარე, რომ ინტერნეტმა ჩვენი სამუშაო და პირადი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი მოიცვა, ბიზნესებმა, რომლებიც არსებითად არიან დამოკიდებულნი პირისპირ კომუნიკაციაზე, თავიანთ საქმიანობაში ინოვაციების დანერგვა დაიწყეს. ბიზნესში ინოვაციების გამოყენება საშუალებას მოგცემს დაზოგო მნიშვნელოვანი დრო და აქტივები.

Real Estate

ინოვაციების ინტეგრირება დაგანახებს გზებს, რომლითაც უძრავი ქონების აგენტები და მფლობელები ეძებენ სახლის გაყიდვისა და ყიდვის საშუალებებს.

დღესდღეობით, მსოფლიოში რეალტორები დამოკიდებულნი არიან უახლეს ინფორმაციაზე, რათა გააკეთონ არჩევანი, მოიძიონ სახლების შეფასებები და იპოვონ იდეალური მყიდველები. იყო ყოველთვის 100%-ით ინფორმირებული დიდი გამოწვევაა, მაგრამ ტექნოლოგია, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია სპეციალისტებისთვის, დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. არაა გასაკვირი, რომ 21-ე საუკუნეში სწორედ ტექნოლოგიას მიუძღვის დიდი წვლილი ყველა, მათ შორის უძრავი ქონების ინდუსტრიის ფორმირებაში

ჩინური ანდაზა გვეუბნება: “ხის დარგვის საუკეთესო დრო ოცი წლის წინ იყო. მეორე საუკეთესო დრო კი ახლაა”. იგივე შეიძლება ვთქვათ ბიზნესში ტექნოლოგიების ინტეგრირებაზეც - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ამ ბლოგში გაგაცნობთ იმ გზებს, რომლითაც შეგიძლია შენი უძრავი ქონების ბიზნესი ტექნოლოგიების დახმარებით განავითარო.

1. შეაბიჯე ონლაინ სამყაროში

უძრავი ქონების ბაზრები ოდითგან დამოკიდებული იყო  სპეციალისტებისა და შესაძლო მყიდველების პირისპირ შეხვედრაზე. თუმცა დღეს ეს საჭირო აღარაა - თანამედროვე ტექნოლოგიები ონლაინ ბაზრების უსაფრთხოებასა და საიმედოობას უზრუნველყოფენ, თუნდაც, ისეთი ბიზნესისთვის, როგორიცაა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა.

პროცესის გაციფრულება სახლების დათვალიერებას ამარტივებს, რადგან ყველაფერი ონლაინ ხდება და სახლიდან გასვლაც კი არ გვჭირდება. რეალურად, სავსებით შესაძლებელია ასეთი ვებსივრცის შექმნა. წარმოიდგინე საიტი, რომელიც მნახველებს სთავაზობს ვირტუალურ ვიზიტებს, რომელთა დახმარებითაც შენს კლიენტებს შეუძლიათ ნახონ მათი პოტენციური მომავალი სახლები სმარტფონიდან ან ლეპტოპიდან.

მხოლოდ ვებითაც ნუ შემოიფარგლები - სოციალურ მედიაში ორიგინალური და ტრენდული კონტენტის განთავსება, სწორი ჰეშთეგების გამოყენება, შესაბამისი სოციალური მედიის კამპანიების წამოწყება და ა.შ. დაგეხმარება მცირე დროში დიდი ყურადღება მიიპყრო.

სოციალურ ქსელებს შორის Facebook ყველაზე ფართოდ გამოყენებადი პლატფორმაა, რომელშიც სახლის მფლობელები და გამყიდველები აქტიურად არიან ჩართულები. უძრავი ქონების არაერთ ბიზნესს მიუღწევია დიდი წარმატებისთვის ამ ქსელის გამოყენებით. ეს წარმატება კი სწორად გათვლილ, სტრატეგიულ კონტენტს მოაქვს, რომლის გამოყენებაც არასდროსაა გვიანი. თუ არასდროს გქონია მსგავსი, ონლაინ აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება, მაშინ შეგიძლია ამ საქმის პროფესიონალებს, Skymarketing-ს მიმართო. რომ არა მარკეტინგული აქტივობები, ბევრს არ ეცოდინებოდა ამ ულამაზესი ქალაქის პროექტის შესახებ, როგორიცაა Lahore smart city.

