რა უნდა გააკეთოთ, როდესაც ''არა''-ს გეუბნებიან

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„არასდროს მიიღოთ პასუხი − „არა", – ამბობენ ადამიანები. მაგრამ საინტერესოა, სინამდვილეში მართლაც ასეა? ჩვენ ექვს დამფუძნებელს ვკითხეთ აზრი ამ საკითხზე: როგორ უნდა დაადგინოთ, როდის უნდა გააგრძელოთ ზემოქმედება და როდის უნდა გააგრძელოთ წინსვლა?

entrepreneur.ge

1. როდესაცარა" სტატუს ვო.

„სექსსა და ურთიერთობებში „არა" − ყოველთვის „არა"-ს ნიშნავს, მაგრამ ბიზნესში, როდესაც „არა"-ს ვეჯახებით, ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად კომპანიის ფასეულობებს ვიყენებთ: „სიყვარულით გაუგზავნეთ გამოწვევა სტატუს კვოს". სავარაუდოდ, უარის თქმის ლოგიკური მიზეზი არსებობს, და ამიტომ დიალოგს მე ვიწყებ. მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა ბარიერები არსებობს გზად. თითოეულ სიტუაციაში რამდენიც შესაძლებელია იმდენ ინფორმაციას ვაგროვებ, ავწონ-დავწონი დადებით და უარყოფით მხარეებს და გადაწყვეტილებას ვიღებ, ღირს თუ არა გაგრძელება. პროგრესის გზისკენ თანაგრძნობაა და წონასწორობა მიდის". — სუმიადიპ რაკშირი, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, MysteryVibe

2. როდესაცარა" საჩუქარია.

„ჩემთვის პირველი „არა" უკვე საკმარისია! დაჟინება − სასაცილო ატრიბუტია ამერიკულ კულტურაში, ალბათ უფრო მავნე, ვიდრე საერთოდ სასარგებლო. ბევრად სასიამოვნოა, უარის გადათქმევინების ნაცვლად, თქვენი დრო იმას მიუძღვნათ, რომ ოდნავ აღელვებული ადამიანი გაახალისოთ. ჩათვალეთ, რომ ეს პირველი „არა" − საჩუქარია. თქვენ არ მოგიწევთ მეტი დროის დაკარგვა. ხომ ასეა? შესანიშნავია, გზას აგრძელებთ, შემდეგი ვინ იქნება!" — ფილ ლიბინი, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, mmhmm

3. როდესაც „არა" ვარიანტი არ არის.

„ზოგჯერ ისე ხდება, რომ „არა"-ს მიღება ვარიანტიც კი არ არის. ადრეულ ეტაპზე მხოლოდ ერთ მწარმოებელს შეეძლო ჩვენი პროდუქტის დამზადება. ჩვენ დავუკავშირდით მათ და ვიცეპრემიერმა გვითხრა, რომ ტყუილად ვაკარგვინებდით დროს. მან ტელეფონი გათიშა, ვიდრე რაიმეს თქმას მოვასწრებდით. ასე რომ, ჩვენს ქსელს გადავხედეთ და მეგობარი ვიპოვეთ Twitter-ზე, რომელიც საწარმოო ობიექტის აღმასრულებელი დირექტორის ქალიშვილს იცნობდა. ჩვენ მას გული გადავუშალეთ პრეზენტაციაზე შეხვედრისას და მან კლიენტებად მიგვიჩნია". — კევინ ლი, თანადამფუძნებელი, immi

4.როდესაც „არა" დროს გიზოგავთ.

„ფინანსების მოზიდვისას ზოგჯერ გვიხდება „არა"-ზე დათანხმება. თავიდან ინვესტორი მამაკაცები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი იმის თაობაზე, რომ ქალები გამოიყენებდნენ ჩვენი ტიპის ფერტილურობის პროდუქტს. ჩემმა ბიზნესქოუჩმა შესანიშნავი რჩევა მომცა: „აიძულე ადამიანებს გარკვევით გითხრან − „არა".

პირდაპირ ჰკითხეთ: „დააბანდებთ თუ არა ინვესტიციას ამ რაუნდში X შეფასების მიხედვით?" ინვესტორებს უყვართ თავიანთ ვარიანტებზე ღიად საუბარი, მაგრამ დამფუძნებლებისთვის ეს ხშირად დროის ფუჭად კარგვაა. ამ უბრალო რჩევამ მომცა საშუალება, უფრო სწრაფად და ეფექტურად შემეგროვებინა თანხა". —კრისტინა კაჰოიოვა, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Kegg

5. როდესაც „არა" შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიშად იქცევა.

„თუ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი პროდუქტი ნამდვილად დაეხმარება მომხმარებელს, დაჟინებით მოვითხოვ, უკან არ დავიხევ. თუ დავინახავ, რომ მათ არ სურთ პროექტის შეფასება ან იმის დამუშავება, რასაც ჩვენ ვყიდით, უკან დავიხევ და მოგვიანებით გავაგრძელებ მცდელობებს. მაგრამ ბოლო მცდელობისას,„მომავლის გაყიდვას" შევეცდები.

მე ეს ჯენ ჰაიმანისგან ვისწავლე Rent the Runway-ში მუშაობის პირველ დღეებში. ის ადამიანების დარწმუნების დიდოსტატი იყო. შეეძლო ეთქვა, რომ მათ შესაძლოა არ აინტერესებდეთ დღეს ან ხვალ რა იქნება, მაგრამ საბოლოოდ ისინი ინანებენ, რომ არ გამოიყენეს Rent the Runway-ის შეთავაზებული შანსი. უზომოდ მნიშვნელოვანია თქვენი ხედვის გაყიდვა მომავლის შესახებ. საქმე ის არის, რომ შანსის ხელიდან გაშვების შიში სრულიად რეალურია". — ეშლი უეიმანი, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Shimmy

6. როდესაც „არა" ნიშნავს „მართლა?"

„ფეხსაცმლის ჩასაფენების ყიდვა გსურს?" − ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს ნიუ იორკელ მეგობრებს ვეკითხებოდით 25-დან 35 წლამდე, ისინი ამბობდნენ: „არა". ფეხსაცმლის ჩასაფენების საკითხი სამედიცინო თემაა და უფრო ასაკოვნებთან ასოცირდება, მაგრამ როდესაც ჩვენ ვკითხეთ: „ფეხი ან წელი ხომ არ გტკივა?" 80%-მა დადებითად მიპასუხა. ჩვენი შემდეგი შეკითხვა იყო: „იცით თუ არა თქვენ, რომ ტერფის სათანადო თაღოვანი საყრდენი მთელი სხეულის ტკივილს ხსნის?" ისინი დაინტერესდნენ. ჩვენ ხშირად აღმოგვიჩენია, რომ „არა" კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ − „მთლად კარგად ვერ გავიგე" — ლიბი მოტჩანი და დანიელ ნელსონი, თანადამფუძნებლები, Fulton