2. დაუთმე დრო ფასების სრულყოფას

უძრავი ქონების აგენტები ხშირად დამოკიდებულნი არიან მხოლოდ რამდენიმე ფაქტორზე და უძრავი ქონების მახასიათებლებზე ამ ქონების ღირებულების შესაფასებლად. თუმცა, ისეთი განვითარებული ტექნოლოგიებით, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და ზუსტი მათემატიკური მოდელირება, შეძლებ უფრო ზუსტად განსაზღვრო ქონების საფასური, ვიდრე აქამდე.

3. მართე კლიენტები და ლიდები

დღეს, უძრავი ქონების კომპანიებს ლიდების გენერირების წყაროების ფართო არჩევანი აქვთ. თუმცა, ალბათ, გაინტერესებს, როგორ შეიძლება შეისწავლო კლიენტების მოსაზიდად ყველაზე მომგებიანი არხები ან განსაზღვრო, მას შემდეგ, რაც კლიენტს მოიზიდავ, როდის დაურეკო მას?

ინოვაციების ინტეგრირება ყოველდღიურ სამუშაო საქმიანობაში დაგეხმარება უკეთ მართო შენი ლიდები და მარტივად აღრიცხო არსებული მომხმარებლები.

4. გააუმჯობესე ურთიერთობები მოიჯარეებთან და მართე აქტივები ეფექტურად

გარდა სახლის დათვალიერების ფუნქციისა, შეგიძლია ვებგვრდი ონლაინ ტრანზაქციების განსახორციელებლადაც გამოიყენო. მაგალითად, შენს კლიენტებს საშალება მისცე ბინები ინტერნეტში დაიქირაონ, განვადებით ისარგებლონ და სხვა.

მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით, ყველაფერი ორგანიზებული გექნება და მყიდველის გამოცდილებაც გაუმჯობესდება.

5. ჩეთბოტები

ვებგვერდის ჩეთბოტები დაგეხმარება ქონების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებასა და სარეკლამო სტრატეგიებში. ეს ყოველგვარი ადამიანიური რესურსის ჩარევის გარეშე, ეხმარება ორგანიზაციებს, მოიზიდონ პოტენციური კლიენტები. სტანდარტული ინფორმაცია, რომლებიც ხელმისაწვდომია ამ ჩეთბოტების საშუალებით, ეხმარება ინვესტორებსა და მყიდველებს სწრაფად მიიღონ საჭირო ინფორმაცია.

ჩეტბოტი ყველა კითხვაზე სწრაფად პასუხობს. თუ ვინმე დაინტერესებულია ქონების შეძენით, შეუძლია კითხვებზე პასუხი უმოკლეს დროში მიიღოს, რადგან ჩეტბოტებს ხშირად დასმულ კითხვებზე წინასწარ გამზადებული, შაბლონური პასუხები აქვთ. გარდა ამისა, ჩეტბოტის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ის ხელმისაწვდომია 24X7. რეალტორების დრო კი შეზღუდულია. შეუძლებელია მდუმივად ვებგვერდზე იმყოფებოდე და ყველას კითხვას უმალ უპასუხო. ჩატბოტი კი შენი ასისტენტივით იქნება, რომელიც შენს არასამუშაო საათებში ან მაშინ, როცა არ გეცლება, შენს კლიენტებს ლიმიტირებულად, თუმცა მაინც მოემსახურება.

6. ბლოკჩეინი

საიდუმლო არაა, რომ უძრავი ქონების ბიზნესი და უზარმაზარი ტრანზაქციები განუყოფელნი არიან. ისეთი შუამავლების ყოლა, როგორებიცაა სამთავრობო აგენტები, ბანკები ან საკრედიტო ბარათების კომპანიები უკვე აღარაა საჭირო ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დამსახურებით. ეს ამცირებს მოსამზადებელ ხარჯებს და ინვესტორებს კომერციული ფართის შეძენას უადვილებს.

იმაზე არავინ დაობს, რომ ტექნოლოგიების განვითარება ნებისმიერი ტიპის ბიზნესს უწყობს ხელს. თუმცა, უძრავი ქონების ინდუსტრიის გაციფრულება მაინც სიახლესა და სურთულესაც კი წარმოადგენს ბევრისთვის. ვინც ამ პროცესს პირველი დაიწყებს, ის დაწინაურდება კიდეც. ამიტომ, თუ გსურს უფრო მეტი კლიენტი მოიპოვო და მათ კმაყოფილებსაც მიაღწიო, ინოვაციეის დანერგვა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყო.